ტოპ 10 საუკეთესო მანქანა იმპორტისთვის 2026 წელს

ტოპ 10 საუკეთესო მანქანა იმპორტისთვის 2026 წელს

 

2026 წლიდან ქართულ საავტომობილო ბაზარზე ახალი წესები ამოქმედდა. ვინც ამ პერიოდში მანქანის ჩამოყვანას გეგმავს, აინტერესებს, რომელი მოდელის შეძენა ღირს ახლა. 

1 აპრილიდან 6 წელზე ძველი მანქანის განბაჟებაზე სხვა ტარიფი იმოქმედებს, რაც მანამდე არსებულს 5-6-ჯერ აღემატება. გამონაკლისი მხოლოდ ელექტრომობილებს ეხება. ისინი ამ შეზღუდვის მიღმა რჩება. 

იმპორტისთვის ტოპ 10 საუკეთესო მანქანის სია 2025 წლის Vehicle Dependability Study-ის კვლევას, რომელმაც 34,000-ზე მეტი მანქანის მფლობელის გამოცდილება შეაჯამა და ასევე, ქართული ბაზრის 2024 წლის გაყიდვების სტატისტიკას ეყრდნობა. ამ კონტექსტში ჩინური მოდელები ახალი კანონის პირობებში ყველაზე კარგ ვარიანტად იქცევა. 


Toyota RAV4 – 2020-2025

ის ქართულ ბაზარზე 2024 წელს ყველაზე გაყიდვადი მოდელი და J.D. Power-ის მიხედვით, compact SUV კატეგორიის საიმედოობის გამარჯვებულია. ჰიბრიდული ვერსია Euro 5-ის სტანდარტს პასუხობს, ამერიკული ბაზრიდან ჩამოყვანა კი საკმაოდ გავრცელებული მარშრუტია. 

Toyota Corolla – 2020-2025

2024 წელს ქართულ ბაზარზე გაყიდვებით მეორე ადგილზე იყო და J.D. Power-ის compact car კატეგორიის გამარჯვებულია. ტექნიკური მომსახურება ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში ხელმისაწვდომია, რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავდაპირველი ფასი.

Toyota Camry – 2020-2025

ის Midsize car კატეგორიის J.D. Power-ის გამარჯვებულია. Toyota, როგორც ბრენდი, 162 PP100-ით ინდუსტრიის საიმედოობის მე-4 ადგილზეა. Camry გრძელ მარშრუტებსა და ყოველდღიურ ექსპლუატაციას თანაბრად კარგად ეგუება.

Lexus GX – 2020-2025

Lexus, საიმედოობის თვალსაზრისით, მთელი ინდუსტრიის №1 ბრენდია. ის GX premium midsize SUV კატეგორიის გამარჯვებულია. ქართული გზების პირობებში, სადაც ზედაპირი ყოველთვის სტანდარტული არ არის, GX-ის ground clearance და ტექნიკური გამძლეობა ყოველდღიურ პრაქტიკაში ვლინდება.

Hyundai Kona – 2024-2026

Hyundai Kona არის კომპაქტური და პოპულარული მანქანაა, რომელიც საქართველოში სამ ძირითად ვერსიაში არის ხელმისაწვდომი: ბენზინის ძრავით, ჰიბრიდული და სრულად ელექტრო. ავტომობილი თანამედროვე დიზაინით, მაღალი ტექნოლოგიური აღჭურვილობითა და ქალაქში გადაადგილების სიმარტივით გამოირჩევა.

Kia Niro – 2023-2025

Kia Niro ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და ეკონომიური კომპაქტური ავტომობილია, რომელიც ქალაქში გადასაადგილებლად განსაკუთრებით პოპულარულია. ის საწვავის დაბალი მოხმარებითა და მრავალფეროვანი ტექნოლოგიებით გამოირჩევა.

