რა ჯდება მანქანის ჩამოყვანა ამერიკიდან - სრული გზამკვლევი CarMark-ისაგან

რა ჯდება მანქანის ჩამოყვანა ამერიკიდან - სრული გზამკვლევი CarMark-ისაგან

არჩევანის მრავალფეროვნება, მოდელების სიუხვე ბევრ ქართველ მძღოლს უბიძგებს, ოცნების ავტომობილი ამერიკულ აუქციონებზე ეძებოს.

ამერიკიდან ავტომობილის შეძენა და იმპორტი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. მიზეზი მარტივია: ოკეანის გაღმა ხშირად გაცილებით მიმზიდველ ფასად შეიძლება ისეთი მანქანის პოვნა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ბევრად ძვირი ღირს ან უბრალოდ არ არის ხელმისაწვდომი. არჩევანის მრავალფეროვნება, მოდელების სიუხვე და ზოგჯერ უკეთესი კომპლექტაციაც კი ბევრ ქართველ მძღოლს უბიძგებს, ოცნების ავტომობილი სწორედ ამერიკულ აუქციონებზე ეძებოს.

თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რეალურად რა ჯდება მანქანის ჩამოყვანა ამერიკიდან? ალბათ, გსმენიათ სხვადასხვა თანხები მეგობრებისგან, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ამ შეკითხვაზე ერთი კონკრეტული, ყველასთვის უნივერსალური პასუხი არ არსებობს. საბოლოო ღირებულება იმდენ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომ მისი წინასწარ ზუსტად განსაზღვრა ძალიან რთულია.

საწყისი წერტილი: მანქანის პოვნა და მოგება აუქციონზე

ყველაფერი ამერიკული ონლაინ აუქციონებიდან იწყება. ამ მიმართულებით ამერიკაში ყველაზე დიდი მოთამაშეები Copart და IAAI-ია. ათასობით მანქანა სადაზღვევო კომპანიებიდან, დილერებისგან თუ პირდაპირ მფლობელებისგან სწორედ ამ პლატფორმებზე იყრის თავს. თქვენ კი ირჩევთ სასურველ მოდელს და დებთ ფსონს. მაგრამ, რა განსაზღვრავს იმ საწყის ფასს, რომლითაც ვაჭრობა სრულდება?

რა თქმა უნდა, პირველი ფაქტორი თავად მანქანაა – მარკა, მოდელი, გამოშვების წელი. თუმცა, ამის მიღმა ბევრი მნიშვნელოვანი დეტალები იმალება.

განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს მანქანის მდგომარეობას. აუქციონებზე შეხვდებით როგორც თითქმის დაუზიანებელ, სუფთა ისტორიის მქონე მანქანებს (ე.წ. "Clean Title"), ასევე სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მქონე ავტომობილებს ("Salvage Title").  მაგალითისათვის, ავიღოთ ორი თითქმის ერთნაირი 2018 წლის Toyota RAV4. აქედან ერთი Clean Title სეგმენტიდანაა, მეორეს კი მცირე ვიზუალური დაზიანებები აქვს. მეორე აუქციონზე, შესაძლოა, 30-40%-ით ნაკლებ ფასად მოიგოთ, ვიდრე პირველი. თუმცა, აქ უკვე კარგად უნდა დაფიქრდეთ თუ რეალურად რა დაჯდება მანქანის ჩამოყვანა ამერიკიდან, რომელიც დაზიანებულია და ის საქართველოში უნდა შეაკეთოთ. ხანდახან, ერთი შეხედვით იაფი შენაძენი, შეკეთების ხარჯების დამატების შემდეგ, აღარც ისე მიმზიდველია ხოლმე.

ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია მანქანის ისტორია. დაბალი გარბენი და უავარიო ისტორია ავტომობილის ღირებულებას საგრძნობლად ზრდის.  მაგალითად, ავიღოთ ორი იდენტური 2017 წლის Honda CR-V. ერთს 50,000 მილი აქვს გავლილი და სუფთა ისტორია, მეორეს – 90,000 მილი და ერთი მცირე ავარია უფიქსირდება. აუქციონზე მეორე მანქანა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი დოლარით უფრო იაფად გაიყიდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს აუქციონის დინამიკაც. ზოგჯერ კონკრეტულ მოდელზე დიდი მოთხოვნაა და მყიდველებს შორის ნამდვილი ბრძოლა იმართება, რაც ფასის ხელოვნურ ზრდას განაპირობებს. სხვა შემთხვევაში იგივე მანქანა, მოთხოვნის ნაკლებობის გამო, გაცილებით ნაკლებად შეფასებულიყო. 

მოგებული ფსონის მიღმა: აუქციონის მოსაკრებლები 

რა ჯდება მანქანის ჩამოყვანა ამერიკიდან? — ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ აუქციონის მოგება არ კმარა. ამას ემატება ე.წ. აუქციონის მოსაკრებელი, რაც ღირებულებას ზრდის. 

Copart-ზე და IAAI-ზე, მოსაკრებელი გულისხმობს:

მყიდველის საკომისიოს (Buyer Fee/Premium): მისი ოდენობა, როგორც წესი, მანქანის მოგების ფასზეა დამოკიდებული. რაც უფრო ძვირია მანქანა, მით მეტია ეს საკომისიო, ხშირად პროცენტულად იზრდება;

ინტერნეტით ვაჭრობის საფასური (Internet Bid Fee): თუ აუქციონში ონლაინ ერთვებით, ამისთვის ხშირად ცალკე თანხას იხდით;

აუქციონიდან გაყვანის საფასური (Gate Fee/Loading Fee): ეს არის ფიქსირებული თანხა, რომელსაც მანქანის აუქციონის ტერიტორიიდან ფიზიკურად გაყვანისთვის და სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვისთვის იხდით.

დოკუმენტაციის საფასური (Title Fee/Doc Fee): ავტომობილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (Title) მომზადებასა და გადმოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯი;

გაითვალისწინეთ, რომ ამ მოსაკრებლების ზუსტი ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს აუქციონის, მანქანის ფასის, თქვენი, როგორც მყიდველის სტატუსის (დილერი ხართ თუ ფიზიკური პირი) მიხედვითაც კი. სწორედ ამიტომ, კალკულაციისას მხოლოდ მოგებულ ფსონზე დაყრდნობა არასწორია.

ამერიკიდან ტრანსპორტირების ხარჯები

აუქციონის ფორმალური ნაწილის მოგვარების შემდეგ, საქართველომდე ტრანსპორტირების ეტაპი იწყება. ეს პროცესი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

შიდა ტრანსპორტირება აშშ-ში: ეს არის მანქანის გადაყვანა აუქციონის ტერიტორიიდან აშშ-ის უახლოეს საზღვაო პორტამდე, საიდანაც ის გემზე დაიტვირთება. ამ ხარჯზე მთავარ გავლენას მანძილი ახდენს. მაგალითად, მანქანის გადაყვანა კალიფორნიის აუქციონიდან ნიუ ჯერსის პორტამდე, ბუნებრივია, ბევრად ძვირი დაჯდება, ვიდრე ფლორიდის აუქციონიდან მაიამის პორტამდე;

საზღვაო გადაზიდვა: ეს არის მანქანის მოთავსება კონტეინერში და მისი გემით გამოგზავნა აშშ-ის პორტიდან ფოთის პორტამდე. აქ ფასზე გავლენას ახდენს, პირველ რიგში, მანქანის ზომა, რადგან დიდი პიკაპი, მაგალითად Ford F-150, კონტეინერში გაცილებით მეტ ადგილს იკავებს, ვიდრე კომპაქტური Toyota Prius, რაც მის გადაზიდვას აძვირებს. ასევე მნიშვნელოვანია გადამზიდავი კომპანიის ტარიფები, რადგან სხვადასხვა საზღვაო ხაზს განსხვავებული ფასები აქვს და, ამასთანავე, გასათვალისწინებელია გლობალური ვითარებაც – საწვავის ფასების ზრდა ან გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვის შეფერხებები, როგორც ეს პანდემიის დროს მოხდა, პირდაპირ აისახება გადაზიდვის ფასებზე და შეუძლია მოულოდნელად გააძვიროს ეს ეტაპი.

