მავნე ჩვევები, რომლებიც თქვენს ავტომობილს შეუმჩნევლად აზიანებს

მავნე ჩვევები, რომლებიც თქვენს ავტომობილს შეუმჩნევლად აზიანებს

ყოველდღიურად მილიონობით მძღოლი გაუცნობიერებლად აზიანებს საკუთარ მანქანას, რადგან ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ მართვის გარკვეული მანერა ავტომობილის მექანიზმების ნაადრევ ცვეთას იწვევს.

თანამედროვე მანქანები საკმაოდ გამძლეა, თუმცა არასათანადო მოპყრობა მათ რესურსსა და საექსპლუატაციო ვადას ამცირებს. პრობლემები თანდათან ვითარდება და მფლობელი ხარვეზებს მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა უკვე ტექნიკური სერვისია საჭირო. 

ამ ბლოგში ავტო იმპორტიორი კომპანია Carmark-ი გაგიზიარებთ ინფორმაციას იმ გავრცელებული ჩვევების შესახებ, რომლებიც თქვენს ავტომობილს შეუმჩნევლად აზიანებს.

ხელის დადება სიჩქარის ბერკეტზე და გადაბმულობის ნაწილობრივი გააქტიურება

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების მძღოლებს შორის გავრცელებულია ერთი ჩვევა — ისინი მოძრაობისას ხელს სიჩქარის ბერკეტზე დებენ. შეიძლება ეს თქვენთვისაც ბუნებრივი და კომფორტული მდგომარეობაა, თუმცა როცა ხელი ბერკეტზე გიდევთ, გადამრთავ მექანიზმზე ზეწოლას ახდენთ. ამ ზემოქმედების შედეგად, დროთა განმავლობაში გადამრთავი მექანიზმი ცვდება, სიჩქარის გადართვა რთულდება და ის გადაწევისას უჩვეულო ხმის გამოცემას იწყებს.  

ტრანსმისიის დაზიანების კიდევ ერთი მიზეზი გადაბმულობის არასწორი გამოყენებაა. ზოგიერთი მძღოლი ავტომობილის შესანელებლად გადაბმულობის სატერფულს ნაწილობრივ ადგამს ფეხს, რაც დისკსა და მქნევარას ( flywheel) შორის ხახუნს წარმოქმნის. ეს განმეორებითი მოქმედება სისტემაში ჭარბ სითბოს გამოყოფს და მის ინტენსიურ ცვეთას იწვევს. ამის გამო, გადაბმულობა, რომლის რესურსი 100 000 კმ.-ზე იყო გათვლილი, შესაძლოა 30 000 კმ-ის გავლის შემდეგ შესაცვლელი გახდეს. 

საბურავებში წნევის დონისა და გზაზე არსებული დაბრკოლებების უგულებელყოფა

ტრანსმისიის გარდა, მართვის არასწორი  ჩვევები ავტომობილის სხვა ნაწილებსაც, განსაკუთრებით კი საბურავებსა და მის გარშემო არსებულ კონსტრუქციას აზიანებს.

საბურავებში წნევის დონისათვის შეიძლება აქამდე არ მიგიქცევიათ ყურადღება, თუმცა ამიერიდან გახსოვდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იმ შემთხვევაში თუ საბურავი ზედმეტად არის გაბერილი, მისი ცენტრალური ნაწილი ამოიბურცება და ასფალტთან შეხების ფართობს შეამცირებს. ეს გააუარესებს ავტომობილის მოჭიდებას და პროტექტორის ცენტრის ცვეთის მიზეზიც შეიძლება გახდეს.  

მეორე მხრივ, არასაკმარისი წნევა საბურავის გვერდითი კედლების დეფორმაციას იწვევს, რაც გადახურების რისკს ზრდის და პროტექტორის გარე კიდეების ცვეთას აჩქარებს. 

ოპტიმალური წნევის მაჩვენებელს თქვენი ანუ მძღოლის კარის ჩარჩოზე დატანილ სტიკერზე შეამოწმებთ.  

საბურავების მდგომარეობაზე გზის საფარიც ახდენს გავლენას. ამ მიმართულებით, ორმოები ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა. მაღალი სიჩქარით ორმოში გავლა უზარმაზარ ძალას წარმოქმნის, რომელიც საბურავებს აზიანებს, დისკებზე ბზარებს აჩენს და მანქანის სავალი ნაწილის კომპონენტები მწყობრიდან გამოჰყავს. 

რჩევა Carmark-ისგან: თუ დაბრკოლებისთვის, ამ შემთხვევაში ორმოსთვის საჭის არიდება შეუძლებელია, სიჩქარე მაქსიმალურად შეამცირეთ და გზის ეს მონაკვეთი ასე გაიარეთ. 

ორმოების მსგავსად, საფრთხეს ქმნის დაგუბებული წყალიც, რომელიც ხშირად გზის დაზიანებულ მონაკვეთებს ფარავს. გუბეში მაღალი სიჩქარით გავლისას ავტომობილის ქვედა ნაწილი ჭუჭყიანი წყლით ირეცხება, რაც კოროზიის  პროცესს აჩქარებს და სამუხრუჭე სისტემა, ელექტრო გაყვანილობა და მანქანის სხვა დეტალები მწყობრიდან ნაადრევად გამოჰყავს. 

მკვეთრი მანევრები და პარკირებისას დაშვებული შეცდომები

მძღოლები, რომლებიც გზაზე ვითარებას წინასწარ არ აფასებენ, ავტომობილს მკვეთრად ამუხრუჭებენ, მყისიერ აჩქარებას იყენებენ და საჭეს უეცარი მანევრირებით ამოძრავებენ. მანქანის მართვის ასეთი სტილი სამუხრუჭე ხუნდების, საბურავების, სავალი ნაწილისა და ტრანსმისიის ცვეთას იწვევს. ფრთხილი და გააზრებული მართვით ავტომობილის კომპონენტებზე დატვირთვა მცირდება და საწვავიც ეკონომიურად იხარჯება. 

