ელექტრომობილის დამუხტვა — პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე

ელექტრომობილის დამუხტვა — პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე

ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც ელექტრომობილის ჩამოყვანა სურთ. ისინი კომუნიკაციისას განსაკუთრებულ აქცენტს ავტომობილის დამუხტვაზე აკეთებენ და ამ საკითხის გარშემო უამრავ შეკითხვას სვამენ. 

ავტო იმპორტიორი კომპანია Carmark-ის გუნდმა რამდენიმე გავრცელებულ შეკითხვას მოვუყარეთ თავი და ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს, რაც ელექტრომობილის დამუხტვის შესახებ უნდა იცოდეთ.   

რა დრო სჭირდება ელექტრომობილის დამუხტვას?

ეს ის პირველი შეკითხვაა, რომელიც ელექტრომობილით დაინტერესებულ ადამიანს უჩნდება. თუმცა, მასზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, რადგან დამუხტვის დრო რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. 

დამუხტვის ხანგრძლივობას დამტენის ტიპი განსაზღვრავს: 

  • Level 1 ყველაზე საბაზისო და ნაკლებად მძლავრი მოდელია. შესაბამისად, ავტომობილის დასატენად მას ყველაზე მეტი დრო სჭირდება. ეს პროცესი საშუალოდ 8-12 საათი განმავლობაში გრძელდება;
  • Level 2 კატეგორიის დამტენები ყველაზე გავრცელებულია. ისინი Level 1-თან შედარებით უფრო სწრაფია და ელექტრომობილს 4-6 საათში ტენის;
  •  Level 3, ანუ DC სწრაფი დამტენები ყველაზე მძლავრი მოწყობილობებია. ასეთ სადგურზე ელექტრომობილის ელემენტის შევსებას სულ რაღაc 30-40 წუთი დასჭირდება. 

დამუხტვის დრო დამოკიდებულია ავტომობილის ელემენტის ზომაზეც. პატარა მოცულობის ელემენტი უფრო სწრაფად ივსება, ვიდრე დიდი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ავტომობილის დამტენი სისტემის სიმძლავრე. ზოგიერთ მოდელს ნელი მიმღები აქვს, ამიტომ მძლავრ სადგურზე შეერთების შემთხვევაშიც კი ის იმაზე სწრაფად ვერ დაიმუხტება, რისი შესაძლებლობას მის სისტემას აქვს. 

არსებობს თუ არა განსხვავება AC და DC დამუხტვას შორის?

დიახ, მათ შორის განსხვავება არსებობს. ელექტროქსელიდან ცვლადი დენი (AC) მოდის, ავტომობილის ელემენტს კი მუდმივი დენი (DC) ავსებს. ამის გამო, აუცილებელია, რომ  AC ენერგია DC-ით გარდაქმნას.

AC დამუხტვისას, ამ პროცესს ავტომობილში ჩამონტაჟებული, მცირე ზომის გარდამქმნელი ასრულებს. მისი შეზღუდული სიმძლავრის გამო, პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. 

DC დამუხტვისას კი დენის გარდაქმნა თავად დამტენ სადგურში ხდება, რომელიც უფრო მძლავრია. ავტომობილის ბატარეას პირდაპირ მუდმივი დენი მიეწოდება, რაც პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.  

სრულად უნდა დავტენოთ ელექტრომობილის ელემენტი და მის ბოლომდე დაცლას დაველოდოთ?

არა, ელექტრომობილი ბოლომდე ანუ 100%-მდე არ უნდა დამუხტოთ და არც ელემენტის ბოლომდე დაცლას უნდა დაელოდოთ.

ელემენტის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, საუკეთესო დიაპაზონად 20%-დან 80%-მდე დამუხტვა მიიჩნევა. ამ ფარგლებში ბატარეა ნაკლებად იტვირთება და ნელა ცვდება. 

თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები. თუ შორ გზაზე მიდიხართ და მაქსიმალური მანძილის გავლა გჭირდებათ, ბატარეის 100%-მდე შევსება გამართლებულია. მთავარია, რომ ეს იშვიათად მოხდეს. ყოველდღიური გამოყენებისთვის 80%-იანი ნიშნული სავსებით საკმარისია. 

მცირდება თუ არა ბატარეის ეფექტურობა ზამთარში?

დიახ, ზამთარში ბატარეის ეფექტურობა მცირდება. სიცივე ანელებს ლითიუმ-იონურ ბატარეებში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს, რის გამოც მას ენერგიის გაცემა და მიღება უჭირს.  

ყინვიან ამინდში ელექტრომობილმა შესაძლოა სვლის მარაგი 12%-დან 41%-მდე დაკარგოს. თუმცა, ეს დროებითია, რადგან გაზაფხულზე ის ისევ ჩვეულ მაჩვენებელს დაუბრუნდება.  

ზამთარში დამუხტვის პროცესიც ნელდება, რადგან სისტემა ცივ ბატარეას დაზიანებისგან ავტომატურად იცავს. დამატებით ენერგიას მოიხმარს სალონის გათბობაც, რომელიც, შიდაწვის ძრავიანი ავტომობილისგან განსხვავებით, ელექტროენერგიით იმართება.  

საქართველო მკაცრი კლიმატური პირობებით არ გამოირჩევა, ამიტომ ზამთრის პერიოდი ელექტრომობილის მფლობელებისთვის დიდ პრობლემებს არ ქმნის. 

