მანქანების ჩამოყვანა იაპონიიდან

მანქანების ჩამოყვანა იაპონიიდან

იაპონური ავტო ბაზარი მყიდველს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს.

გიფიქრიათ, რამდენად სასიამოვნოა ამომავალი მზის ქვეყანაში, იაპონიაში, წარმოებული, კარგად მოვლილი და თანამედროვე ავტომობილის საჭესთან ჯდომა? ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდული არჩევანისა და მაღალი ფასების ფონზე, მანქანების ჩამოყვანა იაპონიიდან, მართლა საუკეთესო ალტერნატივაა. თუმცა, სანამ ამ პროცესის დამოუკიდებლად წარმართვას გადაწყვეტდეთ, გაითვალისწინეთ, რომ მარტივი არ არის და ამ გზაზე გარკვეულ გამოწვევებსაც წააწყდებით.  

აუქციონების სპეციფიკა, ფარული ხარჯები, ლოგისტიკური სირთულეები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რასთან გამკლავებაც მოგიწევთ. მაგრამ, არ იფიქროთ, რომ ამ სურვილზე უარის თქმა მოგიწევთ. სწორი ინფორმაციითა და ისეთი სანდო პარტნიორის დახმარებით, როგორიც ავტოიმპორტის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, Carmark-ია, შერჩეულ ავტომობილს საქართველოში დაბრკოლებების გარეშე ჩამოიყვანთ. 

რატომ მაინცდამაინც იაპონია?

იაპონური ავტო ბაზარი მყიდველს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ავტომობილების კარგი მდგომარეობა. ეს დიდწილად ქვეყანაში მოქმედი ტექნიკური ინსპექტირების მკაცრი სტანდარტებით აიხსნება, რის გამოც მანქანები, როგორც წესი, საგულდაგულოდ არის მოვლილი. ხშირად, იაპონურ აუქციონზე გაყიდული ავტომობილი ასაკითაც კი უფრო ახალია, ვიდრე, მაგალითად, ამერიკიდან იმპორტირებული ანალოგიური მოდელი.  თუმცა, თუ მაინც გაინტერესებთ ავტომობილების იმპორტი ამერიკიდან, გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცესსაც თავისი ნიუანსები ახლავს.  მაგალითად, ამერიკული ავტომობილის ისტორიის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა არის ვინ კოდი.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი აუქციონების გამჭვირვალე შეფასების სისტემაა. იაპონური აუქციონებზე დეტალური შეფასების ფურცელი გამოიყენება, სადაც 5 ბალიანი სისტემით ფასდება ავტომობილის როგორც ვიზუალური, ისე ტექნიკური მდგომარეობა. ამ ფურცელში აღინიშნება ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, იქნება ეს მცირე ნაკაწრი თუ ტექნიკური ნიუანსი. შედეგად, მყიდველი დასაწყისშივე ფლობს სრულ ინფორმაციას მანქანის მდგომარეობის შესახებ.

ამასთან, გავრცელებული მითის საპირისპიროდ, იაპონიაში სავსებით შესაძლებელია მარცხენასაჭიანი მოდელების პოვნაც, რაც ქართველი მძღოლებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის პრესტიჟულ ავტოაუქციონებზე პირდაპირი წვდომა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, რაც პროცესში სანდო და გამოცდილი პარტნიორის ჩართულობის საჭიროებას აჩენს.

შესაძლო სირთულეები, რომლებსაც შეიძლება იაპონიიდან ავტომობილების იმპორტი უკავშირდებოდეს

მიუხედავად აღნიშნული უპირატესობებისა, ავტომობილების იმპორტი იაპონიიდან გარკვეულ გამოწვევებს მოიაზრებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მანქანის ჩამოყვანას დამოუკიდებლად, სათანადო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე ცდილობთ.

პირველი სირთულე ხშირად სწორი ავტომობილის შერჩევასა და აუქციონის სპეციფიკაში გარკვევას უკავშირდება, რაც ზოგადად მეორადი მანქანების შეძენის თანმდევი მოვლენაა. ათასობით ლოტს შორის თქვენთვის სასურველი მოდელის მოძებნა, თანაც იაპონურად შედგენილი დეტალური შეფასების ფურცლის სწორად გაგება, რთული აღმოჩნდება. 

