საქართველოს გზებზე ელექტრო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
საქართველოს გზებზე ელექტრო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში უკვე 7 ათასზე მეტი ელექტრომობილი დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით საშუალოდ 2000 ერთეულით მეტია. ეს ტენდენცია არ არის შემთხვევითი - ელექტრო მანქანები არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიურად მომგებიანი ალტერნატივაა.
ამ სტატიაში განვიხილავთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ელექტრო ავტომობილებზე საქართველოში - დაწყებული ბაზრის მიმოხილვით, დამთავრებული პრაქტიკული რჩევებით.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 4,711 ელექტრო ავტომობილის იმპორტი მოხდა, რაზეც ჯამში $91.6 მილიონი დაიხარჯა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82.7%-ით არის გაზრდილი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ერთი ელექტრომობილის საშუალო ღირებულება $19,442 შემცირდა - 2023 წელს ეს მაჩვენებელი $26,894 იყო. ეს გლობალური ტენდენციით აიხსნება - მეორად ბაზარზე ელექტრომობილების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა.
იმპორტი ძირითადად აშშ-დან (2,800 ერთეული), იაპონიიდან (785 ერთეული) და ჩინეთიდან (764 ერთეული) ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ავტო იმპორტის ზრდა განსაკუთრებით აშშ-დან შემოყვანილი ელექტრომანქანების ხარჯზე მოხდა - 2024 წლის 11 თვეში ამერიკიდან $47.4 მილიონი ღირებულების 2,800 ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.1-ჯერ მეტია.
რაც შეეხება ფასებს, ელექტრომობილების ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება წარმოშობის ქვეყნისა და მოდელის მიხედვით. მაგალითად, იაპონიიდან იმპორტირებული მოდელების საშუალო ღირებულება $6,752, ჩინეთიდან - $25,521, ხოლო გერმანიიდან - $66,677. ეს განსხვავება გამოწვეულია როგორც მოდელების, ასევე მათი ასაკისა და მდგომარეობის განსხვავებით. ბაზარზე შეინიშნება ახალი და მეორადი მანქანების ფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა, თუმცა ორივე სეგმენტში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი არჩევანი - დღესდღეობით უკვე საკმაოდ მარტივად შეიძლება ყველანაირ ბიუჯეტზე მორგებული მოდელის პოვნა.
ელექტრომობილის დამუხტვის არსებული ინფრასტრუქტურა დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. დამტენების ნაკლებობა დიდი ხნის განმავლობაში სფეროს განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაღობა იყო, თუმცა ბოლო წლებში ეს მიმართულება საქართველოში სწრაფი ტემპით ვითარდება.
2025 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით უკვე ასობით დამტენი სადგური ფუნქციონირებს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.
ახლა მთავარი პრობლემა ამ დამტენების გადანაწილებაა. მართალია ნელ-ნელა დაიწყო რეგიონების დაფარვაც - არის სადგურები აჭარას, იმერეთს, ქვემო ქართლს, კახეთს, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ძირითად საავტომობილო მაგისტრალებზე. თუმცა ლომის წილი მაინც თბილისზე მოდის და სფეროც ყველაზე აქტიურად დედაქალაქში ვითარდება - მერიამ 2024 წლის დასაწყისში გამოაცხადა აუქციონი 198 დამატებითი დამტენი სადგურის დამონტაჟებაზე. გამარჯვებული კომპანიები - „ქართლი ენერჯი" და „ბრბ სოლარი" - ვალდებულნი არიან, 10 წლის განმავლობაში უზრუნველყონ ამ დამტენი სადგურების გამართული მუშაობა. საქართველოში ძირითადად ორი ტიპის დამტენი სადგური გვხვდება:
ამჟამად გამოცხადებულია, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში 300 ახალი დამტენის ინტეგრაციას, რაც კიდევ უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალს დაფარავს. პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონულ ცენტრებსა და საკვანძო სატრანსპორტო მაგისტრალებს. თუმცა პროექტის კონკრეტული ვადები ჯერჯერობით არაა ცნობილი.
ელექტრომობილის მფლობელობისას მნიშვნელოვანია გათვალისწინოთ რამდენიმე პრაქტიკული ასპექტი, რომელიც გავლენას ახდენს ყოველდღიურ გამოცდილებასა და ხარჯებზე. ელექტრომობილის დამუხტვის ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალია ტრადიციულ საწვავთან შედარებით. საშუალო ზომის ელექტრომობილის (დაახლოებით 64 კვტ/სთ ელემენტი) სრული დამუხტვა სახლში დაახლოებით 11.5 ლარი ჯდება, მაშინ როცა ანალოგიური კლასის ბენზინის ან დიზელის ავტომობილის ავზის შევსება 40-50 ლარი ღირს. ეს ეკონომია განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ინტენსიური მოხმარებისას.
დამუხტვის ხარჯი განსხვავდება დამტენის ტიპისა და ლოკაციის მიხედვით. სახლში სტანდარტული 220 ვოლტიანი როზეტით დამუხტვა ყველაზე იაფია - დაახლოებით 0.20 ლარი/კვტ.სთ. მე-2 დონის საჯარო დამტენზე ფასი 0.6-დან 0.8 ლარამდე მერყეობს კვტ.სთ-ზე, ხოლო სწრაფ DC დამტენზე - 0.85-დან 1 ლარამდე.
