რა უნდა გაითვალისწინოთ მეორადი ავტომობილის შეძენამდე

რა უნდა გაითვალისწინოთ მეორადი ავტომობილის შეძენამდე

თუ ავტომობილის შეძენა გინდა და არ იცი როგორ მოიქცე...

თუ ავტომობილის შეძენა გინდა და არ იცი როგორ მოიქცე, ან ფიქრობ, რომ ტაქსით მგზავრობა საკუთარი მანქანით გადაადგილებაზე ძვირი გიჯდება, მაშინ აუცილებლად გააგრძელე კითხვა.

იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ურბანიზაციის პროცესი მაღალი ტემპით მიმდინარეობს და
არათუ ცენტრალურ უბნებსა თუ მაგისტრალებში, _ საცობები,  უკვე არცთუისე დიდი და ღვაწლმოსილი ქართველების მოკრძალებულ ქუჩებზეც ყოველდღიურად გვხვდება,
ქალაქური ცხოვრება ავტომობილის გარეშე, ბევრისათვის, მაინც წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჯარო ტრანსპორტი, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს.

„ცენტრიდან გამოყვანილი“, „თაზა და ტაოტიანი“ ავტომობილები მშვენიერია, თუმცა ფინანსებიც შესაბამისი სჭირდება, ამიტომაა, რომ მეორადი საავტომობილო ბაზარი, საქართველოში დღესაც ძალიან პოპულარულია.

საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის 2021 წლის კვლევის თანახმად,  2019 წელს, საქართველოში ავტომობილებით ფორმალური ვაჭრობის 39% მეორად ავტომობილებზე მოდიოდა.

ამ ბლოგში, შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ის ძირითადი საკითხები, რისი გათვალისწინებაც მეორადი ავტომობილის შეძენამდე აუცილებელია.

 

სად შევიძინო ? 

 

  • ავტობაზრობა
  • ონლაინ-პლატფორმები  https://carmark.ge/
  • „ნაცნობ-მეგობრები“

     

მანქანის შეძენამდე, ადამიანების გარკვეული ნაწილი ავტობაზრობაზე პირადად მისვლას და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვას ამოჯობინებს, ზოგი ლეპტოპთან მოკალათებით და ონლაინ-პლატფორმების სქროლვით ცდილობს სასურველი ვარიანტის ნახვას, ცალკე აღნიშვნის ღირსია მოულოდნელად სფეროს „ექსპერტებად“ ქცეული ახლობლების მოგერიება.

მთავარია გახსოვდეთ, როცა ავტომობილს კომპანიისგან, ან მისი შუამავლობით ყიდულობთ,ამ დროს თქვენ ზუსტად იცით, რომ მანქანას გავლილი აქვს შემოწმების საბაზისო პროცედურები და მისი შეძენა ნაკლებად რისკიანია, ზოგი დილერშიფი კი ავტომობილებზე გარკვეული ტიპის გარანტიასაც იძლევა. (hyperlink > https://carmark.ge/)

 

წლოვანება და გარბენი

საფუძვლიანად გამოიკვლიეთ ავტომობილის „წარსული“.
აუცილებლად დააზუსტეთ მისი გამოშვების თარიღი და გარბენი. გასათვალისწინებელია, რომ მანქანის წლოვანება შეიძლება მნიშვნელოვანი პარამეტრი გახდეს განბაჟების თანხის კალკულაციისას.

გარბენის მაჩვენებლით შესაძლოა მიხვდეთ რა დანიშნულებით მოიხმარდა ავტომობილს წინა მეპატრონე. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ  მცირე გარბენი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მანქანა კარგ მდგომარეობაშია.

 

ბიუჯეტი და დანიშნულება

თავიდანვე ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ფინანსური რესურსი. 
ზუსტად განსაზღვრული ბიუჯეტი საგრძნობლად გაგიმარტივებთ ავტომობილის შერჩევის პროცესს. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ ავტომობილის შეძენის მოტივაცია. 
რისთვის გჭირდებათ ახალი შენაძენი? 
საოჯახო მანქანა, თუ კომპაქტური ავტომობილი ქალაქში სასიარულოდ ? _ დაუსვით საკუთარ თავს მსგავსი კითხვები და სასურველი ავტომობილების არეალი თქვენს გონებაში მკვეთრად დავიწროვდება.

 

საწვავი და დაზღვევის ხარჯი

საწვავის არასტაბილური ფასების გამო, აუცილებლად დაუთმეთ ყურადღება ძრავის ტიპსა და მოცულობას, რომელიც პირდაპირ კავშირშია თქვენს ყოველდღიურ ხარჯებთან, ასევე მნიშვნელოვანია გამოთვალოთ დაზღვევის საორიენტაციო ხარჯიც, რადგან ჩვენი ღრმა რწმენით, დღევანდელ დღეს, დაზღვევის გარეშე ავტომობილის მართვა არ ღირს.

 

შემოწმება და ტესტ-დრაივი

მიუხედავად იმისა რას გეტყვით ავტომობილის მფლობელი, (და ფაქტია,რომ ის ძირითადად მხოლოდ კარგს გეტყვით) მნიშვნელოვანია, რომ თავადაც გულდასმით შეამოწმოთ თქვენი პოტენციური შენაძენი. აუცილებელია ავტომობილის Vin (Vehicle Identification Number)კოდის საშუალებით გადამოწმება,რაც შესაძენი მანქანის ისტორიის შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს შეგატყობინებთ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გარეგანი ვიზუალური დათვალიერება, რა დროსაც შესაძლოა ბევრი საგულისხმო ფაქტი აღმოაჩინოთ,მათ შორის : ზეთისა და ბენზინის ლაქები, საღებავის არაბუნებრივი სისქე, ნაკაწრი, ავტომობილის ნაწილებს შორის დაშორებები და სხვა.



აუცილებლად მოითხოვეთ ტესტ-დრაივი, ავტომობილი საკუთარ „ხელ-ფეხზე“ მოირგეთ და გახსოვდეთ : თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი მეორადი მანქანა, რომლის სალონიდან გამოყვანასაც თქვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდებოდა. 

მსგავსი სტატიები

თქვენი საოცნებო ავტომოგზაურობა
იწყება ჩვენი გამოცდილებით

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2025 ყველა უფლება დაცულია.

რესურსები