ჩინური ტრაქტორები — რა დგას მათი პოპულარობის უკან?

ჩინური ტრაქტორები — რა დგას მათი პოპულარობის უკან?

ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, რა კონკრეტულმა ფაქტორებმა გამოიწვია ჩინური ტრაქტორების ასეთი პოპულარობა. ასევე, ეტაპობრივად აგიხსნით, როგორია სასურველი ტექნიკის შერჩევისა და საქართველოში ჩამოყვანის პროცესი

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბაზარი ბოლო წლებში საგრძნობლად შეიცვალა. ამერიკელი, ევროპელი და იაპონელი მწარმოებლების გვერდით ახალი, ძლიერი კონკურენტი, ჩინეთი გამოჩნდა, რომელმაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით სრულიად ახალი რეალობა შექმნა.  

ეს ცვლილება მხოლოდ ზოგადი დაკვირვება არ არის. მაგალითად, სულ რაღაც ხუთ წელიწადში, ჩინეთიდან ტრაქტორების ექსპორტი გაორმაგდა და 200,000 ერთეულს გადააჭარბა. ნელ-ნელა ეს ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც იკვეთება, სადაც სულ უფრო მეტი ფერმერი და მეურნე არჩევანს ჩინურ ტექნიკაზე აკეთებს.  

ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, რა კონკრეტულმა ფაქტორებმა გამოიწვია ჩინური ტრაქტორების ასეთი პოპულარობა. ასევე, ეტაპობრივად აგიხსნით, როგორია სასურველი ტექნიკის შერჩევისა და საქართველოში ჩამოყვანის პროცესი ავტო იმპორტიორ კომპანია Carmark-თან ერთად.

chinuri-traqtorebi-popularoba.webp 32.57 KB

ჩინური ტრაქტორები — რა გახდა მათი პოპულარობის მიზეზი  

როგორც აღინიშნა, ჩინური ტრაქტორები დღეს ძალიან მოთხოვნადია, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად, ხელმისაწვდომობა, მაღალი ხარისხი და მრავალფეროვანი არჩევანი.

ხელმისაწვდომობა

პირველი და ყველაზე თვალსაჩინო მიზეზი, რის გამოც ბევრი ფერმერი ჩინურ ტექნიკას ირჩევს, მისი ფასია. საწყისი დანახარჯი ხშირად იმდენად დაბალია, რომ ის მცირე და საშუალო მეურნეობებისთვის ძალიან ხელმისაწვდომია. ამრიგად, ჩინური ტრაქტორები დამწყები ფერმერებისთვის, რომლებსაც სამუშაოს შესამსუბუქებლად და დროის ოპტიმიზაციისთვის ტექნიკა სჭირდებათ, ფინანსურად მიუწვდომელი არ არის.   

განსხვავება იმდენად დიდია, რომ ხშირად ახალი ჩინური ტრაქტორის შეძენა, თავისი დამატებითი აღჭურვილობით, იგივე თანხა ჯდება, რაც დასავლური ან იაპონური პრემიუმ ბრენდის მეორადი, რამდენიმე წლის გამოყენებული მოდელი. მაგალითად, 50-70 ცხენის ძალის მქონე, უნივერსალური ტრაქტორის ფასი დაახლოებით $6,000-დან $10,000-მდე მერყეობს.

გაუმჯობესებული ხარისხი

არსებობს მოსაზრება, რომ დაბალი ფასი აუცილებლად დაბალ ხარისხს ნიშნავს. ადრეულ, 2000-იანი წლების მოდელებს ნამდვილად ჰქონდა პრობლემები: დაბალი ხარისხის მასალები, ჰიდრავლიკის ხშირი დაზიანება და ზოგადი არასაიმედოობა. თუმცა, ეს სტერეოტიპი დღევანდელ რეალობას აღარ ასახავს.  

გლობალურ ბაზარზე კონკურენციის ზრდასთან ერთად, ჩინურმა წამყვანმა მწარმოებლებმა, მაგალითად, YTO, Foton Lovol და Dongfeng, დიდი ინვესტიცია ჩადეს წარმოების გაუმჯობესებაში, უკეთესი მასალების გამოყენებასა და ხარისხის კონტროლის გამკაცრებაში. 

ძველი სტერეოტიპების საპირისპიროდ, არსებობს რეალური მაგალითები, რომლებიც სულ სხვა სურათს გვიჩვენებს. მაგალითად, ავსტრალიელი ფერმერის 2001 წლის Dongfeng-ის ტრაქტორმა 18 წლის განმავლობაში 11,000-ზე მეტი საათი იმუშავა. მფლობელის თქმით, ამ დროის განმავლობაში მას ძრავისათვის ხელი არ უხლია და არ შეუკეთებია.

ამრიგად, ჩინური ტრაქტორი უხარისხო ტექნიკის სინონიმი არ არის. არსებობს მაღალი კლასის, სანდო და გამძლე ტექნიკა, რომელიც წარმატებით უწევს კონკურენციას სხვა ცნობილ ბრენდებს.  

მრავალფეროვნება

ჩინური ტრაქტორები ძალიან მრავალფეროვანია. მწარმოებლები ქმნიან ტრაქტორებს ნებისმიერი ზომისა და დანიშნულების მეურნეობისთვის.  

