ისწავლეთ ავტომობილის აუქციონის ტერმინები Carmark-თან ერთად

ისწავლეთ ავტომობილის აუქციონის ტერმინები Carmark-თან ერთად

ავტოაუქციონები სასურველი ავტომობილის შეძენის მიმზიდველი გზაა, თუმცა ამ სამყაროს თავისი, ხშირად დამაბნეველი ენა აქვს. ავტო იმპორტიორი კომპანია Carmark-ი დაგეხმარებათ გაერკვეთ იმ საკვანძო ტერმინებში, რომელთა ცოდნაც აუქციონზე თავდაჯერებულ ნავიგაციასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ამიტომ, თუ ავტომობილის ყიდვა აუქციონზე გაქვთ გადაწყვეტილი, განაგრძეთ ბლოგის კითხვა. 

სად იყიდება მანქანები და ვინ ყიდის: აუქციონის ტიპები

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყველა ავტომობილის აუქციონი ერთნაირი არ არის. მათ შორის არსებული განსხვავებების ცოდნა მნიშვნელოვანია მაშინ, როცა რომელიმე ქვეყნიდან, მაგალითად, ამერიკიდან ავტომობილის ჩამოყვანა გაქვთ გადაწყვეტილი. 

არსებობს საჯარო აუქციონები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი და სადაც მონაწილეობისთვის სპეციალური ლიცენზია საჭირო არ არის. აქ ხშირად შეხვდებით ფინანსური ინსტიტუტების მიერ რეალიზებულ, ყოფილ სამთავრობო, ან დილერებისგან შემოსულ მეორად ავტომობილებს. 

მეორე მხარეს არის დილერებისთვის განკუთვნილი აუქციონები (Dealer-Only Auctions), რომლებიც, როგორც სახელი მიუთითებს, მხოლოდ ლიცენზირებული ავტოდილერებისთვისაა. აქ გარემო უფრო კონტროლირებადი და შეზღუდულია. ასეთ აუქციონებზე ძირითადად ახალი მოდელები, მაღალი მოთხოვნის მქონე ავტომობილები, ლიზინგიდან დაბრუნებული მანქანები და დილერებს შორის გასაცვლელი ავტომობილები იყიდება. 

საინტერესოა კონსიგნაციის (Consignment) პროცესიც. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის მფლობელი (კონსიგნანტი) თავის მანქანას  გასაყიდად აუქციონს ანდობს. კონსიგნანტები შეიძლება იყვნენ როგორც კერძო პირები, ასევე ავტოდილერები, მწარმოებლები, ბანკები ან სამთავრობო უწყებები. აუქციონის წარმომადგენლობა ამ დროს ნეიტრალური მოვაჭრის როლს ასრულებს. 

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სამაშველო აუქციონები (Salvage Auctions), რომლებსაც ხშირად სადაზღვევო ავტოაუქციონებსაც უწოდებენ. აქ, როგორც წესი, სადაზღვევო კომპანიები იმ ავტომობილებს ყიდიან, რომლებიც salvage სტატუსის მატარებელია. ამ სტატუსს ავტომობილი სერიოზული დაზიანების, ქურდობის, წყალში ჩაძირვის ან სხვა კატასტროფის შემდეგ იღებს. ამისათვის საჭიროა, სადაზღვევო კომპანიამ დაადასტუროს, რომ შეკეთების ხარჯები დაზიანებამდე არსებული ღირებულების გარკვეულ პროცენტს აჭარბებს. ასეთ ავტომობილებს მინიჭებული აქვს salvage title და, როგორც წესი, მასშტაბურ შეკეთებას საჭიროებს.

სტრატეგიული ტერმინები, რომლებიც შეთავაზების შედეგს განსაზღვრავს

აუქციონზე ვაჭრობის პროცესს თავისი, ხშირად არაცხადი, წესები აქვს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ცნებაა სარეზერვო ფასი (Reserve Price). ეს არის კონფიდენციალური მინიმალური თანხა, რომელზე ნაკლებადაც გამყიდველი გარიგებას არ დათანხმდება. თუ ვაჭრობა ამ ფასს ვერ მიაღწევს, შეიძლება ავტომობილი აუქციონიდან მოიხსნას. მაშინ, როცა სარეზერვო ფასი მიუღწეველია, აუქციონები ამას შემდეგი ფრაზებით აცხადებენ — "on the market" ან "selling". 

