Hyundai IONIQ: მანქანა, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს

Hyundai IONIQ: მანქანა, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს

Hyundai IONIQ-ის სახელი ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ისმის და ეს შემთხვევითი არ არის. IONIQ Hyundai-ის ცალკე ხაზია, რომელიც 2016 წლიდან ვითარდება და კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, ელექტრო ავტომობილი ერთდროულად პრაქტიკული, ტექნოლოგიურად მოწინავე და გარემოსათვის ნაკლებად მავნე იყოს.

Hyundai-მ 2016 წელს IONIQ-ის ხაზის ჰიბრიდული, დატენვადი და სრულად ელექტრო ვერსიები გამოუშვა. ეს იყო პირველი შემთხვევა ავტოინდუსტრიაში, როდესაც ერთი ხაზი სამივე ამ ფორმატს ერთდროულად გვთავაზობდა. 

ამის შემდეგ ბრენდი გაიზარდა და დღეს IONIQ 5 და IONIQ 6 ყველაზე ცნობილი მოდელებია, თუმცა ხაზი განვითარებას კვლავ აგრძელებს.

Hyundai IONIQ ასევე ერთ-ერთი იმ ბრენდთაგანია, სადაც ეკო-მიდგომა მარკეტინგული გათვლის ნაწილი არაა და მისი ყველა მოდელი ეკო-მეგობრული მასალებით იწარმოება. ტექნოლოგიები, როგორებიცაა E-GMP პლატფორმა, V2L სისტემა, სწრაფი დატენვა – კონკრეტულ ღირებულებებს ატარებს.

IONIQ 5 – SUV

IONIQ 5 საშუალო ზომის SUV-ია, რომელიც ბოლო წლებში ელექტრომობილების კატეგორიაში ყველაზე დადებითად შეფასებულ მოდელად იქცა. 2022 წელს MotorTrend-მა IONIQ 5 „Golden Calipers" კატეგორიის გამარჯვებულად დაასახელა. შეჯიბრში 45 SUV მონაწილეობდა, მათ შორის 25 ელექტრიფიცირებული. შეფასების კრიტერიუმები იყო უსაფრთხოება, ეფექტურობა, წარმადობა, დიზაინი და საინჟინრო შესრულება – სწორედ ამ ყველა კატეგორიაში გახდა IONIQ 5 გამარჯვებული.

MotorTrend-ის რედაქციის ხელმძღვანელი, ედ ლოჰი, IONIQ 5-ს დიზაინის, ფართო მართვის დიაპაზონისა და სწრაფი დატენვის ერთობლიობისთვის ტექნოლოგიურ ლიდერს უწოდებდა.  

IONIQ 5-ს E-GMP პლატფორმა უდევს საფუძვლად. ეს Hyundai-ს ელექტრო-გლობალური არქიტექტურაა, რომელიც ბატარეას იატაკში განათავსებს. ამ გადაწყვეტის პრაქტიკული შედეგი კარგად ჩანს: სივრცე სალონში მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ, ამ ზომის SUV-ში, ხოლო მასის ცენტრი დაბლაა, რაც მართვის სტაბილურობაზე დადებითად მოქმედებს. 

IONIQ 5-ს V2L (Vehicle-to-Load) ტექნოლოგიაც აქვს, ანუ ავტომობილი შეიძლება, გარე ელექტრო მოწყობილობებისთვის გამოვიყენოთ. კემპინგზე ან მივლინებაში ეს ფუნქცია მომხმარებლისთვის ძალიან სასარგებლოა.

IONIQ 6 – საუკეთესო სედანი გრძელი მარშრუტებისთვის

IONIQ 6 სტრიმლაინერ სედანია – ფორმა, რომელიც აეროდინამიკას ემსახურება. ის ლოს-ანჯელესში 2022 წლის ნოემბერში წარადგინეს და IONIQ 5-ისგან როგორც გარეგნულად, ასევე პრიორიტეტებით განსხვავდება. თუ IONIQ 5-ის ძლიერი მხარე სივრცე და სიმძლავრეა, IONIQ 6-ის ძლიერი მხარე  გამართული, ეფექტური მოძრაობაა.

IONIQ 6-ის ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0.22-ია. ეს ელექტრომობილებში ძალიან კარგი მაჩვენებელია. 

ეს მოდელი, IONIQ 5-ის მსგავსად, E-GMP პლატფორმაზე დგას, რაც სწრაფი დატენვის შესაძლებლობას გულისხმობს. V2L ფუნქციაც ანალოგიურია. განსხვავება ძირითადად ფორმატსა და სივრცის განაწილებაშია: IONIQ 6 სედანია, ამიტომ ვის რომელი გამოადგება, დამოკიდებულია სად და როგორ გამოიყენებს. ვისაც გრძელი მარშრუტები და მაქსიმალური ეფექტურობა სჭირდება, IONIQ 6 ლოგიკური არჩევანია.

