Mercedes-Benz GLC — ავტომობილის დეტალური მიმოხილვა და რჩევები ქართველი მყიდველისთვის

Mercedes-Benz GLC — ავტომობილის დეტალური მიმოხილვა და რჩევები ქართველი მყიდველისთვის

Mercedes-Benz-ის C-კლასი წლების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სედანი იყო. ამიტომ, როდესაც ბრენდმა ამავე პლატფორმაზე აგებული კომპაქტური SUV, GLC წარადგინა, მანაც სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი ადგილობრივ ბაზარზე.

მოდელის პოპულარობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მან წარმატებით შეითავსა C-კლასისთვის დამახასიათებელი კომფორტი, ინტერიერის დიზაინი და ტექნოლოგიები. ეს კომბინაცია, რელიეფის მრავალფეროვნების გამო, მიმზიდველია ქართველი მომხმარებლისთვის.

ამ მოდელის ფართოდ გავრცელება და ხელმისაწვდომობა პირდაპირ კავშირშია აშშ-ის მეორადი ავტომობილების ბაზართან. პოპულარული ვერსია, GLC 300 4MATIC, ამერიკული აუქციონებიდან საქართველოში აქტიურად შემოდის, შედეგად, მისი ფასი ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მიმზიდველია.

GLC-ის ორი თაობა — ძირითადი განსხვავებები, რომლებიც მათ შორის არსებობს

დღეისათვის ბაზარზე GLC-ის ორი ძირითადი თაობაა წარმოდგენილი. პირველმა თაობამ (X253), რომელიც 2015-2022 წლებში გამოდიოდა, კუთხოვანი GLK ჩაანაცვლა და ბაზარზე სრულიად ახალი, მომრგვალებული დიზაინი შემოიტანა. გაზრდილი ზომების წყალობით, მისი სალონი და საბარგული ბევრად პრაქტიკული გახდა.

ამ თაობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა 2020 წლის განახლებას, როდესაც ავტომობილს დაემატა თანამედროვე MBUX ე.წ ინფოტეინმენტ სისტემა დიდი ეკრანებითა და Hey Mercedes ხმოვანი ასისტენტით. ამასთანავე, GLC 300-ის 2.0-ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე 241-დან 255 ცხენის ძალამდე გაიზარდა. 

მეორე თაობა (X254), რომელიც 2023 წლიდან გამოდის, ტექნოლოგიურად ბევრად უფრო განვითარებულია.  მისი ექსტერიერის დიზაინი წინა თაობის სტილს იმეორებს, თუმცა სრულიად განახლებულია ინტერიერი და ინსპირაცია S კლასიდანაა აღებული. ამაზე მეტყველებს დიდი ვერტიკალური ეკრანი და ციფრული მართვის პანელი. მოდელი ასევე აღჭურვილია Mercedes-ის უახლესი ტექნოლოგიური სისტემებით.

Mercedes-Benz GLC-ის მართვის გამოცდილება და კომფორტი, როგორც მისი მთავარი პრიორიტეტი

საქართველოში ყველაზე გავრცელებული GLC 300 მოდელი აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრე 255 ცხენის ძალაა. ეს აგრეგატი ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე დაახლოებით 6.2 წამში აჩქარებს. მართვისას აქცენტი გაკეთებულია არა სპორტულ დინამიკაზე, არამედ კომფორტზე – ძრავა მუშაობ უხმაუროდ, ავტომობილის სავალი ნაწილი კი ეფექტურად უმკლავდება გზის უსწორმასწორო ზედაპირს.

ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილების უმრავლესობას 4MATIC სრულამძრავიანი სისტემა აქვს. იგი ავტომატურად ანაწილებს წევის ძალას ბორბლებს შორის, რაც აუმჯობესებს მოჭიდებას და რთულ საგზაო პირობებში ავტომობილის სტაბილურ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

რით გამოირჩევა GLC კონკურენტებისგან?

GLC-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ინტერიერია. მაღალი ხარისხის მასალები, ხისა და ალუმინის დეკორატიული ელემენტები და რეგულირებადი განათება სალონში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ახალ თაობაში კლიმატ-კონტროლის მართვა სენსორულ ეკრანზეა გადატანილი, რაც, ფიზიკურ ღილაკებთან შედარებით, სამართავად უფრო კომფორტულია.

მთავარ კონკურენტებთან შედარებით, GLC კომფორტზეა ფოკუსირებული. მაგალითად, BMW X3 უფრო სპორტული ხასიათია და ის უხეშად იმართება. GLC-ის შემთხვევაში, მისი სავალი ნაწილის წყალობით, გზის უსწორმასწორობა სალონში ნაკლებად იგრძნობა, საჭე კი მარტივად იმართება და მძღოლისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.

რა ღირს Mercedes-Benz GLC საქართველოში?

Mercedes-Benz GLC-ის ზუსტი ფასის დასახელება რთულია, რადგან ღირებულება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის გამოშვების წელზე, კომპლექტაციასა და ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე.

იმისთვის, რომ ხარჯების შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ, შეგვიძლია განვიხილოთ რეალური მაგალითი. ავტო იმპორტიორმა კომპანია Carmark-მა მომხმარებლის დაკვეთით ცოტა ხნის წინ 2018 წელს გამოშვებული Mercedes-Benz GLC ჩამოიყვანა. ამ კონკრეტული ავტომობილის შემთხვევაში, საქართველომდე ტრანსპორტირების სრულმა ხარჯმა 12,000$ შეადგინა.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ეს თანხა არ მოიცავს განბაჟების ღირებულებას, რაც ავტო იმპორტის ერთ-ერთი მთავარი ხარჯია.

რას მოიცავს Carmark-ის სერვისი?

CarMark-ი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების ჩამოყვანა დაიწყო. 2005 წლიდან დღემდე, ჩვენი დახმარებით ათასობით ადამიანმა შეიძინა სასურველი მანქანა აშშ-ის აუქციონებზე. ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი კი ამ პროცესის გამარტივება და თითოეული მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე ახსნაა.

ჩვენი გუნდი მომხმარებელს მანქანის შერჩევის პირველივე ეტაპიდან ბოლომდე ეხმარება. ეს მოიცავს აუქციონზე კონკრეტული მოდელის მოძიებას, საუკეთესო ვარიანტის შერჩევას, მანქანის ისტორიის დეტალურ შემოწმებას, უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და საბაჟო პროცედურებში დახმარებას.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, მანქანის ყიდვის პროცესი მომხმარებლისთვის იყოს მარტივი და ნაკლებად სტრესული. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება კი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენთან ერთად შერჩეული ავტომობილი საქართველოში უსაფრთხოდ ჩამოვა.

მსგავსი სტატიები

ავტო იმპორტი
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2025 ყველა უფლება დაცულია.

რესურსები