როგორ ვიყიდოთ მეორადი მანქანა ამერიკიდან

როგორ ვიყიდოთ მეორადი მანქანა ამერიკიდან

თანამედროვე ეპოქაში ონლაინ შოპინგი იმდენად გამარტივდა, რომ დღესდღეობით მეორადი მანქანა ამერიკიდან ხშირად...

თანამედროვე ეპოქაში ონლაინ შოპინგი იმდენად გამარტივდა, რომ დღესდღეობით მეორადი მანქანა ამერიკიდან ხშირად უფრო ხელმისაწვდომი შესაძენია, ვიდრე მანქანა ადგილობრივ ბაზარზე. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ამერიკიდან მანქანის შეძენა მიმზიდველი ფასის, ხარისხის გარანტიისა და არჩევანის მრავალფეროვნების გამო.

 

თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკიდან მანქანის ჩამოყვანა არა მხოლოდ რიგ უპირატესობებთან, არამედ რისკებთანაც ასოცირდება. ადგილობრივ ბაზართან შედარებით დაბალი ფასები, ფართო არჩევანი და უკეთესი ტექნიკური მდგომარეობა არ გვიცავს ფარული დეფექტების, ტრანსპორტირების პროცესში დაზიანებისა და ბიუროკრატიული დეტალებისგან.

ამიტომ სანამ ამერიკიდან მანქანას ვიყიდით, პროცესის საბაზისო ასპექტებში მაინც უნდა გავერკვიოთ

 

რა არის ონლაინ აუქციონი?

ამჟამად, როცა ადამიანს ამერიკიდან მანქანის შეძენა სურს, ყველაზე მარტივი გამოსავალია მანქანის ყიდვა აუქციონზე. დაინტერესებული პირები ონლაინ პლატფორმაზე ირჩევს მანქანას და სთავაზობენ გამყიდველს თავიანთ ფასებს (ბიდებს). ყველაზე მაღალი შემოთავაზების მქონე მყიდველი იღებს ავტომობილს. ონლაინ პლატფორმები საშუალებას იძლევა დისტანციურად შეარჩიოთ და შეიძინოთ სასურველი ავტომობილი.

 

თავად CarMark ამერიკიდან ავტო იმპორტიორი კომპანიაა და არა აუქციონი, თუმცა CarMark-ის მთავარი პარტნიორებია საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი პლატფორმები - Copart, Manheim  და IAAI (Insurance Auto Auctions Inc). Copart-ზე განთავსებულია ექსპორტზე გასატანი ავტომობილების დაახლოებით 80%. Manheim-ზე ავტომობილები ყველაზე დაბალ ფასად და ხარისხის გარანტიით იყიდება. ხოლო IAAI-ს ფოკუსი დაზიანებული და სადაზღვევო კომპანიების ავტომობილები. CarMark უზრუნველყოფს თქვენს სრულ წვდომას ამ აუქციონებზე და ეხმარება მთელი პროცესის გამარტივებაში. 

 

აუქციონებზე შეგიძლიათ იხილოთ როგორც მცირედ დაზიანებული, ისე სრულიად გამართული ავტომობილები, რომელთა შეკეთების ხარჯები მინიმალურია და საბოლოო ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებია ადგილობრივ ბაზართან შედარებით.

 

გარდა ამერიკისა, CarMark-ს ასევე დიდი გამოცდილება აქვს ევროპიდან, ჩინეთიდან და იაპონიიდან როგორც მეორადი, ისე ახალი ავტომობილების იმპორტის. თუ რომელიმე ამ ბაზარზე წვდომა გაინტერესებთ, ჩვენი სპეციალისტები მარტივად დაგეხმარებიან თქვენი სასურველი ავტომობილის შერჩევასა და ჩამოყვანაში ევროპიდან, ჩინეთიდან და იაპონიიდან.

 

როგორ შევიძინოთ ავტომობილი აუქციონზე?

ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო მანქანის აუქციონით შესაძენად:

 

რეგისტრაცია აუქციონზე

აუქციონებზე წვდომა ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი. ავტო იმპორტი უმეტესწილად შუამავალი კომპანიების (მათ შორის CarMark-ის) მეშვეობით ხდება. რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ინფორმაცია. CarMark-ის პლატფორმაზე რეგისტრაცია მარტივია და საშუალებას გაძლევთ დაუყოვნებლივ მიიღოთ წვდომა ათასობით ავტომობილზე.

 

გარდა იმისა, რომ ფიზიკური პირებისთვის აუქციონზე წვდომა მეტ ბარიერებთანაა დაკავშირებული, მათთვის განსხვავებული ტარიფები მოქმედეს აუქციონის დანამატებებზე და ტრანსპორტირებაზე. CarMark საქართველოს ბაზარზე ყველაზე დაბალი სააუქციონო დანამატით სარგებლობს - ჩვენი ტარიფები დაახლოებით 30%-ით ნაკლებია სტანდარტულ ფიზიკური პირის და ახალბედა კომპანიის დანამატებთან შედარებით.

 

სასურველი ავტომობილის მოდელის შერჩევა

ავტომობილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის მდგომარეობას, გარბენს, წელს და დაზიანების ხარისხს. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია დეტალური ფოტოები, დაზიანების აღწერილობა და ხშირად - ავტომობილის ისტორიის ანგარიში. CarMark-ის პლატფორმა გთავაზობთ ისტორიის ჩანაწერების გადამოწმებას (კარფაქსი), ამერიკაში გაწეული სერვისებისა და წარსული დაზიანების შესახებ. ეს საშუალებას გაძლევთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ მდგომარეობაზე და შეამციროთ რისკები. აღსანიშნავია, რომ ეს პროცედურა როგორც წესი ფასიანია, მაგრამ CarMark თავის კლიენტებს ამ მომსახურებას უფასოდ სთავაზობს. 

 

ჩვენ კომპანიის მოვალეობად ვთვლით არა უბრალოდ დავეხმაროთ კლიენტებს ავტომობილების A წერტილიდან B წერტილამდე გადაყვანაში, არამედ უზრუნველვყოთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

აუქციონებზე ხშირად ხვდება არაკეთილსინდისიერი დილერების განთავსებული დამტვრეული და ცუდად აღდგენილი ავტომობილები. გამოუცდელი მყიდველი შეიძლება მარტივად წამოეგონ მიმზიდველ ფინანსურ პირობებს, რაც, საბოლოოდ ხშირად დიდ ხარჯში აგდებს. ჩვენი უზრუნველვყოფთ კლიენტი მსგავს ხაფანგში არ გაებას: ავტომობილი ორსაფეხურიან შემოწმებას გადის - ჯერ ჩვენი გაყიდვების მენეჯერები, შემდეგ კი ექპერტების გუნდი ყურადღებით ამოწმებს გასაყიდ მანქანას რათა დარწმუნდეს, რომ მომხმარებელთან ნამდვილად ოპტიმალურ მდგომარეობაში მყოფი მოდელი მოხვდება.

 

გახსოვდეთ, რომ ამერიკაში იწარმოება მხოლოდ მარცხენა საჭიანი ავტომობილები. ბაზრის დიდი წილი უჭირავს მაღალ კუბატურიან, ბენზინის ძრავიან ავტომანქანებს, თუმცა ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ელექტრო მანქანებისა და ჰიბრიდული ავტომობილების მატების მნიშვნელოვანი ტენდენციაც.

 

ფასების კალკულაცია

თქვენი ბიუჯეტის კალკულაციისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მანქანის ჩამოყვანის ხარჯები მოიცავს არა მხოლოდ უშუალოდ ავტომობილის ღირებულებას, არამედ აუქციონის საკომისიოს, ტრანსპორტირების ხარჯებს, დაზღვევას და განბაჟებას. CarMark-ი გთავაზობთ სრულ კალკულაციას, რომელიც მოიცავს:

 

  • ავტომობილის ღირებულება აუქციონზე
  • აუქციონის დანამატი
  • ამერიკაში ტრანსპორტირება პორტამდე
  • საზღვაო ტრანსპორტირება
  • საქართველოში ტრანსპორტირება
  1. განბაჟების ხარჯები
  • დაზღვევა (სურვილის შემთხვევაში)

 

ზუსტი კალკულაცია საშუალებას გაძლევთ წინასწარ განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი და თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ხარჯები. CarMark-ში ყველა ხარჯი სრულად გამჭვირვალედ ითვლება და ავტომობილის შეძენამდე ზუსტად გეცოდინებათ რა დაჯდება სრული მომსახურება. 

