როგორ შევამოწმოთ მეორადი მანქანა, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გავხდეთ

როგორ შევამოწმოთ მეორადი მანქანა, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გავხდეთ

მეორადი ავტომობილის შეძენა ხშირად ფინანსურად მიმზიდველი გადაწყვეტილებაა

მეორადი ავტომობილის შეძენა ხშირად ფინანსურად მიმზიდველი გადაწყვეტილებაა, თუმცა პროცესს თან მნიშვნელოვანი რისკები ახლავს. გამოუცდელი მყიდველი მარტივად შეიძლება თაღლითობის მსხვერპლი გახდეს, რადგან არ იცის რას უნდა მიაქციოს ყურადღება. მეორადი მანქანის შემოწმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომლის გარეშეც ძალიან უნდა გაგიმართლოთ რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ.

 

არაკეთილსინდისიერი გამყიდველები იყენებენ სხვადასხვა ხრიკს მანქანის არასახარბიელო მდგომარეობის დასამალად. ოდომეტრის გაყალბება, დამალული ავარიის კვალი, დაფარული ტექნიკური პრობლემები ან ყალბი დოკუმენტაცია სფეროში სავალალოდ ხშირად გხვდება. 

ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ უნდა შემოწმდეს მეორადი ავტომობილი და რას უნდა მიექცეს ყურადღება, სანამ საბოლოო შეთანხმებას გააფორმებთ.

 

რა დოკუმენტები უნდა შევამოწმოთ მანქანის შეძენისას

მანქანის ისტორიის შემოწმება იწყება დოკუმენტაციის დეტალური ანალიზით. პირველ რიგში მოითხოვეთ ყველა დოკუმენტი, რომელიც გამყიდველს გააჩნია. VIN (Vehicle Identification Number) კოდი, ჩათვალეთ, მანქანის "დნმ-ია": ის ყველა დოკუმენტში და მანქანის სხვადასხვა ნაწილზე (ძარის ნომერზე, საქარე მინაზე, ძრავის განყოფილებაში) ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. თუ ნამდვილად საიმედო ავტო იმპორტიორ კომპანიასთან თანამშრომლობთ, ამ ინფორმაციას სრულად მიიღებთ ყველანაირი შეფერხების გარეშე. ნებისმიერი შეუსაბამობა ან ნაწილობრივ გადაფხეკილი/გაურკვევლად დატანილი ნომერი სერიოზული საგანგაშო სიგნალია. 

 

სარეგისტრაციო დოკუმენტებზე ყურადღებით დააკვირდით გამყიდველის სახელს და შეადარეთ მის პირადობის მოწმობას. ზოგჯერ დილერები თავს ასაღებენ კერძო გამყიდველებად, რათა თავი აარიდონ გარკვეულ კანონით დაკისრებულ პასუხისმგებლობებს (ამ პრაქტიკას curbstoning ეწოდება). შეამოწმეთ არის თუ არა მანქანაზე დაუფარავი ვალი ან გირაო, რადგან მაღალია შანსი ავტომობილის შეძენის შემდეგ ეს ვალდებულებები თქვენი შესასრულებელი გახდეს.

 

ასევე საჭიროა სრული სერვისის ისტორია, რომელიც მოიცავს ყველა ჩატარებულ სარემონტო სამუშაოს, ზეთის ცვლის პერიოდებს და დიდ შეკეთებებს. დაკვირვებით შეისწავლეთ გარბენის ჩანაწერები - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო გზაა მანქანის ნამდვილი გარბენის დასადგენად. თუ გარბენი არალოგიკურად მცირდება ან იზრდება ჩანაწერებში, ეს ოდომეტრის მანიპულაციაზე მიუთითებს. 

 

ასევე უნდა შემოწმდეს ადრე თუ უკვე იყო ავტომობილი აუქციონზე გაყიდული. თუ იყო - საჭიროა სააუქციონე ფოტოების და დოკუმენტაციის მოძიება, რათა შემოწმდეს რა მდგომარეობაში იყო ავტომობილი. 

 

დოკუმენტაციის საფუძვლიანი დეტალური შემოწმება ყველაზე მცირედია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია თუ ნამდვილად სანდო მეორადი მანქანების ყიდვა გვინდა - მაგრამ სამწუხაროდ გვხვდებიან ისეთი დილერებიც, რომლებიც დოკუმენტაციის გაყალბებას არ თაკილობენ. ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დოკუმენტები წესრიგშია, არ უნდა შეიძინოთ ავტომობილი ვიზუალური და ტექნიკური ინსპექცია სანამ არ ჩატარდება.