არანაკლებ საინტერესოა "If Sale" / "On Approval" / "Subject to Confirmation" სტატუსი. ეს სიტუაცია იქმნება მაშინ, როდესაც ავტომობილზე უმაღლესი შეთავაზება გამყიდველის მიერ დაწესებულ მინიმალურ ფასზე (floor price) ან სარეზერვო ფასზე დაბალია. ნაცვლად იმისა, რომ ავტომობილი დაუყოვნებლივ ჩაიხსნას აუქციონიდან, შეთავაზება ,,პირობითად” მიიღება. მაგალითად, თუ გამყიდველის მიერ ავტომობილზე დაწესებული მინიმალური ფასი 10,000 დოლარია, აუქციონზე კი უმაღლესი შეთავაზება 9,500 დოლარი დაფიქსირდა, ის "If Sale" სტატუსს მიიღებს. ამის შემდეგ გამყიდველს აქვს განსაზღვრული პერიოდი, მაგალითად, აუქციონის დღის ბოლომდე ან მომდევნო სამუშაო დღის გარკვეულ პერიოდამდე, რათა გადაწყვიტოს, დათანხმდეს 9,500 დოლარად გაყიდვას თუ არა.

თანამედროვე, განსაკუთრებით ონლაინ აუქციონებზე, აქტიურად გამოიყენება Proxy Bidding, რომელსაც ასევე შეიძლება დაუსწრებელი შეთავაზება absentee bid ან მაქსიმალური შეთავაზება maximum bid ეწოდოს. ეს ფუნქცია მყიდველს საშუალებას აძლევს, აუქციონის დაწყებამდე ან მის განმავლობაში, წინასწარ დააფიქსიროს მაქსიმალური თანხა, რომლის გადახდასაც ის აპირებს. ამის შემდეგ, აუქციონის ავტომატური სისტემა, მყიდველის ნაცვლად, ეტაპობრივად ზრდის შეთავაზებას მინიმალური ოდენობით – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე სხვა მონაწილეებიც აქტიურად ვაჭრობენ და მხოლოდ იმ მაქსიმალურ ზღვრამდე, რომელიც მყიდველმა წინასწარ მიუთითა.  სისტემა განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც მანქანის ყიდვას აუქციონზე გეოგრაფიული სიშორის გამო პირადად ვერ ესწრება, მაგალითად, ავტომობილის იმპორტი იაპონიიდან ან ამერიკიდან თუ გაქვთ დაგეგმილი.

​​მაგალითად, თუ ამერიკულ აუქციონზე ავტომობილის შესაძენად მაქსიმუმ 5,000 დოლარის გადახდას გეგმავთ, შეგიძლიათ ეს თანხა თქვენს Proxy Bid-ში (მაქსიმალურ შეთავაზებაში) წინასწარ მიუთითოთ. აუქციონის მსვლელობისას, სისტემა თქვენ მაგივრად ავტომატურად გაზრდის შეთავაზებას მინიმალური თანხით, თუმცა არასდროს ასცდება თქვენ მიერ დაწესებულ 5,000-დოლარიან ლიმიტს. თუ კონკურენტების საბოლოო შეთავაზება 4,700 დოლარი იქნება, თქვენი სისტემა ავტომატურად დააფიქსირებს, პირობითად, 4,800 დოლარს და სწორედ ამ ფასად მოიგებთ ავტომობილს, მიუხედავად იმისა, რომ 5,000 დოლარის გადახდისთვისაც მზად იყავით.

თუ ავტომობილზე შეთავაზებები არ აღწევს სარეზერვო ფასს, ან აუქციონერი სხვა მიზეზების გამო არ იღებს შეთავაზებებს, ავტომობილზე ცხადდება No-Sale / Passed In. ამ შემთხვევაში, ზოგჯერ თავად აუქციონის წარმომადგენლობა ერთვება პროცესში და ხელს უწყობს მოლაპარაკებებს უმაღლესი თანხის შემთავაზებელსა და გამყიდველს შორის. 

