არაფერი შეედრება ახალი ავტომობილის შეძენისას განცდილ სიხარულს, თუმცა თანხის დაზოგვის მიზნით, დაზიანებული მანქანის ყიდვა უფრო ჭკვიანური ნაბიჯია.
Tesla ამერიკული კომპანიაა, რომელმაც მძლავრი და ტექნოლოგიურად მოწინავე ელექტრომობილების წარმოებით საავტომობილო ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ეს ავტომობილები რამდენიმე წლის წინ საქართველოს ქალაქებში იშვიათად გადაადგილდებოდა, დღეს კი უკვე ხშირად ჩნდება. ამ მზარდი პოპულარობის ფონზე, სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება მისი ფლობის სურვილი. აქამდე თუ ახალი მოდელის მაღალი ფასი გაბრკოლებდათ, ახლა ალტერნატიული გზის შემოთავაზება გვსურს, გვინდა, ამ ბლოგში Tesla-ს იმპორტზე გესაუბროთ.
უკვე 20 წელია Carmark-ს ავტომობილები ამერიკიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავს. ამდენმა წელმა თავისი ქნა და ამ მიმართულებით დიდი ცოდნა დაგვიგროვდა. ამიტომ, დაზიანებული Tesla-ს ყიდვა ნამდვილად მომგებიან გადაწყვეტილებად რომ იქცეს, გაგიზიარებთ ყველაფერს, რაც ვიცით.
არაფერი შეედრება ახალი ავტომობილის შეძენისას განცდილ სიხარულს, თუმცა თანხის დაზოგვის მიზნით, დაზიანებული მანქანის ყიდვა უფრო ჭკვიანური ნაბიჯია. აუქციონზე ასეთი მოდელის ღირებულება, მის დაუზიანებელ ანალოგთან შედარებით, შეიძლება ათასობით დოლარით ნაკლები იყოს.
ტერმინი ,,დაზიანებული" ყოველთვის სერიოზული ავარიის კვალსა და კრიტიკულ ტექნიკურ ხარვეზებს არ გულისხმობს. ხშირად ავტომობილებს მინიმალური, მარტივად აღმოსაფხვრელი ხარვეზები აქვს.
Tesla-ს შემთხვევა ამის საუკეთესო მაგალითია. ავარიის დროს უსაფრთხოების ბალიშები თუ გაიხსნა, კომპიუტერი ავტომობილს ბლოკავს და ის ადგილიდან აღარ იძვრის. ჩვენი გამოცდილებით, ასეთი მანქანის ფასი აუქციონზე საგრძნობლად ეცემა, მაშინ როცა მისი ძირითადი ნაწილები, ძარა, ძრავა და ელემენტი დაუზიანებელია.
საქართველოში ამ პროგრამული ბლოკის მოხსნა შესაძლებელია. ამიტომ, მყიდველმა თუ ეს მცირე დეტალი იცის, ის ტექნიკურად გამართულ მანქანას ძალიან დაბალ ფასად იყიდის.
დაზიანებული Tesla-ს ღირებულებას მოდელი, მისი გამოშვების წელი და დაზიანების ხარისხი განსაზღვრავს. საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ხელმისაწვდომი სეგმენტის მოდელებია — Model 3 და Model Y. Model 3 ეკონომიური სედანია, რომელიც დაბალი ფასის გამო ძალიან პოპულარულია. 2020 წლიდან გამოშვებული Long Range ვერსიის ჯამური ღირებულება ფოთამდე, საშუალოდ, $14,000-$15,000 ჯდება. რაც შეეხება Model Y-ს, ის ტევადი SUV-ია და მისი ღირებულება დაახლოებით $20,000-$22,000 უტოლდება.
Tesla-ს პრემიუმ მოდელებია Model S და Model X, ისინი განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტი მაღალი წარმადობა და ტექნოლოგიური შესაძლებლობებია. ეს ელექტრომობილები, წინა მოდელებზე, ზომითაც უფრო დიდია და მეტი კომფორტითაც გამოირჩევა, თუმცა მაღალი ღირებულების გამო, საქართველოში იშვიათად თუ შეხვდებით.