ეკო-მასალები – რა მოიაზრება ამ სიტყვაში?

Hyundai IONIQ-ის ხაზი ეკო-მეგობრული მასალების გამოყენებით გამოირჩევა.  სალონში გამოყენებულია გადამუშავებული პლასტმასის ბოთლები და სათევზაო ბადეები, სავარძლებზე – ეკოლოგიური ტყავი, კარებზე – მცენარეული ზეთები, ხოლო ექსტერიერი ბამბუკის ნახშირის პიგმენტური საღებავებითაა შეღებილი.

ეს ბევრი მყიდველისთვის გადამწყვეტი ფაქტორია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელექტრომობილების სეგმენტში ეს მიდგომა ჯერ კიდევ გამონაკლისს წარმოადგენს.

ტექნიკური მომსახურება – IONIQ-ის ფლობა პრაქტიკაში

ელექტრომობილის შესახებ დასმული ყველაზე გავრცელებული კითხვა სერვისს უკავშირდება. 

ბენზინზე მომუშავე მანქანას ყოველ 5.000-10.000 კილომეტრზე ზეთის გამოცვლა სჭირდება, ყოველ 30.000-ზე – ელემენტების შემოწმება. IONIQ 5-ს ეს ყველაფერი არ სჭირდება. 

ბატარეაზე Hyundai 10 წლიან ან 160.000-კილომეტრიან გარანტიას იძლევა. ეს ყველაზე ხშირად სადავო საკითხს, ბატარეის გამოყენების ხანგრძლივობას, წყვეტს. 

როგორ შეიძლება IONIQ-ის საქართველოში ჩამოყვანა?

IONIQ-ის ავტომობილები საქართველოში ახალი ან მეორადი სახით შეიძლება, შემოვიყვანოთ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც IONIQ 5 და IONIQ 6 ფართოდ იყიდება და მეორადი ბაზარიც კარგად განვითარებულია. ამ ბაზარზე ავტომობილების ბრუნვა მაღალია, ამიტომ კარგ მდგომარეობაში, გონივრულ მაჩვენებლებიანი მეორადი IONIQ-ის პოვნა შესაძლებელია.

მანქანების ჩამოყვანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან კარგად ნაცნობი პროცედურაა, რომელიც ავტომობილის მოძიებიდან და გადაზიდვიდან  განბაჟებამდე – ეტაპობრივად მიმდინარეობს. ელექტრომობილების შემოყვანისას განბაჟების კომპონენტებიც გათვალისწინებული უნდა იყოს – ეს ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე IONIQ-ის ფლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

თუ ყიდვა გადაწყვეტილია და მომხმარებელს სურს, პროცესი ვადების დაცვით მიმდინარეობდეს, “Carmark-ის” სწრაფი ავტო იმპორტი ის სერვისია, რომელიც ამ პროცედურების დიდ ნაწილს ითვისებს. 

რა გამოარჩევს IONIQ-ს?

Hyundai IONIQ ელექტრომობილების ბაზარზე ყველაზე კარგად დაბალანსებული ვარიანტებიდან ერთ-ერთია. 

სანამ კონკრეტულ მოდელს შეარჩევთ, მნიშვნელოვანია ორ კითხვას გასცეთ პასუხი: სად გამოიყენებთ ავტომობილს ყველაზე ხშირად და რა მართვის დიაპაზონი გჭირდებათ? სწორედ ეს ორი ფაქტორი IONIQ 5-სა და IONIQ 6-ს შორის სწორი არჩევანის გაკეთების საშუალებას მოგცემთ.

Hyundai IONIQ ის შემთხვევაა, სადაც ელექტრო ავტომობილმა კომპრომისი მინიმუმამდე დაიყვანა. E-GMP პლატფორმამ, სწრაფი დატენვის სისტემამ, ეკო-მეგობრულმა მასალებმა და MotorTrend-ის ჯილდომ ერთობლივად აჩვენა, რომ ეს ბრენდი ელექტრო ავტომობილების ბაზარზე ყველაზე სერიოზული მოთამაშეებიდან ერთ-ერთია. ეს კი მყიდველისთვის ბაზარზე ხელმისაწვდომი არჩევანია, თუ ამ პროცესში თქვენი პარტნიორი “ქარმარკი”, ავტო იმპორტის ქართული ბრენდი, იქნება. 

მსგავსი სტატიები

ავტო იმპორტი
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2026 ყველა უფლება დაცულია.

აღმოაჩინე

რესურსები