ავტოაუქციონის ტერმინები, რომლებიც მანქანის მდგომარეობას აფასებს 

საერთაშორისო ბაზრიდან, პირობითად, გერმანიიდან ავტომობილის ჩამოყვანა წარმოუდგენელია მისი მდგომარეობის შეფასების გარეშე. ეს საკითხი სპეციალური სტატუსებით განისაზღვრება. მაგალითად, ფუნდამენტური ტერმინია  — "As-Is".  როდესაც ავტომობილი ამ პირობით იყიდება, ეს ნიშნავს, რომ მყიდველი იძენს მას ზუსტად იმ მიმდინარე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის იმყოფება გაყიდვის მომენტში, ყველა არსებული ხარვეზით, იქნება ეს აშკარა თუ ფარული. ამ ტიპის გარიგების შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ არანაირი გარანტია, სრულ პასუხისმგებლობას იღებთ ნებისმიერი პრობლემისა თუ საჭიროების არსებობის შემთხვევაში. ეს პირობა ხშირად ავტომატურად ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომლებიც გარკვეულ ფასზე (მაგალითად, ზოგიერთ აუქციონზე 3000 აშშ დოლარზე) ნაკლებად იყიდება.

აუქციონებზე ხშირად გამოიყენება ტერმინი "Run & Drive". ეს მიანიშნებს, რომ ავტომობილი და მისი ძირითადი სისტემები — ძრავა, ტრანსმისია, წამყვანი თვლები — გაყიდვის მომენტში გამართულად ითვლება. 

ოდომეტრის ჩვენებასთან დაკავშირებით ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ სტატუსებს: 

  • TMU (True Mileage Unknown) — ოდომეტრის ჩვენება არაზუსტად ითვლება ან მასზე დაყრდნობა შეუძლებელია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ოდომეტრის გაუმართაობით, მისი შეცვლით, ან, ზოგიერთ თაღლითურ შემთხვევაში, გარბენის უკანონო დაწევით;
  • EML (Exceeds Mechanical Limits) — იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ავტომობილის რეალური გარბენი აღემატება იმას, რისი ჩვენებაც ოდომეტრს შეუძლია. ეს ძირითადად ძველ, 5 ნიშნა ოდომეტრის მქონე ავტომობილებს ეხება, რომლებიც 99,999 მილის შემდეგ ნულდება.

საკუთრების უფლების, ანუ ტაიტლის (Title) სტატუსი, კრიტიკულ ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, Salvage Title მიუთითებს, რომ ავტომობილმა ისეთი სერიოზული დაზიანება მიიღო, რომ სადაზღვევო კომპანიამ მისი შეკეთება ეკონომიკურად გაუმართლებლად მიიჩნია და ტოტალურ ზარალად გამოაცხადა. თუმცა, თუ ასეთი ავტომობილი შეკეთდება და გაივლის შტატის მიერ დადგენილ მკაცრ ინსპექტირების პროცესს, მას შეიძლება მიენიჭოს Rebuilt/Reconstructed Title. ეს ნიშნავს, რომ ის კვლავ გზისთვის ვარგისად ითვლება, მაგრამ მისი სამაშველო ისტორია მუდმივად რჩება ავტომობილის დოკუმენტაციაში. 

აუქციონებზე ხშირად შეხვდებით ტერმინს — "Title Absent". ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის გასაყიდად საჭირო, გადასაცემი ტაიტლის დოკუმენტი გაყიდვის მომენტში აუქციონზე არ იმყოფება. გამყიდველს (კონსიგნორს) აქვს შეზღუდული პერიოდი, ხშირად აუქციონის პოლიტიკით ან შტატის კანონმდებლობით განსაზღვრული (მაგალითად, 30 დღე), რათა უზრუნველყოს ვალიდური ტაიტლის აუქციონისთვის მიწოდება. 

მანქანის მდგომარეობისა და ისტორიისა შესაფასებლად გამოიყენება სპეციალური კოდი. ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციისათვის წაიკითხეთ ბლოგი — ავტომობილის VIN კოდი.  

ამ და სხვა მრავალმა, ერთი შეხედვით უცხო ტერმინმა, რომლებიც შესაძლოა ავტოაუქციონებზე შეგხვდეთ, არ შეგაშინოთ — Carmark-ის წარმომადგენლები თითოეული მათგანის მნიშვნელობასა და ყველა ნიუანსს დეტალურად აგიხსნიან.

Light system: რას ნიშნავს ეს ფერები?

აუქციონზე, როდესაც მანქანა იყიდება, მის გვერდით შეიძლება შენიშნოთ ფერადი ნიშანი ე.წ. შუქი – მწვანე, ყვითელი, წითელი ან ლურჯი —, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. თითოეული ფერი აღნიშნავს მანქანის მდგომარეობას და გვაწვდი ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა პირობით ვყიდულობთ მას. 

