იაპონური ავტომწარმოებლების გლობალურ ლიდერებად ჩამოყალიბება საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს წარმატება ხარისხის, გამძლეობისა და ინოვაციებისადმი განსაკუთრებულ სწრაფვას ეფუძნება. ამ მიდგომის შედეგად, სანდო იაპონური მანქანები მსოფლიო ბაზარზე ნდობისა და გამძლეობის სტანდარტად იქცა.
მაგრამ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში ავტოინდუსტრია ძალიან დაზიანდა, რესურსები კი შეზღუდული იყო. იმის ნაცვლად, რომ ეცადათ, შესჯიბრებოდნენ ამერიკულ და ევროპულ გიგანტებს სიმძლავრესა და ფუფუნებაში, იაპონელმა ინჟინრებმა სრულიად სხვა გზა აირჩიეს. იაპონელი მანქანათმშენებლები ეფექტურობის ზრდაზე, ხარისხის გაუმჯობესებაზე და საწარმოო პროცესების ოპტიმიზებაზე ფოკუსირდნენ. სწორედ ამ პროცესში ჩამოყალიბდა ე.წ. ,,კაიზენის” (Kaizen) ფილოსოფია — საწარმოო პროცესში ჩართული ნებისმიერი თანამშრომელი, მენეჯერი თუ რიგითი მუშა, მუდმივად ეძებს პროცესის გაუმჯობესების გზებს, თუნდაც ეს ძალიან მცირე წინ გადადგმული ნაბიჯის ტოლფასი იყოს.
ამ მიდგომამ მინიმუმამდე დაიყვანა საწარმოო ხარვეზები და ნარჩენების რაოდენობა, რამაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების ეფექტურობა. შედეგად, იაპონურმა კომპანიებმა შეძლეს, მომხმარებლისთვის შეეთავაზებინათ განსაკუთრებულად საიმედო ავტომობილები კონკურენტულ ფასად, რამაც მათ მომავალი წარმატებისთვის მყარი საფუძველი შეუქმნა.
თუმცა, ნამდვილი გარდატეხა 70-იანი წლებში მოხდა. ამ პერიოდში მსოფლიოში ნავთობის კრიზისი იყო — მზარდი ფასების ფონზე ეკონომიური ავტომობილების წარმოება გახდა პრიორიტეტული. ამერიკული ბაზარი, რომელიც იმ დროს დიდ, არაეკონომიურ ავტომობილებს აწარმოებდა, ცვლილებისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. მსოფლიომ სწორედ მაშინ აღმოაჩინა ეკონომიური იაპონური მანქანები.
მოდელები, როგორიცაა Toyota Corolla და Honda Civic, რომლებიც მანამდე საექსპორტო ბაზრებზე ნაკლებად ცნობილი იყო, ძალიან მალე გლობალურ ბესტსელერად იქცა. მომხმარებლებმა დაინახეს, რომ ავტომობილი შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი, ეკონომიური და სანდო.
ამ ისტორიული წარმატების ფონზე რამდენიმე კომპანია გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბდა. ამ ბლოგში ავტო იმპორტიორი კომპანია Carmark სწორედ იაპონური ავტოინდუსტრიის ტოპ ბრენდებზე მოგიყვებათ.
Toyota-ს ისტორია უჩვეულოდ, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ტექსტილის ინდუსტრიაში იწყება. მისმა დამფუძნებელმა, საკიჩი ტოიოდამ, სახელი ავტომატური ძაფსაბეჭდი დაზგების გამოგონებით გაითქვა. 1937 წელს, სწორედ ამ გამოცდილებამ ჩაუყარა საფუძველი Toyota-ს მომავალ წარმატებას და კომპანია ავტომობილების წარმოებაზე გადავიდა.