Toyota Sienna – 2021-2025

Toyota Sienna Minivan კატეგორიის J.D. Power-ის გამარჯვებულია და მისი AWD ჰიბრიდული ვერსია Euro 5-ს პასუხობს. 8 ადგილი, ჰიბრიდული ძრავი და Toyota-ს სტატისტიკა ერთ მოდელში გვხვდება. ის ოჯახებისთვის საკმაოდ პრაქტიკული და კომფორტული ვარიანტია და იმსახურებს ყურადღებას. 


ჩინური მანქანები ახალი კანონის პირობებში

ახალი 6-წლიანი შეზღუდვა ელექტრომობილებს არ ეხება. ეს ჩინური EV-ების პოზიციას მნიშვნელოვნად ცვლის, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 2025 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 83%-ით გაიზარდა. მანქანის ჩამოყვანა ჩინეთიდან ამ სეგმენტში სულ უფრო გავრცელებული მიმართულება ხდება.

BYD Atto 3 / BYD Seal – 2022-2025

BYD დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ელექტრო ბრენდია. Atto 3 compact SUV სეგმენტშია. ორივე ელექტრულია და ორივე 6-წლიანი შეზღუდვის მიღმაა. ბატარეის მოცულობით ისინი ევროპულ ბაზარზე სერიოზულ კონკურენტებს ეჯიბრება.

Chery Tiggo 7 Pro / 8 Pro – 2021–2025

Chery ქართულ ბაზარზე მომხმარებელმა უკვე შენიშნა. Tiggo 7 Pro და 8 Pro compact და midsize SUV სეგმენტებში ძრავის ტექნიკური მახასიათებლებით ის იაპონურ კონკურენტებს ეჯიბრება, კომპლექტაციის სიმდიდრე კი ფასსა და მოცულობას შორის ბალანსს ქმნის და  Euro 5-ს შეესაბამება.

Geely Coolray – 2020-2025

Geely ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივი ტექნიკური ბაზით მუშაობს – Coolray ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი შედეგია. Small SUV სეგმენტში ის ტექნიკური საიმედოობით გამოირჩევა. ჩინეთიდან ჩამოყვანა კი, სანდო პარტნიორთან ერთად, საკმაოდ ხელმისაწვდომია.


  სწორი არჩევანი ავტო იმპორტის კომპანიასთან ერთად

სიაში Toyota-ს ოთხი მოდელი, Lexus, Chevrolet, Nissan და სამი ჩინური ბრენდია. ეს პროპორცია შემთხვევითი არ არის. J.D. Power-ის კვლევა ჩინურ ბრენდებს ჯერ სრულად არ მოიცავს, მათი ბაზარი ჯერ კიდევ ახალია დასავლური მეთოდოლოგიისთვის. მაგრამ ახალი კანონის პირობებში, სადაც ელექტრომობილები შეზღუდვის გარეშე შემოდის, BYD, Chery-სა და Geely-ს ამ სიაში დამსახურებული ადგილი აქვს. 

ვისაც 2020-2025 წლის ბიუჯეტური, მაგრამ ტექნიკურად სანდო ვარიანტი სჭირდება, Toyota-ს ხაზი კვლავ ყველაზე კარგად გამოცდილი არჩევანია. ვისაც ელექტრო სეგმენტი აინტერესებს ან ჩინური ბაზრიდან ჩამოყვანას განიხილავს, უნდა იცოდეს, რომ მანქანის ჩამოყვანა ჩინეთიდან ახლა უფრო მარტივად შესაძლებელია, ვიდრე ადრე. ავტო იმპორტის კომპანია “ქარმარკი” ორივე მიმართულებით მუშაობს და კონკრეტული მოდელის შერჩევა და მის იმპორტირებაზე ზრუნვა  ინდივიდუალური კონსულტაციის შედეგადაა შესაძლებელი. 


 

მსგავსი სტატიები

ავტო იმპორტი
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2026 ყველა უფლება დაცულია.

აღმოაჩინე

რესურსები