
საქართველოში ავტომობილის აუქციონით შერჩევისას ვიზუალური მხარე, ოდომეტრის ჩვენება და გამყიდველის მონათხრობი გარკვეულ წარმოდგენას ქმნის მანქანის მდგომარეობის შესახებ, თუმცა რეალობას ბოლომდე ვერ ასახავს. გამყიდველთან გასაუბრებით ისტორიის სრულად აღდგენა ჭირს და ფარული დეტალები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ამიტომ, ადგილობრივ ბაზარზეც კი ავტომობილის ყიდვა VIN კოდის გადამოწმების გარეშე არ შეიძლება. ეს გარემოება კიდევ უფრო საყურადღებოა მაშინ, როდესაც მანქანას ამერიკულ აუქციონებზე ვყიდულობთ. ამ შემთხვევაში გამყიდველთან ფიზიკური კავშირი საერთოდ არ არსებობს და მანქანის რეალური წარსული მხოლოდ ციფრულ ჩანაწერებზეა დამოკიდებული.
ამ პროცესში მთავარ როლს VIN კოდი ასრულებს. ეს 17-ნიშნა უნიკალური კომბინაცია ყველა ავტომობილს აქვს და მასში უმნიშვნელოვანესი მონაცემები ინახება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ Carfax-ზე ან მსგავს საჯარო ბაზებზე დაყრდნობა 100%-იან გარანტიას ვერ მოგცემთ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ავტომობილი ყოველთვის არ ემსახურება ოფიციალურ სადილეროებს, საიდანაც ეს ბაზები იღებენ ინფორმაციას, შესაბამისად, ჩანაწერები შეიძლება არასრულყოფილი იყოს. გარდა ამისა, აუქციონებზე ძალიან ბევრი თაღლითური სქემაა (ე.წ. Scam). მანქანა შეიძლება რამდენჯერმე იყოს გაყიდული: ერთ აუქციონზე იაფად ნაყიდი, უხარისხოდ აღდგენილი (მხოლოდ ვიზუალურად გალამაზებული) და შემდეგ სხვა აუქციონზე ხელახლა გაყვანილი. ავტოინდუსტრიაში ცნობილია უკიდურესი შემთხვევებიც (ე.წ. Scam of the week), როდესაც ფარული, მძიმე დაზიანებების მქონე ავტომობილს (მაგალითად, 2010 წლის Subaru Forester-ს) სხვადასხვა აუქციონზე 130-ზე მეტჯერ გაუვლია.
სწორედ ამიტომ, VIN კოდის შემოწმება უმნიშვნელოვანესი, მაგრამ არა ერთადერთი გზაა. განსაკუთრებით Copart-ისა და IAAI-ს აუქციონებზე, აუცილებელია მანქანის წარსულის გადამოწმების სხვა ალტერნატიული გზების გამოყენებაც, როგორებიცაა, მაგალითად, autoAstat-ით მისი სრული ისტორიის ძიება. სწორედ ამ კომპლექსურ პროცესში ეხმარება „ქარმარკი“ თავის მომხმარებლებს.
„ქარმარკის“ გუნდი აუქციონზე ავტომობილის ყიდვამდე დეტალურად იკვლევს მის წარსულს ყველა შესაძლო არხით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ფარული რისკები და მომხმარებელმა უტყუარ, ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.
ხშირად VIN-ის შემოწმებას ერთიან პროცესად აღიქვამენ, თუმცა რეალურად საქმე ორ განსხვავებულ ეტაპს ეხება. პირველი კითხვაა, რა მონაცემების მატარებელია თავად ავტომობილი, ხოლო მეორე, რა გადახდა მას ექსპლუატაციისას. თითოეულ მიმართულებას თავისი საინფორმაციო წყარო აქვს და ერთი მეორეს ვერ შეცვლის. სანამ მანქანის შერჩევაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ორივე კითხვაზე მკაფიო პასუხი უნდა გქონდეთ.
ამ კითხვას VIN დეკოდერი პასუხობს. ამერიკის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია (NHTSA) საჯარო სისტემას გვთავაზობს, რომელიც კოდში ჩაწერილ მონაცემებს კითხულობს. შედეგად იგებთ მოდელს, გამოშვების წელს, ძრავის ტიპს, ტექნიკურ მახასიათებლებს და იმ ქარხანას, სადაც მანქანა ააწყეს.
აქ ორი დეტალია გასათვალისწინებელი. პირველი: ეს მონაცემები მწარმოებლისგან მოდის, შესაბამისად, ასახავს ქარხნულ მდგომარეობას და არა დღევანდელ რეალობას. მეორე: დეკოდერი მუშაობს მხოლოდ 1981 წლიდან მოყოლებული გამოშვებულ მოდელებზე, რადგან მანამდე ერთიანი სტანდარტი არ არსებობდა. დეკოდერი ადასტურებს, რომ მანქანა ნამდვილად შეესაბამება გამყიდველის მიერ დასახელებულ მოდელს და დოკუმენტში მითითებული პარამეტრები კოდს ემთხვევა, თუმცა ავტომობილის განვლილ გზაზე ის არაფერს გვეუბნება.
ეს შემოწმება გაცილებით ღირებულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მოპარულ ავტომობილებს ზოგჯერ იმავე მარკის, მოდელისა და წლის სხვა, ლეგალური მანქანის კოდს ამაგრებენ რეალური წარსულის დასაფარად. ამიტომ კოდის, დოკუმენტებისა და რეალური ავტომობილის შედარება მანქანის შერჩევისას პირველი, საიმედო თავდაცვაა.
