
ქართული იმპორტის ბაზარი ორ მთავარ მიმართულებაზე დაყრდნობით ვითარდება – ამერიკა და იაპონია. ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისგან ძირეულად განსხვავებულ სავაჭრო გარემოს, ტექნიკური გამჭვირვალობის სისტემასა და მანქანის ისტორიის შენახვის ლოგიკას გვთავაზობს. შესაბამისად, „იაპონური მანქანა თუ ამერიკული" კითხვას ერთი ზოგადი პასუხი არ გამოადგება, ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული მყიდველის პრიორიტეტები განსაზღვრავს, რომელი ბაზარი სჯობს.
ამერიკული ბაზრის მთავარი უპირატესობა მისი მოცულობა და მრავალფეროვნებაა. Copart, IAAI, Manheim, ACV, Adesa – ეს მხოლოდ ძირითადი პლატფორმებია, სადაც ყოველ წელს მილიონობით მანქანა იყიდება. ამ ბაზარზე ნებისმიერი კლასის, ასაკის, საწვავის ტიპისა და ბიუჯეტის მანქანას შეხვდებით. VIN კოდის საფუძველზე Carfax-ისა და AutoCheck-ის ანგარიშები ყიდვამდე ამოწმებს ნებისმიერი მანქანის ისტორიას – სადაზღვევო შემთხვევებს, გარბენის შესაბამისობას, სარეგისტრაციო ჩანაწერებს. ეს ქმნის სანდო, ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მანქანას პირველად ყიდულობს.
იაპონური ბაზარი სხვაგვარად მუშაობს – USS, JAA, TAA, JU – ეს პლატფორმები, ძირითადად, 3-5 წლის, ტექნიკურად მოვლილ მანქანებს გვთავაზობს. ამის მიზეზი ე.წ. „შაკენია" – ეროვნული ინსპექციის სისტემა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ძვირდება და მფლობელებს ხშირად ახლის ყიდვისკენ უბიძგებს.
ამერიკული ბაზარი VIN-ზე დაყრდნობით მუშაობს. ეს სისტემა ობიექტურია – ანგარიში ავტომატურად გენერირდება და ხელით ვერ ცვლიან. თუმცა VIN ყოველთვის სრულ სურათს არ გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ფოტოების ანალიზი ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა.
ავტო იმპორტი იაპონიიდან სხვაგვარად მუშაობს. ყოველ მანქანას ახლავს „აუქციონის ფურცელი", ექსპერტის მიერ შედგენილი დოკუმენტი, სადაც ყველა ხარვეზი კოდებითაა მითითებული. A1 – მსუბუქი ნაკაწრია, A3 – ღრმა, S1 – ზედაპირული ჟანგია, S3 კი – სტრუქტურული კოროზია. ამ კოდების სწორი წაკითხვა გამოცდილებას მოითხოვს.
ეს ის პარამეტრია, სადაც ორი ბაზარი ყველაზე თვალსაჩინოდ განსხვავდება.
ამერიკიდან საქართველომდე მანქანა, ჩვეულებრივ, 2-2.5 თვეში ჩამოდის. იაპონიის შემთხვევაში, ვითარება განსხვავებულია. პორტიდან გემი ინდოეთის ოკეანეს, შემდეგ კი აფრიკის კონტინენტს შემოუვლის და შავი ზღვის გავლით ფოთამდე ან ბათუმამდე მოდის. ეს მარშრუტი სტაბილურია, მაგრამ გრძელი – ლოდინი საშუალოდ 5 თვეს გრძელდება.
ქართული საბაჟო კანონმდებლობა მანქანის წარმოშობის ქვეყანას არ განასხვავებს. განმსაზღვრელი პარამეტრებია: ძრავის მოცულობა, საწვავის ტიპი, ასაკი და ეკო-კლასი. ბენზინის მანქანებს ეკისრება გადასახადი, რომელიც ძრავის მოცულობისა და ასაკის მიხედვით პროგრესიულად იზრდება. დიზელის შემთხვევაში წესი ბევრად მკაცრია – ის Euro 5 სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.
ავტო იმპორტი ამერიკიდან ფასის სპექტრით გამოირჩევა. Copart-ზე დაზიანებული მანქანების ფასი ხშირად მნიშვნელოვნად დაბალია. Manheim და AutoNation მომხმარებლებს ახალ ან დაბალი გარბენის მანქანებს სთავაზობს, რაც ფასს ბუნებრივად ზრდის. ჯამური ხარჯი კი ყოველთვის ერთი ფორმულით ითვლება – აუქციონის ფასი, ადგილობრივი ლოჯისტიკა, საზღვაო გადაზიდვა, ტერმინალური მოსახადები და ქართული საბაჟო.
იაპონურ ბაზარზე ძირითადად ავტომობილები ტექნიკურად კარგ მდგომარეობაშია. ჰიბრიდების სეგმენტში – Prius, Aqua, RAV4 Hybrid – იაპონური ბაზარი კარგი შესაძლებლობაა ხშირად ისეთი მოდელების შეძენისთვის, რომლებიც ამერიკულ პლატფორმებზე ნაკლებად გვხვდება.
მანქანის ჩამოყვანის ფასის გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ განბაჟების კალკულატორი.
ავტო იმპორტი საქართველოში რთული პროცესი აღარაა იმ შემთხვევაში, თუ სანდო პარტნიორს შეარჩევთ.
ვინც ფასს პრიორიტეტად აქცევს და ფართო არჩევანს ეძებს – ამერიკული ბაზარი ამ პარამეტრებით უფრო მისაღებია.
ვინც ჰიბრიდს ეძებს კარგ ტექნიკურ მდგომარეობაშ ან ისეთ მოდელს, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ნაკლებად გვხვდება – იაპონური ბაზარი ამ სეგმენტში გამართლებული არჩევანია. 5 თვიანი ლოდინი კი ის ნაწილია, რომელიც პროცესის დასაწყისიდანვე გათვალისწინებული უნდა იყოს.
ორი ბაზარი ერთმანეთის კონკურენტი კი არ არის, რადგან განსხვავებული მყიდველების საჭიროებებს პასუხობს. სწორი არჩევანი კონკრეტული მოდელის, ბიუჯეტის, ვადისა და ლოდინის დროის გათვალისწინებით კომპანია “ქარმარკთან” ერთად კეთდება.
აღმოაჩინე
რესურსები