მოდელის შერჩევისას, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გამოშვების წელს, რადგან Tesla-ს ავტომობილები, პირობითად, სამ თაობადაა დაყოფილი. პირველი თაობის მოდელებს (დაახლოებით 2017 წლამდე) შედარებით სუსტი ბატარეა აქვს. მეორე, ყველაზე გავრცელებული თაობა 2024 წლამდე გამოდიოდა და დღესდღეობით ყველაზე ხელმისაწვდომია. მესამე თაობის, განახლებულ მოდელებს კი გაუმჯობესებული ბატარეა აქვს, თუმცა აუქციონებზე ჯერ-ჯერობით იშვიათად იყიდება.
აუქციონზე Tesla-ს მოდელებს ყოველთვის მსუბუქი ხარვეზები არ აქვს. არსებობს ისეთი დაზიანებები, რომლებიც ავტომობილის საექსპლუატაციო ვადას ამცირებს, შეკეთება კი ძვირია.
არასოდეს შეიძინოთ ქვემოდან დაზიანებული Tesla, რადგან მანქანის ეს ნაწილი მთლიანად ელემენტს უკავია. შესაბამისად, ძარის ამ ნაწილის დაზიანება ელემენტის დაზიანებასაც ნიშნავს, ის კი მანქანის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტია.
Carmark-ის რეკომენდაციაა, რომ არ შეიძინოთ კარის ქვეშ ე.წ ზღურბლზე დარტყმული Tesla. შეიძლება გარეგნულად მინიმალური ხარვეზი ჩანდეს, თუმცა რეალურად ელემენტის გაგრილების სისტემა იყოს დაზიანებული. ეს სისტემა გამართულად თუ არ მუშაობს, მაშინ Tesla-ს ბატარეა ნელ-ნელა გადახურდება და საბოლოოს მწყობრიდან გამოვა.
ხელმისაწვდომი ფასის მიუხედავად, არასოდეს გააკეთოთ არჩევანი იმ მოდელზე, რომელიც ჩაძირულია. მაღალი ძაბვის ელექტრო სისტემაში წყლის მოხვედრისას ჩნდება მოკლე ჩართვებისა და ხანძრის რისკი, მეტალის ნაწილები იჟანგება და იშლება. ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როდის და რომელი პრობლემა იჩენს თავს. ავტომობილი შეიძლება ერთ დღეს მუშაობდეს, მეორე დღეს კი მოულოდნელად გაითიშოს ან, უარეს შემთხვევაში, ცეცხლი გაუჩნდეს.
Tesla-ს შერჩევისას მთავარი რეკომენდაცია დაბალი გარბენია. ჩვენი რჩევით, უმჯობესია, 50,000 მილზე ნაკლები გარბენის მქონე მოდელი მოძებნოთ და აუცილებლად აირჩიოთ ორძრავიანი, Long Range ვერსია.
გაითვალისწინეთ, რომ დაბალი გარბენი არ ნიშნავს, რომ ელემენტი იდეალურ მდგომარეობაშია. თუკი წინა მფლობელი ელექტრომობილს ძირითადად სწრაფი დამტენით ტენიდა, ელემენტის რესურსი, შესაძლოა შემცირებული იყოს. თუმცა, საბედნიეროდ, ამერიკაში მფლობელების უმრავლესობა მანქანას სახლში ტენის, რაც ელემენტს მინიმალურად აზიანებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბატარეის რესურსი დაზიანების ან არასწორი ექსპლუატაციის გამო შემცირებულია, მისი შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს.
Tesla-ს შემთხვევაში წინა ნაწილის დაზიანება ყველაზე მარტივად შესაკეთებელია, ამას ელექტრომობილის განსაკუთრებული კონსტრუქცია განაპირობებს. მისი წინა ნაწილი მოდულურადაა აწყობილი, რაც ნიშნავს, რომ ბამპერი, ფარები და სხვა დეტალები დამოუკიდებლადაა განლაგებული. ისინი მარტივად იხსნება და ახლით იცვლება.
სასურველი მოდელის შემოწმებისას აუცილებლად მოიძიეთ მისი სტატუსი. თუ მითითებულია „Starts and Drives“, ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის ყველაზე რთული და ძვირადღირებული სისტემები, ელემენტი და ელექტროძრავი, მუშა მდგომარეობაშია.