ეს ნაწილი გაცილებით კომპლექსური და საინტერესოა. აშშ-ში მოქმედებს სახელმწიფო ბაზა NMVTIS, რომელსაც იუსტიციის დეპარტამენტი მართავს. კანონით, ამ სისტემაში მონაცემების რეგულარულად ასახვა ევალებათ სადაზღვევო კომპანიებს, ავტოსადგომებს, გადამამუშავებელ საწარმოებსა და შტატების სარეგისტრაციო სამსახურებს. შედეგად, ერთ სივრცეში გროვდება ავტომობილის მთელი განვლილი ისტორია.
ანგარიში რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს:
აქ ჩნდება ის დეტალები, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ოფიციალური ისტორიის ბაზა არ ინახავს მიმდინარე რემონტის, ქარხნული გამოწვევებისა და გეგმიური ტექმომსახურების ჩანაწერებს.
მეორე საკითხი: სუფთა ანგარიში ყოველთვის უნაკლო მდგომარეობას არ გულისხმობს.
ყველა შტატი ერთნაირი სიზუსტით არ ავსებს მონაცემებს. ჩანაწერის არარსებობა ავტომატურად დაუზიანებელ ავტომობილს არ გულისხმობს.
გასათვალისწინებელია მესამე დეტალიც, მაგალითად, თუ ნაქურდალი ავტომობილი 30 დღის ვადაში ვერ იპოვეს, სადაზღვევო კომპანია მას სრულ დანაკარგად აფორმებს. თუ მოგვიანებით მანქანა სრულიად დაუზიანებელი იპოვეს, ეს სტატუსი დოკუმენტში მაინც უცვლელი რჩება. ამიტომ თითოეულ გრაფას სიღრმისეული ანალიზი და კონტექსტის გათვალისწინება სჭირდება.
არსებობს ე.წ. სტატუსის „გადარეცხვის" რისკიც. როდესაც ავტომობილი ერთი შტატიდან მეორეში გადაჰყავთ და ხელახლა არეგისტრირებენ, დაზიანების აღნიშვნა ხანდახან ქრება და მანქანა ბაზარზე თითქოსდა სუფთა წარსულით ბრუნდება. სახელმწიფო მონაცემთა ბაზა ამ რისკის შესამცირებლად შეიქმნა, თუმცა გარკვეული ხარვეზების გამო საფრთხე ბოლომდე გამორიცხული არ არის. იგივე ლოგიკა მოქმედებს მოტოციკლის შერჩევისას, სადაც მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო ხშირია.
ისტორიის შემოწმების აუცილებლობა კარგად ჩანს ერთ რეალურ შემთხვევაზე. ქარიშხალ „კატრინას" შემდეგ, აშშ-ში წყალდიდობით დაზიანებული ავტომობილები გააშრეს, გაასუფთავეს და იმ შტატებში გაყიდეს, სადაც წყლისგან მიყენებული ზიანის აღნიშვნა სავალდებულო არ იყო. მყიდველებმა არ იცოდნენ, რომ მანქანა მარილიან წყალში იდგა, რამაც ელექტრონიკა და უსაფრთხოების ბალიშების სენსორები დააზიანა. ვიზუალურად მანქანა იდეალურად გამოიყურებოდა, გაუმართაობამ კი მოგვიანებით იჩინა თავი. ამიტომ არის ისტორიის ბაზა მნიშვნელოვანი.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეკომენდაციაა, რომ არასდროს დაეყრდნოთ მხოლოდ ერთ წყაროს. ისტორიის ანგარიში, დამოუკიდებელი ტექნიკური შემოწმება და ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია ერთობლივად უნდა გააანალიზოთ. VIN კოდი პირველი საიმედო ფილტრია, რადგან ის გაფრთხილებთ სამართლებრივ სტატუსზე, სადაზღვევო ჩამოწერასა თუ საეჭვო გარბენზე მანამ, სანამ ფინანსურ გადაწყვეტილებას მიიღებთ. დანარჩენს პროფესიონალური დათვალიერება და დაკვირვებული მიდგომა სჭირდება. უცხოეთიდან ჩამოყვანილი ავტომობილის ძიებისას ეს მიდგომა დაგიცავთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და იმ ფარული პრობლემებისგან, რომლებიც ხშირად ყიდვის შემდეგ იჩენს თავს.
ამ თანმიმდევრობის დაცვით, მანქანის შერჩევა აღარ ეფუძნება მხოლოდ გამყიდველის სიტყვებს ან დამუშავებულ ფოტოებს. გადაწყვეტილება ემყარება რეალობას. პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, სასურველი მოდელის შერჩევით იწყება და ისტორიის დეტალურ ანალიზს მოიცავს, რაც გადაწყვეტილების სიმყარეს განაპირობებს.
“ქარმარკის” გუნდი ავტომობილის შერჩევის პროცესშ გეხმარებათ და სრულად უზრუნველყოფს ავტომობილის საქართველოში ტრანსპორტირებასა თუ ნებისმიერი დეტალის გადამოწმებას. ტექნიკური შეფასება და სრული სურათის წინასწარ ჩვენება კი გარანტიაა იმისა, რომ არჩევანს რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთებთ.
აღმოაჩინე
რესურსები