VIN კოდი გეხმარება ნახო მანქანის სრული ისტორია: ავარიები, მფლობელები, გარბენი და სტატუსი.
ყველა მანქანას აქვს თავისი უნიკალური ე.წ „თითის ანაბეჭდი“ – კოდი, რომელიც ავტომობილის წარმომავლობას და ხშირად, მთელ განვლილ გზასაც კი ინახავს. ეს არის საიდენტიფიკაციო ნომერი, იგივე VIN (Vehicle Identification Number) კოდი.
თუ ოდესმე შეგიმჩნევიათ VIN კოდი საქარე მინის ქვედა კუთხეში, მძღოლის მხარეს, ან კარის ჩარჩოზე დატანილ მეტალის ფირფიტაზე, ალბათ, დაფიქრებულხართ, რას ნიშნავს ის სინამდვილეში. სანამ მის გაშიფვრას შევუდგებით, საინტერესოა, რატომ გახდა საერთოდ საჭირო ასეთი სისტემის შექმნა.
გასული საუკუნის შუა ხანებამდე ავტომწარმოებლები სხვადასხვა ფორმატის საიდენტიფიკაციო ნომრებს იყენებდნენ, რაც დიდ ქაოსს იწვევდა. 1981 წლიდან კი, საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციისა (ISO) და ამერიკის გზატკეცილების უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ძალისხმევით, დაინერგა ერთიანი, 17 სიმბოლოიანი VIN სისტემა, რომელსაც დღემდე მსოფლიოს თითქმის ყველა ავტომწარმოებელი იყენებს. ამ სტანდარტიზაციამ ავტომობილების იდენტიფიცირება და მათი ისტორიის წაკითხვა გლობალური მასშტაბით გახადა შესაძლებელი.
ავტომობილის VIN კოდი 17 სიმბოლოსაგან შედგება და ის ლოგიკურ სტრუქტურას ეფუძნება. ეტაპობრივად განვიხილოთ ეს სიმბოლოები და ვნახოთ, რა ინფორმაციას გვაწვდის ისინი.
პირველი სამი სიმბოლო ერთად მსოფლიო მწარმოებლის იდენტიფიკატორს (WMI - World Manufacturer Identifier) ქმნის. კოდის ეს ნაწილი ინახავს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რომელ ქვეყანაში და რომელი კომპანიის მიერაა ავტომობილი წარმოებული. მაგალითად:
თუ VIN კოდი "1"-ით, "4"-ით ან "5"-ით, მანქანა ამერიკულია, "2" კანადურ წარმომავლობაზე მიუთითებს, "3" მექსიკურზე, "J" იაპონურზე, "W" გერმანულზე, "K" კორეულზე და ა.შ.
რაც შეეხება მეორე და მესამე სიმბოლოებს, ისინი კონკრეტულ მწარმოებელს (მაგალითად, Ford, Toyota, BMW) და ზოგჯერ ავტომობილის ტიპსაც (სედანი, სატვირთო) აზუსტებს.
შემდეგი ხუთი სიმბოლო (მე-4-დან მე-8-მდე) ავტომობილის აღწერით ნაწილს (VDS - Vehicle Descriptor Section) წარმოადგენს. აქ უკვე დეტალებია საინტერესო, რადგან ეს სიმბოლოები შეიცავს ინფორმაციას ავტომობილის მოდელზე, სერიაზე, ძარის ტიპზე, ძრავის მახასიათებლებზე და ზოგჯერ უსაფრთხოების სისტემებზეც კი (მაგ., აირბაგების ტიპი). მწარმოებლები თავად განსაზღვრავენ, თუ როგორ დაშიფრონ ეს მონაცემები ამ ხუთ სიმბოლოში, მაგრამ, რეალურად, ეს არის ის ნაწილი, რომელიც ავტომობილის სპეციფიკურ მახასიათებლებს აღწერს. როდესაც მეორადი ავტომობილი უნდა შეიძინოთ, VDS-ის ინფორმაციის გამყიდველის მონაცემებთან შედარება დაგეხმარებათ, დარწმუნდეთ, რომ მანქანა ზუსტად ისეთია, როგორსაც გეუბნებიან.