 

რა ვიზუალურ დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

საფუძვლიანი ვიზუალური ინსპექცია მეორადი მანქანის შეფასების აუცილებელი ნაბიჯია. უნდა ჩატარდეს კარგი განათების პირობებში, უმჯობესია დღის სინათლეზე. დაიწყეთ ძარის დათვალიერებით, დააკვირდით საღებავის ფენას - არის თუ არა ის ერთგვაროვანი მთელ მანქანაზე. ფერის სხვაობა, თუნდაც მცირე, შეიძლება მიანიშნებდეს ჩატარებულ შეკეთებაზე. განსაკუთრებით ყურადღებით დააკვირდით პანელებს შორის ღრიჭოებს - არათანაბარი ღრიჭოები ხშირად პანელების ცვლილებაზე ან არასწორ მონტაჟზე მიუთითებს.

 

დარწმუნდით, რომ არაა კოროზიის კვალი, განსაკუთრებით ავტომობილის ქვედა ნაწილებში, კარის ქვედა კიდეებზე და საბარგულის ფსკერზე. ჟანგი არა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა, არამედ ავტომობილის სტრუქტურული მთლიანობის საფრთხეცაა. ყურადღება მიაქციეთ ისეთ სარემონტო სამუშაოს კვალსაც, როგორიცაა შედუღების ნაკერები ან შპაკლის ფენა. პროფესიონალები საღებავის სისქის გასაზომად სპეციალურ ხელსაწყოებს იყენებენ (ხშირად საჭიროა გაქნილი მანქანის ამოცნობისთვის), მაგრამ თქვენც შეგიძლიათ დააკვირდეთ საღებავის ტექსტურას და ელფერის ცვლილებებს.

 

გარე დეტალების ინსპექციის შემდეგ შეგიძლიათ სალონზე გადახვიდეთ. საჭე, სკამები და პედალები უნდა შეესაბამებოდეს მანქანის გაცხადებულ გარბენს. მაგალითად, თუ ოდომეტრი აჩვენებს 50,000 კმ, მაგრამ საჭე და სავარძლები მნიშვნელოვნად გაცვეთილია, ეს შეიძლება მიუთითებდეს ოდომეტრის გაყალბებაზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ელექტრონული სისტემის გამართულ მუშაობას, კლიმატ-კონტროლიდან დაწყებული სარკეების რეგულირებით დამთავრებული. 

 

ტექნიკური შემოწმების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები

იმ შემთხვევაშიც კი თუ ავტომობილებში კარგად ერკვევით, უმჯობესი იქნება თუ მანქანის ტექნიკურ შემოწმებას პროფესიონალი მექანიკოსი ჩაატარებს. ძრავის შეფასებისას უნდა შემოწმდეს როგორ მუშაობს ცივ თუ გამთბარ მდგომარეობაში. ცივი ძრავის გაშვებისას საყურადღებოა ნებისმიერი უჩვეულო ხმა (კაკუნი, სტვენა, ხრიალი, ა.შ.). ეს ხმები შეიძლება მიანიშნებდეს სერიოზულ პრობლემებზე მექანიკურ ნაწილებში. გამონაბოლქვის ფერიც მნიშვნელოვანია - იდეალურ შემთხვევაში ის თითქმის უფერო უნდა იყოს. 

 

გადაცემათა კოლოფის შემოწმებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რადგან მისი შეკეთება ან შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოა. ავტომატური გადაცემის კოლოფი უნდა უზრუნველყოფდეს სრულიად გლუვ გადართვებს. ნებისმიერი შეყოვნება, დაგვიანებული რეაქცია ან ძალდატანებით გადართვა შეიძლება სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებდეს. მექანიკური გადაცემის კოლოფის შემთხვევაში, ყურადღება მიაქციეთ გადართვის სიზუსტეს და გადაცემების სისწრაფეს - არ უნდა გრძნობდეთ წინააღმდეგობას ან ბლოკს.