Toyota-ს განსაკუთრებულობას მისი ლეგენდარული წარმოების სისტემა (Toyota Production System - TPS) განსაზღვრავს, რომელიც ორ მთავარ პრინციპს — „Just-in-Time“ და „Jidoka“ — ემყარება. ეს კი გულისხმობს:
ბრენდის წარმატებაზე ის საკულტო მოდელები მეტყველებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის ხვდება სიებში, როგორც ტოპ იაპონური მანქანები. მაგალითად, ეს არის Corolla, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. აქვე უნდა აღინიშნოს Camry, კომფორტული და საოჯახო სედანი და Land Cruiser, ყველგან მავალი და რთულ საგზაო პირობებში კარგად გამოცდილი მოდელი. საქართველოს ქალაქების, განსაკუთრებით თბილისის ქუჩებში კი, Camry-სთან ერთად, აუცილებლად შენიშნავდით Prius სერია, რომლებიც ეკო-მეგობრულ ავტომობილებს მოიცავს.
როგორც აღმოჩნდა, ტოიოტა აწარმოებს საოჯახო, ყველგან მავალ, ეკოლოგიურ ფაქტორებზე მორგებულ ავტომობილებს და სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუმცა, ამ მიმართულებით მსჯელობისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრენდის პორტფოლიოში შედის პრემიუმ სეგმენტიც, Lexus, რომელმაც, თავისი დახვეწილი დიზაინით, მაღალი კომფორტითა და ხარისხით, მალევე მოიპოვა პოპულარობა.
Honda-ს ისტორია მისი დამფუძნებლის, ინჟინერ სოიჩირო ჰონდას, ხედვასა და ოცნებებს ეფუძნება, რომელსაც მტკიცედ სჯეროდა ტექნოლოგიის ძალის. კომპანია თავდაპირველად მოტოციკლებს აწარმოებდა და მალევე ამ სფეროში მსოფლიო ლიდერი გახდა. საავტომობილო ინდუსტრიაში კი Honda-მ პირველი ნაბიჯები 1963 წელს გადადგა.
Honda-ს უნიკალურობას კონკრეტული ტექნოლოგიური მიღწევები და საფირმო დიზაინი განსაზღვრავს. მათგან განსაკუთრებით ორია გამოსარჩევი:
სადაც საუკეთესო იაპონური ავტომობილები განიხილება, იქ აუცილებლად ახსენებენ Honda-ს, რაც გასაკვირი სულ არ არის, რადგან რადგან ბრენდს ჰყავს რამდენიმე ლეგენდარული მოდელი, რომლებიც საკუთარ სეგმენტებში ძალიან პოპულარულია. მაგალითად, Civic, რომელიც გლობალურად აღიარებულია საწვავის ეფექტურობითა და დინამიკური მართვით. მას მოსდევს Accord, რომელიც წლების განმავლობაში საშუალო ზომის საოჯახო სედანის ეტალონად ითვლებოდა. საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარულია Honda Fit, რომელიც კომპაქტური, თუმცა ტევადი და ეკონომიური ავტომობილია.
Toyota-ს მსგავსად, არც Honda-ს დავიწყებია პრემიუმ კლასი. ბრენდმა 1986 წელს, კონკურენტებზე ადრე, წარადგინა საკუთარი ძვირადღირებული ხაზი Acura, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებზე, მაღალ წარმადობასა და კომფორტზეა ორიენტირებული.
Nissan-ი იაპონიის ერთ-ერთი უძველესი ავტომწარმოებელია, რომლის ისტორიაც 1930-იანი წლებიდან იწყება. კომპანიის ადრეული საერთაშორისო წარმატება Datsun-ის ბრენდს უკავშირდება, რომელმაც დასავლეთის ბაზრებზე დაამსხვრია სტერეოტიპი, რომ იაპონური მანქანა მხოლოდ საიმედო, მაგრამ ერთფეროვანი შეიძლება იყოს.
Nissan-ის სტრატეგია, რომელმაც ის კონკურენტებისგან გამოარჩია, ორ მთავარ მიმართულებას ეფუძნება. პირველი, ეს არის სპორტული ავტომობილების წარმოება: მოდელებმა, როგორიცაა Z სერია და Skyline GT-R , დაამტკიცა, რომ, ეკონომიურის გარდა, იაპონური ავტომობილი შეიძლება იყოს სწრაფი და მაღალი წარმადობის.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა ელექტრომობილების სეგმენტის ათვისება, სადაც Nissan-მა 2010 წელს პირველი მასობრივი და ხელმისაწვდომი ელექტრომობილი, Nissan LEAF, წარადგინა და ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნიშაში ლიდერის პოზიცია დაიკავა.
