
საქართველოს გზებზე ელექტრომობილები სულ უფრო ხშირად ჩნდება. ამას სტატისტიკაც მოწმობს – 2025 წლის პირველ 11 თვეში ქვეყანაში 7 300-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 60%-ით მეტია. ეს ზრდა შემთხვევითი არ არის და მას რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული მიზეზი აქვს.
2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოში ახალი რეგულაცია ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, 6 წელზე ძველი M1 კატეგორიის მანქანების შემოყვანა, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია აიკრძალა. ელექტრომობილებზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ ნაბიჯს გამოყენებული მანქანების მიერ გამოწვეული მავნე გამონაბოლქვის შემცირებასთან აკავშირებს. ამავე დროს, მანქანების იმპორტი ყოველწლიურად დაახლოებით 25%-ით იზრდება, ხოლო ჰიბრიდების წილი ამ ზრდაში არ იმატებს. სხვა ტიპის მანქანების პროპორცია კი – პირიქით.
2025 წელს ელექტრომობილების იმპორტის მთავარ წყაროდ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება. აქედან 11 თვეში 5 172 ელექტრომობილი შემოვიდა, მათი საშუალო ფასი კი დაახლოებით 14 600 დოლარი იყო. მეორე ადგილზე ჩინეთია: 1 058 მანქანა, თუმცა გაცილებით მაღალი საშუალო ფასით – 21 700 დოლარი. იაპონიიდან 654 ერთეული შემოვიდა ყველაზე დაბალი საშუალო ღირებულებით – 6 300 დოლარი. გერმანია და ბელგია რაოდენობით ნაკლები, მაგრამ ფასით მნიშვნელოვნად განსხვავებული სეგმენტია: გერმანული ელექტრომობილის საშუალო ფასი 82 600 დოლარს აღწევს.
2025 წელს ელექტრომობილის საშუალო იმპორტული ფასი 15 500 დოლარამდე ჩამოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. ამის ძირითადი მიზეზი გამოყენებული ელექტრომობილების გლობალური გაიაფებაა, განსაკუთრებით ამერიკულ და იაპონურ ბაზარზე.
ამ ფონზე, საქართველო მხოლოდ საბოლოო მოხმარების ბაზარი არ არის. 2025 წლის 11 თვეში ქვეყნიდან 1 399 ელექტრო მანქანა გავიდა მეზობელ ქვეყნებში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და სომხეთში. ეს, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 58%-ით მეტია. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, საბაჟო-საგადასახადო გარემო და მარტივი სარეგისტრაციო პროცედურები ამ დინამიკას ბუნებრივად ხსნის.
ელექტრომანქანა შიდა წვის ძრავიანი მანქანისგან, ტექნიკური შეფასების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად განსხვავდება. პირველ რიგში, ყველაზე კრიტიკული კომპონენტი – ბატარეა ვიზუალურად არ ჩანს. SOH – State of Health – ის მაჩვენებელია, რომელსაც ბატარეის სიმძლავრე განსაზღვრავს.
მონაცემები აღწერაში ყოველთვის არ ჩანს. ხშირად ის სპეციალური დიაგნოსტიკური ინსტრუმენტებით ან კონკრეტული მოდელისთვის გათვალისწინებული OBD პროგრამებით ვლინდება. სხვა სიტყვებით, ელექტრომობილის ბატარეის მდგომარეობის სწორი შეფასება ტექნიკური ცოდნის გარეშე შეუძლებელია.
მეორე ასპექტია დამტენი სისტემა და მისი თავსებადობა. ევროპიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან ჩამოყვანილ ელექტრომობილებს განსხვავებული სტანდარტები შეიძლება, ჰქონდეთ, რაც საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ დამატებით ხარჯს გულისხმობს – ადაპტერებს, კომპონენტების შეცვლას ან სულაც სადგურთან თავსებადობის პრობლემას.
ამ სირთულეებს ემატება ის, რომ ელექტრომობილების ბაზარი საქართველოში ჯერ კიდევ ყალიბდება. სერვის ცენტრების ქსელი, სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა და კომპეტენტური ტექნიკოსები – ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია მანქანის შეძენამდე.
სანდო ავტო იმპორტიორი ელექტრომობილის შეძენის პროცესში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. Carmark ავტომობილების იმპორტის სფეროში 2005 წლიდან მუშაობს. კომპანიამ ამერიკული ბაზრიდან დაიწყო, შემდეგ გაფართოვდა იაპონიის, სამხრეთ კორეის, გერმანიისა და ჩინეთის მიმართულებებზე. 20 000-ზე მეტი წარმატებულად შეძენილი მანქანა მათ გამოცდილებას ასახავს.
ელექტრომობილის შემთხვევაში, ეს გამოცდილება კონკრეტულ ნაბიჯებში ვლინდება. ავტომობილი ბატარეის SOH-ის მონაცემების გათვალისწინებით ირჩევა. დამტენი სისტემის საქართველოს ბაზართან თავსებადობა ჯერ კიდევ ყიდვამდე მოწმდება.
ელექტრომობილების ბაზარი საქართველოში ყოველთვიურად იცვლება – გვხვდება ახალი მოდელები, ფასები და კანონები. ამ გარემოში სწორი მანქანის პოვნა ადვილი არ არის, შესაბამისად, ისეთი სანდო პარტნიორი, როგორიც “ქარმარკია”, პროცესს გაგიმარტივებთ.
აღმოაჩინე
რესურსები