 

როგორ ხდება ავტომობილის ამერიკიდან საქართველოში ტრანსპორტირება?

აუქციონზე შეძენის შემდეგ, ავტომობილი მიემართება ამერიკის პორტისკენ. იქიდან სპეციალური საკონტეინერო გემით ხდება მისი ტრანსპორტირება შავი ზღვის პორტებამდე (როგორც წესი, ფოთის ან ბათუმის). საზღვაო ტრანსპორტირება შეიძლება გაგრძელდეს 30-45 დღე (ხანგრძლივობა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მათ შორის მარშრუტზე, ამინდზე, დატვირთვაზე და ა.შ.).

 

CarMark პასუხისმგებელია ტრანსპორტირების სრული პროცესის ლოჯისტიკაზე, დაწყებული აუქციონიდან ავტომობილის გამოტანით, დასრულებული საქართველოს პორტში მისი მიღებით. მეორადი ავტომობილები ტრანსპორტირების პროცესში სრულად არის დაცული და კონტროლდება კომპანიის მიერ. 

 

პორტში ჩამოსვლის შემდეგ, ავტომობილი მიემართება შეთანხმებით დადგენილ ლოკაციაზე, საიდანაც მყიდველს გაჰყავს, ბიუროკრატიული პროცესის სრულად დასრულების შემდეგ. CarMark-ში ასევე გვაქვს კარიდან კარამდე სერვისი, რომლის ფარგლებშიც ავტომობილი პირდაპირ თქვენს მიერ არჩეულ ლოკაციაზე ჩაგბარდებათ.

 

თუ არის მანქანის ჩამოყვანა დაზღვეული?

დიახ, ავტომობილი ტრანსპორტირების პროცესში დაზღვეული უნდა იყოს. CarMark თანამშრომლობს საქართველოში წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან და სთავაზობს კლიენტებს სხვადასხვა დაზღვევის პაკეტებს, რომლებიც ფარავს ტრანსპორტირების დროს შესაძლო დაზიანებებს. დაზღვევის ხარჯი დამოკიდებულია ავტომობილის ღირებულებაზე და დაზღვევის ტიპზე.

 

ავტომობილებს ვაზღვევთ პირდაპირ აუქციონის ფოტოების მიხედვით და არა უკვე პორტში ავტომობილის მისვლის შემდეგ (რაც ამჟამად ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა სფეროში). ჩვენთან ასევე დაზღვეულია ავტომობილის აუქციონიდან პორტამდე გადაყვანისას მიღებული დაზიანებები. ანაზღაურება ხდება სწრაფად და მარტივად საქართველოში დადგენილი სარემონტო ფასების მიხედვით.   

 

როგორ ხდება ავტომობილის განბაჟება საქართველოში

იმისთვის, რომ მანქანის განბაჟება უპრობლემოდ წარიმართოს, აუცილებლად წესრიგში უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:

 

  • ავტომობილის ნასყიდობის დოკუმენტი (Title)
  • ავტომობილის ამერიკული ტექპასპორტი
  • საზღვაო კონოსამენტი
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საბაჟო დეკლარაცია
  • საექსპერტო შემოწმების აქტი

 

CarMark უზრუნველყოფს ტრანსპორტირების ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, რათა განბაჟების პროცესი მაქსიმალურად მარტივად და სწრაფად წარიმართოს. 