ფოტოები ყოველთვის არ ასახავს რეალურ სურათს და შესაძლოა, ერთი შეხედვით იდეალურ ავტომობილს ფარული დაზიანებები ან ტექნიკური პრობლემები ჰქონდეს, რომელთა აღმოჩენაც მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. ამიტომ, მანქანის შემოწმება ყიდვამდე, რაც ტექნიკურ დათვალიერებასთან ერთად, დოკუმენტაციის ანალიზსაც მოიცავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამას ემატება ისიც, რომ აუქციონზე გადახდილი თანხა ხშირად ხარჯის მხოლოდ ერთი ნაწილია. საბოლოო ღირებულებაზე გავლენას სხვა მრავალი ფაქტორი ახდენს: ავტომობილის ტრანსპორტირება პორტამდე, საზღვაო გადაზიდვის საფასური, დაზღვევა, ფოთის პორტის მოსაკრებლები, საბაჟო გადასახადები და, ზოგ შემთხვევაში, ტექნიკური მომსახურებაც. მეტიც, გასათვალისწინებელია რისკი, რომ საზღვაო კონტეინერის ტრანსპორტირების ღირებულება შესაძლოა გადაზიდვის პროცესში შეიცვალოს, რაც დამატებით, გაუთვალისწინებელ ხარჯებს წარმოშობს. ზუსტი კალკულაციის გარეშე, მანქანების ჩამოყვანა იაპონიიდან შეიძლება ბევრად ძვირი დაჯდეს, ვიდრე ეს თავდაპირველად ჩანდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ასპექტები და ლოდინის პერიოდი. ავტომობილის ტრანსპორტირებას იაპონიიდან საქართველომდე (ფოთის პორტი) საშუალოდ 5 თვე სჭირდება. ეს ხანგრძლივი პერიოდი იმით აიხსნება, რომ საზღვაო მარშრუტი ხშირად აფრიკის კონტინენტის გავლით სრულდება. 

დაბოლოს, თუკი პროცესს სათანადო გადამოწმებისა და სიფრთხილის გარეშე შეეჭიდებით, უნდა დაუშვათ, რომ შესაძლოა არასანდო შუამავალთან ან უარეს შემთხვევაში, თაღლითთან დაამყაროთ კომუნიკაცია. 

მანქანების ჩამოყვანა იაპონიიდან აღარ არის სირთულე, როცა Carmark-ს ირჩევთ

ჩამოთვლილი გამოწვევების დასაძლევად და პროცესის გასამარტივებლად არსებობს კომპანია Carmark-ი. ჩვენი მიზანია, მანქანების ჩამოყვანა იაპონიიდან მაქსიმალურად კომფორტული, გამჭვირვალე და უსაფრთხო გავხადოთ.

ჩვენი გამოცდილი გუნდი არა მხოლოდ, ბიუჯეტისა და მოთხოვნების შესაბამისი მოდელის პოვნაში გეხმარებათ, არამედ აუქციონის შეფასების ფურცლების დეტალურ ანალიზსაც საკუთარ თავზე აიღებს. ჩვენ ვამოწმებთ ყველა დეტალს, რათა ზუსტად შევაფასოთ მანქანის რეალური მდგომარეობა და თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სიურპრიზები. Carmark-ის გუნდი დეტალურად გაგაცნობთ როგორც ღირებულებას, ასევე ტრანსპორტირების, ავტომობილების განბაჟებისა და სხვა ხარჯებს.

იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ სანდო პარტნიორებთან მხოლოდ პირდაპირი შესყიდვებით ვთანამშრომლობთ, მინიმუმამდეა შემცირებული თაღლითობების რისკი. 

Carmark-ი მთელ ლოგისტიკურ პროცესს უძღვება – აუქციონზე ვაჭრობიდან დაწყებული, მანქანის ფოთის პორტში ჩამოსვლითა და საბუთების მოწესრიგებით დამთავრებული. თქვენ მუდმივად გექნებათ ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ. 

მარტივად რომ ვთქვათ, მანქანების ჩამოყვანა იაპონიიდან Carmark-თან ერთად შემდეგ ეტაპებს მოიცავს: გვიზიარებთ თქვენს მოთხოვნებს, სურვილებსა და ბიუჯეტს, ჩვენ ვპოულობთ საუკეთესო ვარიანტებს, ერთად ვათანხმებთ დეტალებს, ვყიდულობთ მანქანას, ვაგვარებთ ტრანსპორტირებისა და დოკუმენტაციის საკითხებს, საბოლოოდ კი გაბარებთ ავტომობილს. 

მიიღეთ სრული მხარდაჭერა ჩამოსვლის შემდეგაც

ჩვენი თანამშრომლობა მანქანის პორტში ჩამოსვლით არ სრულდება. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია, ავტომობილის ფოთიდან თბილისამდე ან საქართველოს სხვა ქალაქამდე ტრანსპორტირებაშიც დაგეხმაროთ. ასევე, მზად ვართ, გაგიზიაროთ რჩევები და საჭიროების შემთხვევაში, სანდო კონტაქტებიც კი მოგაწოდოთ სათადარიგო ნაწილების მოსაძიებლად, თუნდაც ევროპის ქვეყნებიდან, მაგალითად, პოლონეთიდან.

იაპონიიდან ავტომობილების იმპორტი ნამდვილად შეიძლება იყოს მომგებიანი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აუქციონებზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. მთავარია, ამ პროცესს მომზადებული შეხვდეთ და სანდო პარტნიორი გყავდეთ გვერდით.

ჩვენ, Carmark-ის გუნდი, მზად ვართ, გაგიწიოთ კონსულტაცია ამ საინტერესო გზაზე და სასურველი ავტომობილის იაპონიიდან ჩამოყვანაში დაგეხმაროთ — მარტივად, უსაფრთხოდ და ზედმეტი სირთულეების გარეშე.



მსგავსი სტატიები

თქვენი საოცნებო ავტომოგზაურობა
იწყება ჩვენი გამოცდილებით

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2025 ყველა უფლება დაცულია.

რესურსები