განბაჟების საკითხი

ფოთის პორტში ჩამოსვლის შემდეგ, თქვენს მანქანას კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და ხშირად ყველაზე მსხვილი ხარჯი ელის – განბაჟება. ეს არის სახელმწიფო გადასახადი, რომელსაც იმპორტირებულ ავტომობილზე იხდით. მის გარეშე მანქანას ვერ დაარეგისტრირებთ და მის გამოყენებასაც ვერ შეძლებთ.

განბაჟების თანხა ძირითადად ორ მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული: ავტომობილის ასაკზე ანუ გამოშვების წელზე და ძრავის მოცულობაზე

აქ მარტივი პრინციპი მოქმედებს: რაც უფრო ძველია მანქანა და რაც უფრო დიდია მისი ძრავის მოცულობა, მით უფრო მაღალია განბაჟების გადასახადი. მაგალითად, 10 წლის წინ გამოშვებული მანქანა 3.0 ლიტრიანი ძრავით გაცილებით ძვირი განსაბაჟებელი იქნება, ვიდრე 3 წლის წინანდელი, 1.5 ლიტრიანი ძრავის მქონე ავტომობილი. აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ განბაჟებას თავისი ვადები აქვს (საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც წესი, 30 დღე პორტში შემოსვლიდან), რომლის გადაცილების შემთხვევაშიც დაჯარიმდებით.


ახლა, როდესაც ყველა ეტაპი გავიარეთ, ალბათ, კიდევ უფრო ნათელია, რატომ არის შეუძლებელი წინასწარ ერთი კონკრეტული ფასის დასახელება. საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია: კონკრეტულ მანქანაზე, მის მდგომარეობასა და ისტორიაზე; რომელ აუქციონზე და რა ფასად მოიგებთ მას; რა მოსაკრებლებს გადაიხდით; რამდენად შორს არის აუქციონი პორტიდან; როგორია იმ მომენტისთვის საზღვაო გადაზიდვის ტარიფები; და ბოლოს, მანქანის ასაკსა და ძრავის მოცულობაზე, რაც განბაჟების თანხას განსაზღვრავს.

ჩვენ გვესმის, რომ ამდენი დეტალის ფონზე ბიუჯეტის დაგეგმვა რთულია. სწორედ ამიტომ, CarMark-ის ვებგვერდზე შევქმენით სპეციალური ონლაინ კალკულატორი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ყველანაირ ფინანსურ გაურკვევლობას მაქსიმალურად ამცირებს. თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ სასურველი მანქანის ძირითადი მონაცემები – მაგალითად, აუქციონზე მოსალოდნელი ფასი, გამოშვების წელი, ძრავის მოცულობა, აუქციონის შტატი – და კალკულატორი დაგიანგარიშებთ იმპორტის დაახლოებით, მაგრამ მაქსიმალურად რეალისტურ სრულ ღირებულებას. 

ამერიკიდან მანქანის ჩამოყვანა ნამდვილად შეიძლება იყოს ძალიან კარგი გადაწყვეტილება – თქვენ იღებთ წვდომას უზარმაზარ არჩევანზე და ხშირად ზოგავთ თანხას. თუმცა, როგორც ვნახეთ, ეს პროცესი მოითხოვს ყველა მოსალოდნელი ხარჯის გულდასმით გათვლას.

CarMark-ის გუნდი, თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით, მზადაა, დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში. დაგეგმეთ თქვენი შენაძენი გონივრულად და ისიამოვნეთ თქვენი ახალი, ამერიკიდან ჩამოყვანილი ავტომობილით!



მსგავსი სტატიები

თქვენი საოცნებო ავტომოგზაურობა
იწყება ჩვენი გამოცდილებით

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2025 ყველა უფლება დაცულია.

რესურსები