თუ ჩაფიქრებული გაქვთ, რომ სანდო იაპონური მანქანა შეიძინოთ, მაშინ Nissan-ს გვერდს ვერ აუვლით. გადაწყვეტილების მიღებამდე განიხილეთ Qashqai, მოდელი, რომელიც კომპაქტური კროსოვერია. თუ უფრო კომპაქტური ან ეკონომიური ავტომობილი გჭირდებათ, Tida-ს ან LEAF-ს გირჩევთ.
Nissan-ი, სხვა იაპონური გიგანტების მსგავსად, პრემიუმ სეგმენტშიც ოპერირებს. ბრენდმა 1989 წელს წარადგინა საკუთარი ძვირადღირებული ხაზი Infiniti, რომელიც გამორჩეული დიზაინისა და მაღალი წარმადობის მქონე ავტომობილია.
Suzuki-ს ისტორია, სხვა იაპონური ბრენდების მსგავსად, მე-20 საუკუნის დასაწყისში იწყება, თუმცა არა ავტომობილების, არამედ საფეიქრო დაზგების წარმოებით. კომპანიამ ავტომობილების შექმნა მოგვიანებით დაიწყო და პირველივე მოდელის, 1955 წელს გამოშვებული Suzulight-ის შემდეგ, მისი მთავარი მიმართულება კომპაქტური, ხელმისაწვდომი და ინოვაციური ავტომობილების წარმოება გახდა.
სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, Suzuki-მ თავისი უნიკალური გზა აირჩია და ფართო ბაზრისთვის კონკურენციის ნაცვლად, კონკრეტული ნიშების სრულყოფაზე ფოკუსირდა. ერთი მხრივ, ბრენდმა უდიდეს წარმატებას მიაღწია იაპონიაში პოპულარული, ულტრა-კომპაქტური KEI კლასის ავტომობილების წარმოებაში. მეორე მხრივ კი, Suzuki-მ მსოფლიო აღიარება მოიპოვა მცირე ზომის, მაგრამ გამორჩეულად მაღალი გამავლობის მქონე 4x4 შექმნით, რომლის კლასიკური მაგალითიც Suzuki Jimny-ა.
ეკონომიური იაპონური მანქანა თუ თქვენი მთავარი საძიებო კრიტერიუმია, მაშინ Suzuki-ს მოდელებს ყურადღებით უნდა გაეცნოთ. თუ საიმედო და ეკონომიურ ავტომობილს ეძებთ, რომელიც ქალაქის პირობებს კარგად გაუმკლავდება, მაშინ Suzuki Swift ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ხოლო თუ მანქანა სათავგადასავლო მიზნებისთვის გჭირდებათ და რთულ საგზაო პირობებში გადაადგილებასაც Suzuki Jimny-ზე უნდა შეჩერდეთ.
Nissan-ისა და სხვა იაპონური მწარმოებლებისაგან განსხვავებით, Suzuki არ ოპერირებს პრემიუმ სეგმენტში. ბრენდი სრულად არის ფოკუსირებული იმაზე, რომ შექმნას მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და სანდო ავტომობილი შექმნას.
Daihatsu-ს ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1907 წელს დაარსდა, თუმცა, როგორც ძრავების მწარმოებელი კომპანია. თავდაპირველად ბრენდი სამთვლიან სატვირთოებს ქმნიდა, მოგვიანებით კი კომპაქტური და მაქსიმალურად ეფექტურო სატრანსპორტო საშუალებების შექმნაზე გადავიდა.
სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, Daihatsu-მ, ვიწრო სპეციალიზაცია აირჩია და კონკრეტული ნიშების სრულყოფაზე ფოკუსირდა. ერთი მხრივ, ის იაპონიის ულტრა-კომპაქტური KEI კლასის ავტომობილების უდავო ლიდერია, სადაც მუდმივად ნერგავს ინოვაციებს სივრცის ეფექტურად გამოყენებისა და პრაქტიკულობის კუთხით. მეორე მხრივ კი, როგორც ახლა უკვე Toyota-ს ჯგუფის წევრი, Daihatsu მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპაქტური პლატფორმების შემუშავებაში. იგულისმხმება, რომ რომ სწორედ Daihatsu ქმნის ავტომობილის პლატფორმას (მის ძირითად კონსტრუქციას), რომელზეც შემდეგ Toyota-ს ბრენდით გაყიდული პოპულარული მოდელები იგება.