 

შემდეგ მოწმდება ამორტიზატორები მანქანის კუთხეებზე დაწოლით - ავტომობილმა უნდა დაიკავოს პირვანდელი მდგომარეობა 1-2 რხევის შემდეგ. ბევრი რხევა მიუთითებს გაცვეთილ ამორტიზატორებზე. ასევე მნიშვნელოვანია საბურავების ცვეთის შემოწმება - არათანაბარი ცვეთა შეიძლება მიუთითებდეს გასწორების პრობლემებზე ან გაცვეთილ სავალ ნაწილებზე. მუხრუჭების სისტემის შემოწმება მოითხოვს დისკებისა და ხუნდების ვიზუალურ ინსპექციას, ასევე დამუხრუჭების ეფექტურობის ტესტირებას.

 

რატომ არის რეკომენდებული შეძენამდე ტესტ დრაივი

ტესტ დრაივი გაძლევთ შესაძლებლობას პრაქტიკაში შეაფასოთ ავტომობილის მდგომარეობა. როდესაც პირველად სხდებით საჭესთან, ყურადღება მიაქციეთ მანქანის დაძვრის სიგლუვეს. კარგ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი უნდა ავითარებდეს სიჩქარეს თანაბრად და პროგნოზირებადად, ყოველგვარი უეცარი ჩავარდნების ან შეფერხებების გარეშე. ძრავის რეაქცია აჩქარებაზე უნდა იყოს მყისიერი, ხოლო ბრუნვების მატება - თანაბარი.

 

დამუხრუჭებისას არ უნდა გრძნობდეთ ვიბრაციას საჭეზე ან პედალზე - ვიბრაცია შეიძლება მიუთითებდეს დეფორმირებულ სამუხრუჭე დისკებზე. თუ მუხრუჭები თანაბრად მუშაობს ოთხივე ბორბალზე, მანქანა გაჩერდება სწორად, გვერდზე გადახრის გარეშე.

 

საჭის მოძრაობისას არ უნდა იგრძნობოდეს ღრეჭა ან ზედმეტი თავისუფალი სვლა. საჭე უნდა რეაგირებდეს ზუსტად, დაგვიანების გარეშე, და არ უნდა ახასიათებდეს ვიბრაცია, განსაკუთრებით მაღალ სიჩქარეზე. ვიბრაცია შეიძლება მიუთითებდეს ბორბლების დისბალანსზე, საჭის მექანიზმის პრობლემებზე ან საკიდრის კომპონენტების ცვეთაზე.

 

საკიდრის შესამოწმებლად გაიარეთ უსწორმასწორო გზის მონაკვეთი. კარგი საკიდარი შთანთქავს უსწორმასწორობების ეფექტის უდიდეს ნაწილს. ხმაური, ჭრიალი ან მკვეთრი დარტყმები უსწორმასწორო გზაზე შეიძლება გაცვეთილ ბუფერებზე, ამორტიზატორებზე ან სტაბილიზატორებზე მიუთითებდეს.

 

ტესტ დრაივი უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის გზებს - ქალაქს, მაგისტრალს და უსწორმასწორო მონაკვეთებს, რათა სრულად შეაფასოთ მანქანის მდგომარეობა. გაქნილი მანქანის ამოცნობა ყველაზე მარტივია მისი ქცევის მიხედვით.

 

მეორადი მანქანის შეძენა კერძო პირისგან ყოველთვის შეიცავს რისკებს, მიუხედავად იმისა, რამდენად საფუძვლიან შემოწმებას ჩაატარებთ. სწორედ ამიტომ, ავტო აუქციონი და პროფესიონალური შუამავლობის სერვისით სარგებლობა უმეტეს შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. 

 

CarMark ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილი კომპანიაა როცა საქმე ეხება ავტო იმპორტს საქართველოში - კომპანიას საფუძველი 2005 წელს ჩაეყარა და უკვე სრული ორი ათწლეულია რაც ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანითაა დაკავებული.  

 

CarMark-ის გამოცდილი გუნდი აუცილებლად უზრუნველყოფს იმას, რომ ხარისხიანი და სანდო მეორადი ავტომობილი მიიღოთ, რომლითაც შეძლებთ მრავალი წლის განმავლობაში უსაფრთხოდ იაროთ საქართველოს გზებზე. კომპანიამ უკვე წარმატებით განახორციელა 20,000-ზე ავტომობილის იმპორტი და ეს სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია.


მსგავსი სტატიები

თქვენი საოცნებო ავტომოგზაურობა
იწყება ჩვენი გამოცდილებით

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2025 ყველა უფლება დაცულია.

რესურსები