სად დამუხტავთ ელექტრომობილს საქართველოში?

საქართველოში დამტენი ინფრასტრუქტურა სწრაფად ვითარდება. დამტენები განთავსებულია ბენზინგასამართ სადგურებზე, სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებთან და მაგისტრალებზე. ამრიგად, დიდ ქალაქებში დამტენის პოვნა პრობლემა აღარ არის.  

საჯარო სადგურების გარდა, პერსონალური დამტენის შეძენა შეგიძლიათ. Level 2 დამტენს საკუთარ პარკინგზე დაამონტაჟებთ და ავტომობილს მთელი ღამის განმავლობაში დატენით. პორტატიულ Level 3  სწრაფ დამტენს კი საბარგულით ნებისმიერ ადგილას თან წაიღებთ. 

რა ღირს ელექტრომობილის დამუხტვა?

ელექტრომობილის დამუხტვის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და როგორ ავსებთ მის ელემენტს. ყველაზე ეკონომიური და მოსახერხებელი სახლში დამუხტვაა. თქვენ თავდაპირველად ყიდულობთ დამტენს, ამის შემდეგ კი მხოლოდ ელექტროენერგიის ხარჯს ფარავთ. 

საჯარო სივრცეებში არსებობს უფასო და ფასიანი დამტენები. კერძო კომპანიების მიერ მოწყობილ სადგურებზე ტარიფები განსხვავებულია და ის დამოკიდებულია დამტენის სიმძლავრეზე:

L2 დამტენი (სიმძლავრე ≈ 7.2 - 22 კვტ/სთ) - 1 კვტ/სთ ≈ 0.60 ₾

L3 სწრაფი დამტენი (სიმძლავრე ≈ 60 კვტ/სთ) - 1 კვტ/სთ ≈ 0.85 ₾

გაითვალისწინეთ, რომ მოცემული ფასები საორიენტაციოა და შეიძლება კომპანიის მიხედვით განსხვავდებოდეს. 

გასათვალისწინებელია, რომ დამუხტვის საბოლოო დრო და ღირებულება შეიძლება შეიცვალოს. ეს დამოკიდებულია როგორც კონკრეტული დამტენის, ისე თქვენი ელექტრომობილის ელემენტის მოცულობასა და ზოგად მდგომარეობაზე. 

რატომ აღარ არის ელექტრომობილის ჩამოყვანა საქართველოში პრობლემა?

რამდენიმე წლის წინ, ქართველი მომხმარებლები ელექტრომობილის შეძენისგან თავს იკავებდნენ და არჩევანს ისევ შიდაწვის ძრავიან ავტომობილზე აკეთებენ. ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებდნენ: 

  • დამტენი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა;
  • ავტომობილის ორიგინალი ნაწილების შოვნა ძალიან რთული იყო;
  • კვალიფიციური ტექნიკური სერვისი არ იყო ხელმისაწვდომი. 

დღეს დამტენების ქსელი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ვითარდება. უკვე არსებობს ასობით სადგური, რომლებიც სტრატეგიულ ადგილებში, ბენზინგასამართ სადგურებზე, სავაჭრო ცენტრებში და მაგისტრალებზე, მდებარეობს. 

სერვისისა და მხარდაჭერის კუთხითაც გაუმჯობესდა ვითარება. ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომია ელექტრომობილების, მათ შორის ისეთი პოპულარული მარკის ორიგინალი ნაწილები, როგორიცაა Tesla. ამასთანავე, განვითარდა ტექნიკური სერვისი. 

წაიკითხეთ Tesla-ს შეძენის გზამკვლევი და გაიგეთ, როგორ უნდა შეარჩიოთ მეორადი ავტომობილი საერთაშორისო აუქციონებზე. 

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ელექტრომობილის შეძენა საქართველოში აღარ არის რისკებთან დაკავშირებული. პირიქით, ეს გადაწყვეტილება დღეს ყველაზე რაციონალურია, რადგან გვგონია, რომ მომავალი ეკოლოგიური ტრანსპორტისაა. 

ითანამშრომლეთ გამოცდილ ავტო იმპორტიორთან და ჩამოიყვანეთ ელექტრომობილი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

Carmark-ი ავტო იმპორტიორი კომპანიაა, რომლის მთავარი ამოცანაა, ავტომობილის ჩამოყვანა ჩინეთიდან, ამერიკიდან თუ ევროპიდან თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტულ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გამოცდილებად აქციოს.

ჩვენი გუნდი თქვენი ბიუჯეტისა და სურვილების გათვალისწინებით საუკეთესო მდგომარეობაში მყოფ ავტომობილს იპოვის. ფარული დაზიანებების გამოსარიცხად, ჩვენი პარტნიორები საზღვარგარეთ ადგილზე შეამოწმებენ ელექტრომობილის ისტორიასა და ტექნიკურ მდგომარეობას. ამასთანავე, თავიდანვე გაგიზიარებთ ყველა ხარჯს, ავტომობილის ფასის, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ჩათვლით.

დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის, რათა ერთად შევარჩიოთ და ჩამოვიყვანოთ თქვენთვის სასურველი ელექტრომობილი.

მსგავსი სტატიები

ავტო იმპორტი
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2025 ყველა უფლება დაცულია.

რესურსები