აი, რას გვეუბნება თითოეული ფერი:

  • მწვანე შუქი: ეს ფერი, როგორც წესი, დადებით სიგნალს იძლევა და Run & Drive სტატუსთან ასოცირდება. ის მიანიშნებს, რომ მანქანის ძირითადი მექანიკური ნაწილები, როგორიცაა ძრავა და გადაცემათა კოლოფი გამართულად მუშაობს. 
  • ყვითელი შუქი: ეს გამაფრთხილებელი ნიშანია, რა დროსაც არის ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე. როცა ყვითელი შუქი ანთია, აუქციონერი აკეთებს სპეციალურ განცხადებას მანქანის შესახებ. ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია რაიმე კონკრეტულ ნაკლზე, მაგალითად, იმის შესახებ, რომ გადაცემათა კოლოფს პრობლემა აქვს. თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაფრთხილებული ხართ ამ პრობლემის შესახებ. შესაბამისად, თუ მანქანას იყიდით, შემდეგ ამ კონკრეტული, უკვე ნათქვამი პრობლემის გამო პრეტენზიას ვეღარ გამოთქვამთ.
  • წითელი შუქი: ეს ფერი აღნიშნავს "როგორც არის" (As-Is) პირობას, რომელიც ბლოგში უკვე განვიხილეთ. ის მიუთითებს, რომ მანქანა იყიდება გარანტიის გარეშე, ყველა შესაძლო ხარვეზით, და მყიდველი იღებს სრულ პასუხისმგებლობას.
  • ლურჯი შუქი: ეს ფერი პირდაპირ უკავშირდება "Title Absent" სტატუსთან. ლურჯი შუქი გვატყობინებს, რომ მანქანის მთავარი დოკუმენტი, ტაიტლი, ამჟამად აუქციონზე არ არის და მის მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება.


მანქანის აუქციონის ტერმინები, რომლებიც ფინანსურ მოსაკრებლებს უკავშირდება 

აუქციონზე მანქანის მოგებისას, საბოლოო გადასახდელი თანხა ხშირად ვაჭრობის დასრულების ფასს აღემატება. ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ მანქანის აუქციონის ტერმინები, რომლებიც ამ მიმართულებით ყველაზე გავრცელებულია: 

  • Buyer's Premium: ეს არის აუქციონის მიერ დაწესებული დამატებითი მოსაკრებელი ე.წ. მომსახურების საფასური, რომელიც, როგორც წესი, მოგებული ფასის პროცენტია (ხშირად 5-20%+);
  • Doc Fee: ამ თანხით იფარება გაყიდვის დოკუმენტაციის (კონტრაქტი, ტაიტლის განაცხადი) მომზადების ხარჯები;
  • Auction Deposit: ბევრი ავტომობილის აუქციონი მონაწილეობისთვის ითხოვს ამ თანხას, რომელიც ავტომობილის შეძენის სერიოზული განზრახვის დასტურია;
  • Payment Terms: აუქციონებს აქვთ მკაცრი ვადები (ხშირად 24-72 საათი) და გადახდის მეთოდები. მათი დარღვევა შეიძლება პრობლემების მიზეზი გახდეს;
  • შესაძლო დამატებითი ხარჯები: გაითვალისწინეთ, რომ მანქანის დათქმულ დროში გაუყვანლობის შეიძლება დაგეკისროთ შენახვის მოსაკრებელი (Storage Fee), ხოლო გადახდის დაგვიანებისთვის – დაგვიანებული გადახდის მოსაკრებელი (Late Payment Fee).

არ აქვს მნიშვნელობა, გეგმავთ თუ არა ავტომობილების იმპორტს ამერიკიდან, ევროპიდან, თუ აზიიდან – ინფორმირებულობა ყოველთვის საუკეთესო სტრატეგიაა გონივრული და წარმატებული შენაძენის გასაკეთებლად. ამიტომ, როცა ამ პროცესს შეუდგებით ამ ბლოგით იხელმძღვანელეთ. თუმცა, ჩვენ მაინც გვგონია, რომ ასეთი საპასუხისმგებლო საქმე პროფესიონალებს უნდა მიანდოთ და, რა თქმა უნდა, Carmark-ის პროფესიონალი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ — ჩვენთან ერთად აქციეთ საოცნებო ავტომობილის შეძენა მარტივ, სასიამოვნო გამოცდილებად.

მსგავსი სტატიები

თქვენი საოცნებო ავტომოგზაურობა
იწყება ჩვენი გამოცდილებით

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2025 ყველა უფლება დაცულია.

რესურსები