აღმოაჩინეთ იაპონური მანქანების უპირატესობები Carmark-თან. გთავაზობთ სრულ მომსახურებას, აუქციონზე შერჩევიდან საქართველოში უსაფრთხო ჩამოყვანამდე, თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის.
დაგვიკავშირდით
იაპონური მანქანები ცნობილია კარგი მდგომარეობით, რაც ტექნიკური ინსპექტირების მკაცრი სტანდარტებით აიხსნება. ხშირად, ისინი ასაკითაც ახალია.

იაპონურ აუქციონებზე გამოიყენება დეტალური შეფასების ფურცელი (5-ბალიანი სისტემა), სადაც მანქანის ყველა დეტალია აღნიშნული.
.webp&w=640&q=75)
იაპონიაში შესაძლებელია მარცხენასაჭიანი მოდელების პოვნაც, რაც ქართველი მძღოლებისთვის მოსახერხებელია.

იაპონიის ავტოაუქციონებზე მოდელების ფართო არჩევანია, თუმცა სასურველის პოვნა და აუქციონის ნიუანსებში გარკვევა პირველი სირთულეა; ათასობით ლოტიდან შესაფერისის მოძიება დიდ დროს მოითხოვს. განსაკუთრებით რთულია იაპონური დეტალური შეფასების ფურცლის სწორი ინტერპრეტაცია გამოცდილების გარეშე. მიუხედავად 5-ბალიანი სისტემისა, კოდების გაშიფვრა სპეციალურ ცოდნას საჭიროებს. ხშირად, ონლაინ ფოტოებიც კი არაზუსტად ასახავს მანქანის რეალურ მდგომარეობას, რაც მოლოდინს აცდენს.
დაგვიკავშირდითარსებობს რისკი, რომ ერთი შეხედვით იდეალურ ავტომობილს ჰქონდეს ფარული დაზიანებები ან ტექნიკური პრობლემები, რომელთა აღმოჩენა დისტანციურად, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.
აუქციონის ფასი ხარჯის მხოლოდ ნაწილია. საბოლოო ღირებულებას ზრდის ტრანსპორტირების, დაზღვევის, პორტისა და საბაჟოს მოსაკრებლები, ასევე კონტეინერის ფასის შესაძლო ცვლილება.
იაპონიიდან ავტომობილის ჩამოყვანა საშუალოდ 5 თვეს მოითხოვს. ეს ხანგრძლივი პერიოდი განპირობებულია მისი საზღვაო მარშრუტით, რომელიც ხშირად აფრიკის კონტინენტსაც გაივლის.
თუ პროცესს სათანადო გადამოწმებისა და სიფრთხილის გარეშე შეეჭიდებით, არსებობს რისკი, რომ არასანდო შუამავალს ან, უარეს შემთხვევაში, თაღლითს დაუკავშირდეთ
იაპონური ენის არცოდნამ შეიძლება გაართულოს კომუნიკაცია და დოკუმენტების გაგება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეცდომები და გაუგებრობები შერჩევისას
საერთაშორისო გადარიცხვები, ვალუტის კონვერტაცია და უცხოელ გამყიდველთან უსაფრთხო ფინანსური ოპერაციები დამოუკიდებელი იმპორტისას მნიშვნელოვან ფინანსურ რისკებს ქმნის.
2026 წლამდე განბაჟების განაკვეთი დამოკიდებული იყო მანქანის ასაკზე – რაც უფრო ძველი იყო ის, მით უფრო დაბალი იყო გადასახადიც. ახლა ეს სქემა შეიცვალა. 6 წლამდე ასაკის მანქანებზე შემდეგი განაკვეთი მოქმედებს – ძრავის ყოველ კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარი. დავსვათ მთავარი კითხვა: რა ჯდება მანქანის ჩამოყვანა იაპონიიდან?
6 წელზე ძველი მანქანების შემთხვევაში, განაკვეთი 4.5 ლარამდე გაიზარდა, რაც, ძველ სქემასთან შედარებით, 5-6-ჯერ მეტია. 2.0 ლიტრიანი ძრავის მქონე 2017 წლის მანქანის განბაჟებაში მომხმარებელი ადრე დაახლოებით 1 800 ლარს იხდიდა. ახლა იგივე მანქანა დაახლოებით 9 000 ლარი დაგიჯდებათ.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ იაპონური მანქანების აბსოლუტური უმეტესობა მარჯვენასაჭიანია. საქართველოში კი მარჯვენასაჭიანი მანქანებისთვის საგადასახადო განაკვეთი სამჯერ მაღალია, ვიდრე მარცხენასაჭიანებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მანქანის ჩამოყვანა იაპონიიდან, განსაკუთრებით 6 წელზე ძველის, ფინანსურად მნიშვნელოვნად ძვირი გამოდის, ვიდრე ამერიკიდან ან ევროპიდან.
6 წლამდე ასაკის ჰიბრიდული მანქანებისთვის 60%-იანი შეღავათია გათვალისწინებული. Toyota Aqua, Prius, Corolla Hybrid – ეს მოდელები ჰიბრიდული განაკვეთით შემოდის, რაც ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრომობილებზე ახალი შეზღუდვები საერთოდ არ ვრცელდება.
იმაზე, თუ რა ჯდება მანქანის ჩამოყვანა იაპონიიდან, პასუხი უკვე გავეცით. დავწრმუნდით, რომ ეს ახლაც შესაძლებელია. მთავარია, სანამ კონკრეტულ მოდელს შეარჩევთ, მანამდე ძრავის მოცულობა, ასაკი და ტიპი უნდა გამოთვალოთ, რაც მანქანის საბოლოო ღირებულების დადგენაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

Carmark გაძლევთ პირდაპირ წვდომას იაპონიის წამყვან ავტოაუქციონებზე, სადაც ინდივიდუალური წვდომა შეზღუდულია. იხილეთ მრავალფეროვანი, მუდმივად განახლებადი მანქანების არჩევანი.
ჩვენი გუნდი საფუძვლიანად ამოწმებს მანქანას იაპონური აუქციონის დეტალური შეფასების ფურცლის ანალიზით. მიიღეთ სრული ინფორმაცია მანქანის მდგომარეობაზე თქვენი სიმშვიდისთვის.
Carmark გთავაზობთ სრულად გამჭვირვალე ფასწარმოქმნას. ჩვენ დეტალურად გაგაცნობთ ყველა მოსალოდნელ ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების, განბაჟებისა და სხვა მოსაკრებლებს, რათა მიიღოთ საუკეთესო ღირებულება თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში.

გაქვთ კითხვები მანქანის იმპორტთან დაკავშირებით? ჩვენი გამოცდილი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ.დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია.
მოითხოვეთ კონსულტაცია© 2026 ყველა უფლება დაცულია.