ბაზარზე ხელმისაწვდომია როგორც 20-40 ცხენის ძალის მქონე კომპაქტური ტრაქტორები, რომლებიც იდეალურია მცირე ფართობებზე სამუშაოდ, ისე 100 და მეტი ცხენის ძალის მქონე მძლავრი მოდელები.   

chinuri-traqtorebi-saqartveloshi.webp 42.67 KB

ჩინური ტრაქტორები საქართველოში — შეძენის და იმპორტის პროცესი CARMARK-თან ერთად

ჩინეთიდან ტრაქტორის ჩამოყვანა ბევრ ფერმერს მძიმე და დამღლელ ჯაფას ძალიან გაუმარტივებს, თუმცა უცხო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს პროცესი ბევრ გაუთვალისწინებელ სირთულესთანაა დაკავშირებული. სანდო კომპანიის დახმარებით კი ის მარტივი და სრულად კონტროლირებადი ხდება. ქვემოთ ეტაპობრივად განვიხილავთ, როგორ მუშაობს ეს პროცესი Carmark-თან ერთად. ჩვენი პასუხისმგებლობაა:

შევარჩიოთ ჩინური ტრაქტორი საჭიროების მიხედვით

თავდაპირველად თქვენი მოთხოვნების დაზუსტებას ვიწყებთ. ჩვენი გუნდი გისმენთ თქვენ, რათა ზუსტად გავიგოთ, რისთვის გჭირდებათ ტექნიკა, რა ტიპის სამუშაოები უნდა შეასრულოთ, რა სიმძლავრეა საჭირო, როგორია მეურნეობის ფართობი და რელიეფი. ამ დეტალებზე დაყრდნობით, ჩვენ ვიწყებთ ზუსტად იმ ტრაქტორის მოძიებას, რომელიც თქვენს ამოცანებს ყველაზე ეფექტურად გაუმკლავდება.  

მოვიძიოთ საუკეთესო მოდელი უშუალოდ მწარმოებლებისგან

შესაფერისი მოდელის მოძიება პირდაპირ ჩინეთში, სანდო წყაროებიდან ხდება. Carmark-ი მუშაობს უშუალოდ ქარხნებთან და ოფიციალურ დილერებთან, რაც საშუალებას გვაძლევს, შუამავლების გვერდის ავლით, საუკეთესო ფასი შემოგთავაზოთ.  რაც მთავარია, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ თქვენ მიერ შერჩეული ტრაქტორი ჩამოვა ზუსტად ისეთ მდგომარეობაში, როგორზეც შევთანხმდით.  

მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია პროცესებსა და ფინანსურ მხარეზე

ფინანსური პროცესი მარტივი და გამჭვირვალეა. შეკვეთის დასადასტურებლად საჭიროა დეპოზიტის გადახდა. ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან საფინანსო ორგანიზაციებთან, მათ შორის „თიბისი“ და „ბიბი ლიზინგთან“, რაც ტექნიკის დაფინანსების მოქნილ პირობებს ქმნის. 

ტრანსპორტირება განსაზღვრულ ვადებში უზრუნველვყოთ

ტრაქტორის საქართველოში ჩამოსაყვანად ორი ძირითადი გზა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან ვადებით განსხვავდება:

  • სახმელეთო ტრანსპორტირება: ეს უფრო სწრაფი მეთოდია და საშუალოდ 2 კვირა სჭირდება;
  • საზღვაო ტრანსპორტირება: ამ შემთხვევაში პროცესი უფრო ხანგრძლივია და დაახლოებით 45 დღემდე გრძელდება;

ტექნიკის ტრანსპორტირება სტანდარტული კონტეინერებით ხდება, თუმცა შესაძლებელია არაგაბარიტული ტრაქტორის ჩამოყვანაც, რაც ინდივიდუალურად იგეგმება.  

Carmark-ი უზრუნველყოფს ტრაქტორის ტრანსპორტირებას ჩინეთიდან თქვენ მიერ მითითებულ დანიშნულების ადგილამდე. რაც შეეხება საბაჟო განბაჟების პროცედურებს, მას მყიდველი დამოუკიდებლად უძღვება.   

დაბოლოს, დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩინური ტრაქტორების მზარდი პოპულარობა ლოგიკურ მიზეზებს ეფუძნება. ხელმისაწვდომი ფასის, რომელიც სოფლის მეურნეობის ავტომატიზაციას ბევრისთვის რეალურ შესაძლებლობად აქცევს, გაუმჯობესებული ხარისხისა და მოდელების მრავალფეროვნების გამო ის თქვენთვის საუკეთესო  არჩევანია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Carmark-ს დიდი გამოცდილება აქვს ავტოიმპორტის მიმართულებით, ჩვენ ავტომობილები ჩინეთიდან, იაპონიიდან, ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა აუქციონებიდან ჩამოგვყავს. ასე, რომ გამოცდილ გუნდთან თანამშრომლობით ყველა მიზანს ერთ სივრცეში მიაღწევთ. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და შეკითხვებზე რეალური პასუხების საპოვნებად, დაგვიკავშირდით. მიიღეთ დახმარება ჩვენი გუნდისგან და შეიძინეთ ჩინური ტრაქტორი ხელმისაწვდომ ფასად. 

მსგავსი სტატიები

ავტო იმპორტი
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2025 ყველა უფლება დაცულია.

რესურსები