ელექტრომობილების> მოვლა-შენახვის ხარჯებიც, როგორც წესი, ნაკლებია ტრადიციულ ავტომობილებთან შედარებით. ელექტრო მანქანას არ სჭირდება ზეთის, საწვავის ფილტრების შეცვლა და გადაცემათა კოლოფის მომსახურება, რაც იწვევს საერთო სერვისის ხარჯების შემცირებას. ამასთან, რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემის წყალობით, სამუხრუჭე ხუნდები და დისკები ნაკლებად ცვდება, რაც კიდევ უფრო ამცირებს სერვისის ხარჯებს. თუმცა გარკვეული კომპონენტები, როგორიცაა საბურავები, ამორტიზატორები და კონდიცირების სისტემა, ისევე საჭიროებს მოვლას, როგორც ტრადიციულ ავტომობილებში.
ჯერჯერობით შედარებით ლიმიტირებულია საქართველოში ისეთი სერვის ცენტრები, სადაც ელექტრომობილებისთვის სპეციალიზებული კვალიფიციური მომსახურების მიღებაა შესაძლებელი, თუმცა გზებზე ელექტრო მანქანების რაოდენობის მატებასთან ერთად ეს მიმართულებაც საკმაოდ აქტიურად ვითარდება. ასევე, ნამდვილად სანდო ავტო იმპორტიორი კომპანია აუცილებლად შემოგთავაზებთ კომპლექსურ მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც დაგაკვალიანებთ ელექტროავტომობილისთვის საჭირო სერვისებზე, რაც ბევრად გაგიმარტივებთ მომავალში მის მოვლას.
პირველ რიგში, როგორც უკვე ვახსნეთ, ელექტრო მობილის ფლობა მნიშვნელოვანი ეკონომიაა - ელექტრომობილის დამუხტვა 3-4-ჯერ იაფი ჯდება, ვიდრე ანალოგიური კლასის ბენზინის ან დიზელის ავტომობილის საწვავით შევსება. ასევე, ელექტრომობილები როგორც წესი მოითხოვენ ნაკლებ ტექნიკურ მომსახურებას, რაც ამცირებს საერთო საექსპლუატაციო ხარჯებს.
ელექტრო ავტომობილის ძირითადი ღირსება ნულოვანი გამონაბოლქვია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქალაქებისთვის, როგორიც თბილისია, სადაც ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა. დამატებითი სარგებელია ელექტრომობილის დამუხტვის შესაძლებლობა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან (მზის, ქარის, ჰიდრო ენერგია), რაც კიდევ უფრო ამცირებს მათ ეკოლოგიურ კვალს.
საქართველოს კლიმატური პირობები გარკვეულ გამოწვევებს ქმნის ელექტრომობილებისთვის. ზამთარში, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, დაბალი ტემპერატურა ამცირებს ელემენტის ეფექტურობასა და გადაადგილების დიაპაზონს 20-30%-ით. გათბობის სისტემის გამოყენება სტანდარტულზე მეტ ენერგიას მოიხმარს, რაც ასევე ამცირებს ტერიტორიის დაფარვას.
მთიან გზებზე ელექტრომობილები მეტ ენერგიას მოიხმარენ აღმართებზე, თუმცა დაღმართზე, რეგენერაციული დამუხრუჭების წყალობით, ენერგიის ნაწილი კვლავ გროვდება ელემენტში, რაც ნაწილობრივ აბალანსებს ენერგიის ხარჯს.
ასევე, როგორც უკვე ვახსენეთ, დამტენი სადგურების ქსელი ჯერ კიდევ არათანაბრად არის განაწილებული - რეგიონებში და განსაკუთრებით მცირე დასახლებულ პუნქტებში მათი სერიოზული ნაკლებობაა. რთულია სპეციალიზებული მომსახურების მიღებაც - კვალიფიციური სერვის-ცენტრები ძირითადად თბილისშია კონცენტრირებული.
ამასთან ზოგიერთი მოდელის სათადარიგო ნაწილები შეიძლება შეზღუდულად იყოს ხელმისაწვდომი, რაც ზრდის მიწოდების დროსა და ხარჯებს.
თუ ყველა არსებული გამოწვევის მიუხედავად მაინც ფიქრობთ ელექტრომობილის შეძენას, მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორი აირჩიოთ. CarMark, რომელიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს, სპეციალიზდება აშშ-დან ავტო აუქციონის საშუალებით ავტომობილების იმპორტზე. კომპანიის გამოცდილმა გუნდმა უკვე შემოიყვანა 20,000-ზე მეტი ავტომობილი - და დღესდღეობით ელექტრომობილების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შემომყვანია.
CarMark თანამშრომლობს სფეროს წამყვან კომპანიებთან და უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს. კომპანიის დახმარებით ელექტრომობილის შეძენა გაძლევთ მნიშვნელოვან უპირატესობებს - პროფესიონალურ ტექნიკურ შემოწმებას, გამჭვირვალობას ავტომობილის ისტორიასთან დაკავშირებით და იურიდიულ უსაფრთხოებას. როდესაც ჩვენი მომსახურებით სარგებლობთ, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ავტომობილი სრულიად სანდოა. იარეთ მშვიდად.
რესურსები