
მოტოციკლეტის მართვის მოწმობის გარეშე ტარება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და პირველ ჯერზე ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორების შემთხვევაში კი სანქციები მკაცრდება.
ყველაზე გავრცელებული შეცდომა არასწორი კატეგორიის დოკუმენტის ფლობაა. ერთი ტიპის მოტოციკლეტზე გათვლილი მოწმობა ყოველთვის არ განიჭებთ სხვა მოდელის მართვის უფლებას. ამიტომ კატეგორიებს შორის განსხვავების ცოდნა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორბორბლიანი ტრანსპორტის უცხოეთიდან ჩამოყვანას აპირებთ.
AM ყველაზე გავრცელებული საწყისი კატეგორიაა, რომელიც მოპედსა და მსუბუქ კვადროციკლს მოიცავს.
მოპედი არის ორბორბლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. მისი კონსტრუქციული სიჩქარე საათში 25 კილომეტრს აღემატება, თუმცა 45 კილომეტრს არ სცდება. შიგაწვის ძრავის მოცულობა 50 კუბურ სანტიმეტრამდეა დაყვანილი, ელექტრომოდელის სიმძლავრე კი 1 და 4 კილოვატის ფარგლებშია.
მსუბუქი კვადროციკლი ოთხბორბლიანი ტრანსპორტია და მოპედის ანალოგიური მახასიათებლები აქვს. კერძოდ, მისი სიჩქარე და ძრავის მოცულობა იდენტურია, ხოლო ელექტროძრავის მქონე მოდელების წონა 350 კილოგრამს არ აჭარბებს. AM კატეგორიის აღება 16 წლის ასაკიდან შეგიძლიათ.
ეს ქვეკატეგორია ისეთ მოდელებს მოიცავს, რომელთა ძრავის მოცულობა მაქსიმუმ 125 კუბური სანტიმეტრია, ხოლო სიმძლავრე 11 კილოვატს არ აღემატება. ამასთან, სიმძლავრისა და წონის შეფარდება 0.1 ზღვარს არ უნდა სცდებოდეს. A1 მართვის მოწმობის აღება 17 წლის ასაკიდანაა დასაშვები. დამწყები მძღოლები ძირითადად სწორედ ამ კატეგორიას ირჩევენ. ტექნიკური შეზღუდვების გამო სწავლის პროცესი გაცილებით უსაფრთხოა, ურბანულ გარემოში გადაადგილება კი საკმაოდ პრაქტიკული.
ეს ჯგუფი 35 კილოვატამდე სიმძლავრის საშუალო კლასის ტრანსპორტს აერთიანებს. სიმძლავრისა და წონის თანაფარდობა აქ 0.2 ნიშნულს არ უნდა აღემატებოდეს.
დოკუმენტის გაცემა 18 წლის ასაკიდან იწყება. A2 მხოლოდ ასაკობრივი თვალსაზრისით არაა გარდამავალი საფეხური, ის კონკრეტულ ტექნიკურ სტანდარტებსაც აწესებს. მსგავსი მოდელები ცენტრალური ევროპის ბაზარზე მაღალი მოთხოვნით სარგებლობს და ამერიკიდან იმპორტის დროსაც უმეტესად სწორედ ამ სეგმენტზე აკეთებენ არჩევანს.
აღნიშნული მოწმობა ყველა ტიპის მოტოციკლეტის მართვის უფლებას გულისხმობს, ტექნიკური შეზღუდვების გარეშე.
კანონის თანახმად, მოწმობა 24 წლის ასაკიდან გაიცემა, თუმცა არსებობს გამონაკლისი. კერძოდ, დოკუმენტის აღებას 21 წლის ასაკშიც შეძლებთ, თუ უკვე ფლობთ A2 კატეგორიას და მისი მიღებიდან მინიმუმ 2 წელია გასული. A კატეგორია სრულად მოიცავს ნებისმიერ მოდელს. ამ საბუთის ქონა ნებისმიერი იმპორტირებული მოდელის კანონიერად მართვაში დაგეხმარებათ.
მართვის მოწმობის მისაღებად განმცხადებელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოს. პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა:
სასურველი ტრანსპორტის შერჩევასა და იმპორტს მყიდველები წინასწარ გეგმავენ, თუმცა შესაბამისი კატეგორიის აღება ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ და პრობლემა მხოლოდ ტექნიკის ჩამოყვანის შემდეგ იჩენს თავს.
ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სწორი თანმიმდევრობის დაცვა. თავდაპირველად უნდა გაარკვიოთ, თუ რომელი მოდელი, რა სიმძლავრე და ძრავის მოცულობა შეესაბამება თქვენს ინტერესებს. შემდგომ აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, შეძლებთ თუ არა შესაბამისი მოწმობის აღებას თქვენი ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით. მხოლოდ ამ დეტალების დაზუსტების მერე უნდა დაიწყოთ იმპორტის პროცედურები.
კომპანია „ქარმარკი“ 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით. გუნდი მომხმარებელს ტრანსპორტის შერჩევაში, განბაჟებასა და რეგისტრაციაში ეხმარება და სრულ პროცესს მართავს. საიტზე არსებული განბაჟების კალკულატორი დაგეხმარებათ, რათა ხარჯები ტრანსპორტის შეძენამდე, წინასწარ დაიანგარიშოთ.
აღმოაჩინე
რესურსები