 

განბაჟების გამოთვლა

ავტომობილის განბაჟების ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

 

  • ავტომობილის აწყობის წელი
  • ძრავის მოცულობა
  • ავტომობილის ტიპი (ჰიბრიდი, ელექტრო, ბენზინი, დიზელი)

 

2024 წლიდან ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში იკრძალება 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად ზრდის მოთხოვნას შედარებით ახალი ავტომობილები წარმოების ავტომობილებზე.

 

CarMark-ის ვებგვერდზე განთავსებულია განბაჟების კალკულატორი - დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ სავარაუდო თანხა.

 

განბაჟების პროცედურა

განბაჟების პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

  • ავტომობილის დათვალიერება და შეფასება საბაჟო სამსახურის მიერ
  • საბაჟო დეკლარაციის შევსება (30 ლარი)
  • საექსპერტო შემოწმების აქტის შედგენა (20 ლარი)
  • განბაჟების გადასახადის დაანგარიშება და გადახდა
  • ტრანზიტული ნომრისა და სარეგისტრაციო მოწმობის აღება (150 ლარი)
  • სახელმწიფო ნომრის აღება (80 ლარი)
  • დათვალიერების აქტის მიღება (20 ლარი)

 

მანქანის უნდა განბაჟდეს კანონით მკაცრად განსაზღვრულ ვადებში: თუ ავტომობილი რეგისტრირებულია უცხო ქვეყანაში და მის იმპორტს საქართველოს მოქალაქე ახორციელებს, ნივთის გაფორმება 60 დღეში უნდა მოხდეს, ხოლო თუკი მანქანის შემომტანი უცხო ქვეყნის პირია, მაშინ 90 კალენდრულ დღეში. ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირს 50-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ეკისრება.

 

რა როლს თამაშობს CarMark თქვენი ავტომობილის გზაზე?

CarMark საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი პირველი ავტო იმპორტიორი კომპანიაა, რომელმაც ამერიკის ბაზრიდან მანქანების შემოყვანა ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. 

 

დღეისათვის, CarMark-მა უკვე წარმატებით განახორციელა ამერიკიდან, ევროპიდან, იაპონიიდან და ჩინეთიდან ათასობით ავტომობილის იმპორტი. მომსახურება მოიცავს:

 

  • აუქციონზე წვდომის უზრუნველყოფას
  • ავტომობილის შერჩევაში დახმარებას
  • ისტორიის შემოწმებას
  • ბიდინგის პროცესის წარმართვას
  • ავტომობილის ტრანსპორტირებას
  • განბაჟებაში დახმარებას
  • საჭიროების შემთხვევაში რემონტის ორგანიზებას

 

ასევე, სურვილისამებრ, კომპანია დაგეხმარებათ აღდგენისთვის საჭირო ნაწილების მოძიებაში და ჩაგილაგებთ ნაწილებს კონტეინერში ავტომობილთან ერთად.

 

კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს, რომ ამერიკიდან ავტომობილის შეძენის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, უსაფრთხო და მომგებიანი მყიდველისთვის.

 

ამერიკიდან მანქანის ჩამოყვანა შესაძლოა ეკონომიკურად ბევრად უფრო მომგებიანი გზა იყოს მაღალი ხარისხის ავტომობილის შესაძენად, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზეა შესაძლებელი. CarMark-ის მსგავსი გამოცდილი კომპანიის დახმარებით, ეს პროცესი გამარტივებულია და ხელმისაწვდომი ყველასთვის.

 

მანქანის ყიდვა აუქციონზე გაძლევთ საშუალებას მიიღოთ სასურველი მოდელი მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, ვიდრე ადრე იყო შესაძლებელი. მთავარია კარგად გაეცნოთ პროცესს, გაითვალისწინოთ ყველა ხარჯი და ისარგებლოთ პროფესიონალების დახმარებით.

CarMark-ი მზადაა იზრუნოს იმაზე, რომ თქვენი მეორადი მანქანა ამერიკიდან უპრობლემოდ ჩამოვიდეს თავის ახალ სახლში.

მსგავსი სტატიები

თქვენი საოცნებო ავტომოგზაურობა
იწყება ჩვენი გამოცდილებით

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2025 ყველა უფლება დაცულია.

რესურსები