თუ იაპონური მანქანის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი და ყველაზე კომპაქტურ მოდელს ეძებთ, შესაძლოა ძიებისას Daihatsu-ს სახელი შეგხვდეთ. თუმცა, სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, Daihatsu საქართველოს ბაზარზე იშვიათია. მისი პოპულარული მოდელები, როგორიცაა Tanto და Mira, ძირითადად იაპონიის შიდა ბაზრისთვის იწარმოება და მათი მთავარი უპირატესობა ქალაქის ვიწრო ქუჩებში მანევრირება და საწვავის მინიმალური მოხმარებაა. Suzuki-ს მსგავსად, Daihatsu-ც არ ოპერირებს პრემიუმ სეგმენტში.
ადგილობრივ ბაზარზე არსებული მაღალი ფასებისა და შეზღუდული არჩევანის ფონზე, რთულია იმ ტოპ იაპონური მანქანის მფლობელი გახდეთ, რომელიც დიდი ხანია გსურთ. სწორედ ამიტომ, ავტომობილების იმპორტი იაპონიიდან საუკეთესო ალტერნატივად იქცა.
თუმცა, ავტომობილის ჩამოყვანა, მიუხედავად მისი უპირატესობებისა, საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც აუქციონის სპეციფიკის ცოდნას, ლოგისტიკური საკითხების მოგვარებასა და ფარული ხარჯების გათვალისწინებას მოითხოვს. თუ ამ გზის გავლას მარტივად და უსაფრთხოდ გეგმავთ, სანდო პარტნიორის დახმარება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
სწორედ ამ მიზნით არსებობს კომპანია Carmark-ი, რომლის მთავარი ამოცანაა, ავტომობილების იმპორტი ამერიკიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან თუ ევროპიდან მაქსიმალურად კომფორტულ და გამჭვირვალე პროცესად აქციოს.
Carmark-ის სერვისი მოიცავს სრულ პროცესს. მაგალითად, ჩვენი გამოცდილი გუნდი თქვენს ბიუჯეტსა და მოთხოვნებზე მორგებული საუკეთესო ავტომობილის მოძიებაში დაგეხმარებათ. ამასთან ერთად, წინასწარ დეტალურად გაცნობთ ყველა მოსალოდნელ ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების, პორტის მოსაკრებლებისა და განბაჟების ღირებულებას.
ბევრმა მძღოლმა არ იცის, რომ იაპონური შიდა ბაზრის ავტომობილების ისტორიას სტანდარტული VIN კოდი ვერ ამოწმებს, ამერიკული მანქანებისგან განსხვავებით. ამიტომ, მანქანის რეალური მდგომარეობის შესახებ ერთადერთ სანდო დოკუმენტს იაპონური აუქციონის შეფასების ფურცელი წარმოადგენს. Carmark-ის გამოცდილი გუნდი ამ დოკუმენტების დეტალურ ანალიზს აკეთებს და ყველა აღნიშნულ ნიუანსს ამოწმებს, რათა თავიდან აგაცილოთ ფარული დაზიანებებისა და ტექნიკური პრობლემების მქონე ავტომობილის შეძენა.
ვუძღვებით მთლიან პროცესს – აუქციონზე ვაჭრობიდან დაწყებული, ავტომობილის ფოთის პორტში ჩამოყვანითა და საბუთების მოწესრიგებით დამთავრებული. სურვილის შემთხვევაში კი დაგეხმარებით ავტომობილის ფოთიდან საქართველოს ნებისმიერ წერტილამდე ტრანსპორტირებაში.
Carmark-თან თანამშრომლობა თაღლითობის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს, რადგან ჩვენ მხოლოდ სანდო პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ. ჩვენი გუნდი მზადაა, გაგიწიოთ კონსულტაცია და სასურველი ავტომობილის ჩამოყვანის პროცესი მარტივი და უსაფრთხო გახადოს.
რესურსები