აუქციონზე შეძენილი ავტომობილი პროგრამულად ვეღარ ახლდება და ამისთვის მზად უნდა იყოთ. დაზიანების გამო, მანქანა მწარმოებელთან ოფიციალურ კავშირს კარგავს და პროგრამულ განახლებებს ვეღარ იღებს. ეს ძალიან ჰგავს იმ iPhone-ის შემთხვევას, რომელსაც iCloud-ი აქვს დაბლოკილი, ის მუშაობს, მაგრამ განახლებებს ვეღარ იღებს. ამრიგად, თქვენ შეიძენთ სრულფასოვან მანქანას, რომელიც სამუდამოდ დარჩება იმ პროგრამულ ვერსიაზე, რომელიც შეძენის მომენტში ეყენა.
ამერიკული მოდემი ქართულ SIM ბარათებს ვერ კითხულობს, ამიტომ იმპორტირებულ ავტომობილს შეიძლება ინტერნეტთან დაკავშირების პრობლემა ჰქონდეს. ინტერნეტის გარეშე ნავიგაციის გააქტიურება გაგიჭირდებათ, მობილური აპლიკაციით მანქანას დისტანციურად ვერ მართავთ და მის სმარტ შესაძლებლობებსაც ვერ აითვისებთ. პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია Wi-Fi კავშირით ან ევროპული მოდემის დაყენებით, რომელიც ადგილობრივ ბარათს წაიკითხავს.
ჩვენი გამოცდილებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ავტომობილს გასაღები არ მოჰყვება. ამ საკითხის მოგვარება მარტივად შეიძლება, გასაღებს გამოიწერთ ან ადგილზე დაამზადებინებთ.
ერთ დროს საქართველოში ამ ელექტრომობილის ფლობა გამოწვევა უფრო იყო, ვიდრე კომფორტი, რადგან Tesla-ს სერვისი საქართველოში არ არსებობდა და დამტენი ინფრასტრუქტურაც კეთილმოწყობილი ნაკლებად იყო.
ქვეყანაში არსებობს სერვისცენტრები, სადაც კვალიფიციური ტექნიკოსები არიან დასაქმებულები. ამასთან, ავტო ბაზარი განვითარდა და ხელმისაწვდომია ორიგინალი, მეორადი და ჩინური ნაწილები.
მოვლისა და ექსპლუატაციის თვალსაზრისით, Tesla გაცილებით ეკონომიურია, ვიდრე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი. მანქანას არ სჭირდება ზეთისა და ფილტრების ხშირი გამოცვლა. პერიოდული სერვისი, ფაქტობრივად, მხოლოდ ელექტროძრავის გაგრილების სითხის, ყოველ 20-30 000 კმ-ში ხიდებში ზეთისა და სალონის კონდიციონერის ფილტრების შეცვლას გულისხმობს.
როგორც აღინიშნა, საქართველოში Tesla-ს დამუხტვა პრობლემას აღარ წარმოადგენს. შესაძლებელია ორიგინალი, ჩინური და ქართული წარმოების ინდივიდუალური დამტენის შეძენა ან საჯარო სადგურებით სარგებლობა.
სახლის პირობებში, სტანდარტული დამტენით დამუხტვა ყველაზე გავრცელებული, ეკონომიური და ავტომობილის ელემენტისათვის საუკეთესო მეთოდია. ამ პროცესს დაახლოებით 6-7 საათი სჭირდება, ავტომობილს ღამით თუ შეაერთებთ, დილით სრულად დატენილი იქნება და 400-450 კმ-ს შეუფერხებლად გაივლით.
რაც შეეხება ქალაქში და მაგისტრალებზე განთავსებულ სწრაფ დამტენებს, ისინი, ძირითადად, შორ მანძილზე მგზავრობისას გამოიყენება. ერთი სრული დამუხტვა დაახლოებით 35 ლარი ჯდება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ბატარეის რესურსის დასაზოგად, სწრაფი დამტენების ყოველდღიური გამოყენება რეკომენდებული არ არის.
დაზიანებული Tesla-ს ამერიკიდან ჩამოყვანა თანხის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ეს პროცესი სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს და რისკებს შეიცავს. ამიტომ, კომპანია Carmark-ი ავტო იმპორტის სრულ სერვისს გთავაზობთ, რაც მოიცავს:
დეტალური კონსულტაციისა და დახმარებისთვის, დაგვიკავშირდით. ჩვენი გუნდი მზად არის, უპასუხოს თქვენს ყველა შეკითხვას.
რესურსები