აღმოაჩინეთ ელექტრო ავტომობილების უპირატესობები Carmark-თან. გთავაზობთ სრულ მომსახურებას, აუქციონზე შერჩევიდან საქართველოში უსაფრთხო ჩამოყვანამდე, თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის.
დაგვიკავშირდითღირს თუ არა ელექტრო მანქანაზე გადასვლა? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობთ მის შესახებ. დღეს, როდესაც ბაზარი სწრაფად იცვლება, ეს კითხვა სულ უფრო პრაქტიკულია.
2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოში ახალი კანონი შევიდა ძალაში. 6 წელზე ძველ სამგზავრო მანქანას ქვეყანაში ვეღარ შემოიყვანთ და დაარეგისტრირებთ. ელექტრო ავტომობილზე, მისი ასაკის მიუხედავად, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება.
15 000 კილომეტრიანი წლიური გარბენით ელექტრო მანქანის შეძენა 4 000 ლარზე მეტი მხოლოდ საწვავში 4000 ლარზე მეტს დაგიზოგავთ. 100 კილომეტრის გავლა ბენზინზე მომუშავე მანქანით დღეს საშუალოდ 31 ლარამდე ღირს, ელექტრო მანქანით იგივე მანძილის გავლა კი 4 ლარამდე დაგიჯდებათ. ხუთ წელიწადში კი ეს სარგებელი 20000 ლარს გადასცდება.
სარემონტო ხარჯები კიდევ ერთი გასათვალისწინებელი კომპონენტია, რომელზეც, როგორც წესი, მომხმარებელი პრობლემის წარმოქმნამდე არ ფიქრობს. ელექტრო მანქანას არ სჭირდება ზეთის გამოცვლა და გამონაბოლქვის სისტემა. ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ ავტომობილში ყველაზე ხშირად ფუჭდება, ელექტრო მანქანის შემთხვევაში, არ არსებობს. ხუთი წლის სარემონტო ხარჯი ჩვეულებრივი მანქანის შემთხვევაში 4000-7000 ლარია. ელექტრო მანქანის კი – 200-400 ლარი.
ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ელექტრო ავტომობილები დღეს ჩინეთიდან მოდის. ეს აღარ არის მხოლოდ "იაფი ალტერნატივა". BYD, Zeekr, GAC Aion – სახელები, რომლებიც ათი წლის წინ პრაქტიკულად უცნობი იყო, დღეს გლობალური ელექტრო გაყიდვების 60%-ს მოიცავს.
ჩინეთიდან მანქანის ჩამოყვანა, ერთი შეხედვით, მარტივი პროცესია. სინამდვილეში სავაჭრო პლატფორმები, ლოჯისტიკა, დაზღვევა, საბაჟო და რეგისტრაცია – ეს ეტაპებია გასავლელი. ყოველ ეტაპს თავისი ნიუანსი აქვს და გამოუცდელი მყიდველი ნებისმიერ მათგანზე დროსა და ფულს კარგავს.
“ქარმარკი” 2005 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდში 20 000-ზე მეტი მანქანა ჩამოიყვანა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ამერიკა, იაპონია, გერმანია და ჩინეთი.
მომხმარებელი პროცესს კონსულტაციით იწყებს. Carmark შეარჩევს მოდელს, იზრუნებს ყველა საფეხურზე და მზა, დარეგისტრირებულ მანქანას ჩაგაბარებთ. რაც შეეხება გადახდის სქემას, წინასწარ მხოლოდ 30%-ს იხდით, დანარჩენი – ლიზინგით, მანქანის ჩამოსვლის შემდეგ უნდა დაიფაროს.

🔋 ელემენტი: 50–82 kWh ⚡ სვლა (range): ~400–580 კმ 🚀 0-100 კმ/სთ: ~3.3 – 6.1 წმ 🔌 დატენვა: Supercharger (ძალიან სწრაფი ქსელი)

🔋 ელემენტი: 60–75 kWh ⚡ სვლა: ~450–530 კმ 🚀 0-100: ~5.0 წმ 🚗 ტიპი: SUV (ოჯახისთვის კომფორტული)

🔋 ელემენტი: 40 ან 62 kWh ⚡ სვლა: ~240–385 კმ 🚀 0-100: ~7–8 წმ 💰 ფასი: ერთ-ერთი ყველაზე იაფი EV საქართველოში

🔋 ელემენტი: ~64 kWh ⚡ სვლა: ~450 კმ 🚀 0-100: ~7.5 წმ 🚗 ტიპი: crossover

🔋 ელემენტი: ~38–73 kWh (ვერსიაზე დამოკიდებული) ⚡ სვლა: ~300–480 კმ 🚀 0-100: ~7–9 წმ
გაქვთ კითხვები ავტომობილის იმპორტთან დაკავშირებით? ჩვენი გამოცდილი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ.დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია.
მოითხოვეთ კონსულტაცია© 2026 ყველა უფლება დაცულია.