მეცხრე სიმბოლო ე.წ. საკონტროლო ციფრია (Check Digit). შეიძლება ითქვას, ეს VIN კოდის „დაცვის მექანიზმია“. მისი მნიშვნელობა რთული მათემატიკური ფორმულით გამოითვლება, რომელიც VIN-ის დანარჩენ 16 სიმბოლოს იყენებს. თითოეულ ასოსა და ციფრს მინიჭებული აქვს რიცხვითი მნიშვნელობა, ხდება მათი გამრავლება/შეკრება და გაყოფა. მიღებული ნაშთი არის სწორედ მეცხრე სიმბოლო. რისთვის არის ეს საჭირო? ამ ციფრის დახმარებით სისტემები VIN კოდში დაშვებულ შეცდომებს ავლენენ, ეს შეიძლება იყოს ბეჭდვისას გაპარული ხარვეზი ან ვინმეს მიერ კოდის ცვლილების მცდელობა.თუ ფორმულით გამოთვლილი შედეგი არ ემთხვევა მეცხრე სიმბოლოს, ეს ნიშნავს, რომ VIN კოდი არასწორია ან გაყალბებულია.
ბოლო რვა სიმბოლო (მე-10-დან მე-17-მდე) ქმნის ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნაწილს (VIS - Vehicle Identifier Section). ეს არის ავტომობილის უნიკალური სერიული ნომერი, რომელიც მას სხვა, ზუსტად იგივე მოდელებისგან განასხვავებს.
მე-10 სიმბოლო ძალიან მნიშვნელოვანია – ის გამოშვების წელს აღნიშნავს. ესეც კოდირებულია: 1980 წლიდან 2000 წლამდე გამოიყენებოდა ლათინური ასოები (A=1980, B=1981... Y=2000), 2001-დან 2009 წლამდე ციფრები (1=2001... 9=2009), შემდეგ ისევ ასოები (A=2010, B=2011 და ა.შ.). ამ სიმბოლოს ცოდნა გეხმარებათ, ზუსტად დაადგინოთ მანქანის ასაკი.
გაითვალისწინეთ, რომ ასოები I, O და Q არ გამოიყენება, რათა ციფრებთან (1 და 0) არ მოხდეს არევა.
მე-11 სიმბოლო მიუთითებს კონკრეტულ ქარხანაზე, სადაც ავტომობილი აიწყო. ეს მწარმოებლის შიდა კოდია. 12-დან 17-მდე სიმბოლოები კი უნიკალური სერიული ნომერია, რომელიც ავტომობილს საწარმოო ხაზზე ენიჭება. სწორედ ეს ბოლო ექვსი ციფრი აქცევს თითოეულ მანქანას განუმეორებლად.
VIN კოდის გაშიფვრა ავტომობილის ქარხნულ მონაცემებს გვაძლევს, მაგრამ მისი ნამდვილი ძალა მაშინ ვლინდება, როცა მას ავტომობილის ისტორიის შესამოწმებლად ვიყენებთ. მაგალითად, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენთვის აქტუალურია ავტო იმპორტი ამერიკიდან და ავტო აუქციონის გამოყენებას აპირებთ, სადაც დეტალური დათვალიერება რთულია. აღსანიშნავია, რომ პროცესი განსხვავებულია, როდესაც საქმე ეხება ისეთ ბაზრებს, როგორიცაა იაპონია, რადგან ავტო იმპორტი იაპონიიდან ძირითადად აუქციონის შეფასების ფურცლებს ეყრდნობა და არა VIN ისტორიას.
სპეციალური მონაცემთა ბაზები (როგორიცაა Carfax, AutoCheck და სხვა) ინფორმაციას ავტომობილების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან –- სადაზღვევო კომპანიები, სარემონტო სახელოსნოები, პოლიცია, სამთავრობო უწყებები — აგროვებენ. ამ ბაზებში VIN კოდის შეყვანით, შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ისტორიული ანგარიში, რომელიც ხშირად მოიცავს:
VIN კოდის გაშიფვრა და მისი ისტორიის შემოწმება უბრალოდ ტექნიკური დეტალების ცოდნა არ არის. ეს არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარებათ:
ამრიგად, ავტომობილის VIN კოდი გაცილებით მეტია, ვიდრე 17 სიმბოლოსგან შემდგარი ტექნიკური მონაცემი. მანქანის ისტორია, სპეციფიკაციები და უსაფრთხოების გარანტიები ერთ კოდშია თავმოყრილი. გახსოვდეთ, ყველა მანქანას აქვს თავისი ამბავი – VIN კოდი კი მისი აღმოჩენის შესაძლებლობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
რესურსები