გააზრებული მართვა პარკირების პროცესსაც გულისხმობს. ბევრი მძღოლი, განსაკუთრებით ავტომატური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში, პარკირებისას მხოლოდ „P“ რეჟიმს იყენებს და ხელის მუხრუჭს უგულებელყოფს. ამ დროს დატვირთვა პარკინგის სენსორზე გადადის და ეს განსაკუთრებით საშიშია ავტომობილის დახრილ ზედაპირზე გაჩერებისას, რადგან სრული წონა ამ პატარა ელემენტს აწვება.   

პარკირებისა სწორი თანმიმდევრობა ასეთია: პირველ რიგში ამოწიეთ ხელის მუხრუჭი, შემდეგ გადართეთ გადაცემათა კოლოფი „P“ რეჟიმში და მხოლოდ ამის შემდეგ აიღეთ ფეხი სამუხრუჭე სატერფულიდან.  

როგორ უნდა დაიცვათ თქვენი ავტომობილი — პროფესიონალური რჩევები Carmark-ისგან 

ამ ჩვევების გაცნობიერება და მართვის სტილის კორექტირება საუკეთესო საშუალებაა თქვენი ავტომობილის ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად. გთავაზობთ რჩევების მოკლე ჩამონათვალს:

  • მოძრაობისას ხელს ნუ დადებთ სიჩქარის გადაცემათა კოლოფის ბერკეტზე. გამოიყენეთ ის მხოლოდ სიჩქარის გადასართავად და შემდეგ კვლავ საჭეს მოჰკიდეთ;  
  • ავტომობილის შესანელებლად არ გამოიყენოთ გადაბმულობა მხოლოდ ნაწილობრივ. დამუხრუჭებისთვის გამოიყენეთ ძრავა ან ფეხი ბოლომდე დააჭირეთ სატერფულს;  
  • რეგულარულად შეამოწმეთ და შეინარჩუნეთ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული წნევა, რომელიც კარის ჩარჩოზეა მითითებული;  
  • მართვისას იყავით ყურადღებით, რათა თავიდან აირიდოთ ორმოები. თუ მას გვერდს ვერ აუვლით, მაქსიმალურად შეანელეთ სიჩქარე;  
  • შეანელეთ სიჩქარე გუბეში გავლამდე. წყლიანი მონაკვეთის გავლის შემდეგ, სისველის დასაშრობად მუხრუჭს რამდენჯერმე მსუბუქად დააჭირეთ;  
  • მართეთ მსუბუქად და გააზრებულად. არ გამოიყენოთ მკვეთრი აჩქარება და უეცარი დამუხრუჭება;
  • პარკირებისას, ჯერ ხელის მუხრუჭი გამოიყენეთ, შემდეგ ავტომობილი გადაცემათა კოლოფის „P“ რეჟიმში გადართეთ.  

ამ რჩევების გათვალისწინება, უდავოდ, დაგეხმარებათ, რომ ავტომობილის კარგი მდგომარეობა დიდხანს შეინარჩუნოთ. თუმცა მანქანა თუ თავდაპირველადვე არასწორად შეარჩიეთ, ტექნიკური პრობლემებისგან დაზღვეული მაინც არ ხართ, რადგან დიდი შანსი არსებობს, რომ მეორად ავტომობილს წინა მფლობელის არასწორი ჩვევების კვალი ეტყობოდეს. 

ამრიგად, მეორადი ავტომობილის შეძენამდე მისი მდგომარეობა დეტალურად უნდა შეფასდეს ისეთი კომპანიის მიერ, როგორიც Carmark-ია. ჩვენ ვთანამშრომლობთ დილერებთან, მანქანებს ტექნიკურად ადგილზევე ვამოწმებთ და საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი ავტომობილები ამერიკიდან, გერმანიიდან, ჩინეთიდან და იაპონიიდან ჩამოგვყავს. 

ავტომობილის იმპორტის ხარჯების ზუსტად დასათვლელად და ბიუჯეტის წინასწარ დასაგეგმად, ისარგებლეთ განბაჟების კალკულატორით.

რატომ უნდა ჩამოიყვანოთ ავტომობილი ჩვენთან თანამშრომლობით? 

საზღვარგარეთიდან ავტომობილის ჩამოყვანა დაკავშირებულია რისკებთან და გაუთვალისწინებელ ხარჯებთან. Carmark-ი გთავაზობთ სრულ მომსახურებას, რათა ეს პროცესი თქვენთვის მაქსიმალურად მარტივი და უსაფრთხო იყოს:


  • თქვენი ბიუჯეტისა და სურვილების გათვალისწინებით, ვპოულობთ საუკეთესო მდგომარეობაში მყოფ ავტომობილს და ის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩამოგვყავს;
  • წინასწარ გეცოდინებათ ყველა ხარჯი, ავტომობილის ფასი, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ჩათვლით;
  • ფარული დაზიანებების გამოსარიცხად, ჩვენი პარტნიორები ადგილზე ამოწმებენ ავტომობილის ისტორიასა და ტექნიკურ მდგომარეობას;
  • ჩვენ ვუძღვებით მთლიან პროცესს, ავტომობილის შეძენიდან მის საქართველოში ჩამოყვანამდე. 


დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის და ჩვენ ერთად დაგეგმეთ, შეარჩიეთ და ჩამოიყვანეთ სასურველი ავტომობილი.


მსგავსი სტატიები

ავტო იმპორტი
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2025 ყველა უფლება დაცულია.

რესურსები